ზემო კოდისწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო კოდისწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია — ეკლესია სოფელ ზემო კოდისწყაროში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5 მ), ნაგებია რიყის ქვით, გარეთა კუთხეები - სუფთად დამუშავებული შირიმის სწორკუთხა ქვებით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა, კონქი და განივი კედლების დიდი ნაწილი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ კედელი. გვიანდელ სამხრეთ მინაშენისგან მხოლოდ დასავლეთ კედლის მცირე ნაწილი შემორჩა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს გადახურვა ჩამონგრეული აქვს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ღიობი გარედან შირიმის ქვით არის გამოყვანილი და ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღი ხურავს. აფსიდის სამხრეთ გვერდში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]