ლაუშის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაუშის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაუშის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. იგი დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილია კედლების მცირე ნაწილები და ნახევარწრიული აფსიდის ნაშთი. ეკლესიის ირგვლივ რამდენიმე სწორკუთხა ნაგებობისა და გალავნის ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]