აფშოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფშოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აფშოდან აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყით დაფარულ ქედზე.თარიღდება შუა საუკუნეებით.ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმის თლილი ქვაც. ძლიერაა დაზიანებული.ინტერიერი ნანგრევებითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. ნანგრევებში აღმოჩენილია შირიმის ქვაში ნაკვეთი ემბაზი. ეკლესიასთან ახლოს, აღმოსავლეთით, ნაგებობის ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]