ბანცურთკარის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბანცურთკარის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანცურთკარის ჩრდილოეთით, ტყიან ბორცვზე, გაგელთუბანში. თარიღდება შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,5 x 3,3 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. დანგრეულია. იკითხება მხოლოდ გეგმა მიწიდან 50 სმ სიმაღლეზე. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]