სიაბრის წმინდა გიორგის ხატის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიაბრის წმინდა გიორგის ხატის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენესოს სამხრეთ-დასავლეთით, ქედზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი, ორი მცირე ნაგებობა და გალავანი. ნაგებობები აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებითაა განლაგებული. კომპლექსის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა კოშკი დასავლეთ კედლის მცირე ნაწილიღა დგას. კოშკის აღმოსავლეთით, 5 მეტრზე, შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის (4 x 3 მეტრი) დასავლეთ კედლის ნაწილი და აღმოსავლეთ კედლის ქვედა ნახევარი. დასავლეთ კედელში შესასვლელის წირთხლები და შირიმით ნაწყობი თაღის ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ჰქონია, რომელიც მთლიანად დანგრეულია. ეკლესიის აღმოსავლეთით სწორკუთხა ნაგებობის დასავლეთ და სამხრეთ კედლების ნაწილებია. ეკლესიის სამხრეთით, 5 მეტრზე, შემორჩენილია მეორე სწორკუთხა ნაგებობის დასავლეთ კედლის ნაწილი. გალავნის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]