არახვეთის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არახვეთის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არახვეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერდობზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია უაფსიდოა, ნაგებია ნატეხი ქვით. ორფერდა სახურავის კეხზე აღმოსავლეთით და დასავლეთით დგას ქვისგან გამოკვეთილი ჯვრები, აღმოსავლეთისა ორნამენტირებულია. ერთ მხარეს გადაჯვარედინებული წვრილი ლილვებია გამოსახული, მერე მხარეს - მზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]