შინაარსზე გადასვლა

ზემო შუახევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო შუახევის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შუახევის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (6,8 x 4,3 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით. დანგრეულია. შემორჩენილია კედლების ნაწილი (სიმაღლე 1,2-1,8 მეტრი). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის ქვედა ნახევარის შემორჩენილი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.