დავითურნის ლომისის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დავითურნის ლომისის ხატი — სალოცავი სოფელ დავითურნის ჩრდილოეთით, 500 მეტრზე, მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლი გეგმით სწორკუთხაა (4,9X4,4მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, მისი კუთხეები იატაკის დონეზე ოდნავ მომრგვალებულია. კედლების სიმაღლის ზრდასთან ერთად მომრგვალებული ზედაპირი თანდათან იზრდება და კონქის ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის. საკურთხეველში გაჭრილი სარკმლის წირთხლები და გადახურვა მთლიანად მორღვეულია. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]