ზემო მლეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო მლეთის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია დგას სოფელ ზემო მლეთის ჩრდილოეთით 300 მეტრზე, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,2 X 5,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ტლანქად. ძეგლი დაზიანებულია: ამოცვენილია საპირე ქვები, ჩამოშლილია ფიქლის საბურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ორივე მხრიდან ბრტყლად არის გადახურული. საკურთხეველი სწორკუთხაა. მის აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კედლით, რომელშიც ორი თაღოვანი კარია გაჭრილი. კედლის სამხრეთ ნაწილში, დარბაზის მხარეს, ერთი ნიშია, ხოლო დარბაზის დასავლეთ კედელში - ერთი სწორკუთხა სარკმელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]