კოპაძეების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოპაძეების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურსაჭირის ზემო ნაწილში, კოპაძეების უბანში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. შენობის გარეთა კუთხეებში ჩართულია შირიმის კვადრები. ოთხკუთხა შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ეკლესიის ცილინდრული კამარა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია დაბალი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ღრმა და განიერი სწორკუთხა ნიშებია. კონქის ნახევარწრიული თაღი ეყრდნობა შირიმის ქვის იმპოსტებს. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია. გადახურული ყოფილა კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]