დუდაურების ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუდაურების ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუდაურებში, თარიღდება შუა საუკუნეებით. ეკლესია დანგრეულია. შემორჩენილია დაფლეთილი ქვით ნაგები 1 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]