ამღის რკენისჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რკენისჯვარი, ზაზახატი — საკულტო ძეგლი მდებარეობს სოფელ ამღასთან ახლოს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიცავს შემდეგ ნაგებობებს: დარბაზს, „დროშათ საბძანს“, საქვაბეს და საჯარეს.

დარბაზი გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. კარი თაღიანია. მის ზემოთ გარედან, ორი ფიქლის თარო და ერთი მცირე სარკმელია. სარკმლის ზემოთ ოთხკუთხა ნიშია, რომელშიც ზარი კიდია. შესასვლელის წინ ხელოვნურად მოსწორებული ადგილია, რომლის ირგვლივ სიპი ქვის სკამებია განლაგებული. დარბაზის იატაკი ფიქლითაა მოგებული. გრძივი კედლების გასწვრივ ქვის სკამებია. სათავსის შუაში კერაა. კედლებში — თითო ნიში. სამხრეთ კედელში გაჭრილია საკოდეში შესასვლელი თაღოვანი კარი. საკოდე პატარაა, გეგმით ოთხკუთხა. შიგ დიდი კოდები და ლუდის ქვაბები დგას. გადახურულია საფეხურებიანი ორფერდა სახურავით.

„დროშათ საბძანი“ გეგმით ოთხკუთხა, რიყის ქვის მშრალი წყობით აგებული პატარა მასიური სვეტია, რომელიც დარბაზზე ჩრდილო-დასავლეთის მხრიდანაა მიდგმული. ნაგებობას ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან დროშების ჩასამაგრებლად ნახვრეტებიანი სიპი ქვა აქვს დატანებული.

საქვაბე გეგმით ოთხკუთხა ფორმის ფიქალი ქვით ნაშენი ნაგებობაა. დგას დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით პატარა სწორკუთხა სარკმელია.

საჯარე საქვაბის დასავლეთითაა, იგი ყორით შემოზღუდული, ხელოვნურად მოსწორებული ტერიტორიაა (7,6 X 5 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედელთან „საუფროსო სკამია“.

იქვე, 20 მეტრში დაშორებით, მეორე ასეთივე საჯარეა (8,3 X 5,6 მ), შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედელთან აქაც „საუფროსო სკამია“ მოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]