შინაარსზე გადასვლა

ამღის ორბეულთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორბეულთის ეკლესია — მდებარეობს სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარეების ასისა და კალოთანისწყლის შესართავის მარჯვენა მხარეს, კლდეზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეები მიწურულით.

ეკლესია (5,5 X 3,5 მ) დგას ნასოფლარის განაპირას, კლდეზე. ნაგებია კლდის ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ძეგლი დანგრეულია. შემორჩენილია 0,4-0,9 მეტრი სიმაღლის კედლები (სისქე 0,9 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. ჩრდილოეთ კედელში კარი ამოშენებულია. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აბსიდია, რომლის წინ ფიქლის ქვით ნაგები ჯვრის აღსამართავი კვადრატული ბაზა დგას.