ებნისის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ებნისის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ებნისის სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აგებულია მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: ამოშლილია კამარა და კონქის დიდი ნაწილი, მონგრეულია ოთხივე კუთხე და კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს გადახურვა ჩამოშლილი აქვს. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის გვერდზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის შემორჩენილ კედლებზე სხვა სარკმლების კვალი არ ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]