დიოკლეტიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიოკლეტიანე
Caesar Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus[1]

დიოკლეტიანეს ბიუსტი სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმიდან
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 20 ნოემბერი, 284[კომ. 1]
მმართ. დასასრული: 1 მაისი, 305
წინამორბედი: კარინუსი
მემკვიდრე: კონსტანციუს I ქლორუსი და გალერიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 დეკემბერი, 244[3]
დაბ. ადგილი: სალონა (ამჟამინდელი სოლინი, ხორვატია)
გარდ. თარიღი: 3 დეკემბერი, 311 (66 წლის)[4][კომ. 2]
გარდ. ადგილი: ასპალატოსი (ამჟამინდელი სპლიტი, ხორვატია)
დაკრძ. ადგილი: დიოკლეტიანეს ასპალტოსის სასახლე. მისი სამარხი, მოგვიანებით, ქრისტიანულ ეკლესიად გადააკეთეს, რომელიც დღემდე დგას სასახლის ტერიტორიაზე.
მეუღლე: პრისკა
შვილები: ვალერია
დიოკლეტიანეს ანტონინიანუსი

დიოკლეტიანე (ლათ. Gaius Aurelius Valerius Diocletianus Augustus გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუს ავგუსტუსი), დაბადებისას დიოკლესი (დ. 22 დეკემბერი, 244 — გ. 3 დეკემბერი, 311)[4][9][კომ. 2]რომის იმპერატორი 284–305 წლებში.

დალმაციაში, დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა დიოკლეტიანემ წარმატებებს სამხედრო საქმეში მიაღწია და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს სპარსეთის კამპანიისას გარდაცვალების შემდეგ, დიოკლეტიანე იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას მის გარდა კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა მესამე საუკუნის კრიზისს. 286 წელს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა.

293 წლის 1 მარტს მან კიდევ უფრო ფართოდ გაანაწილა საიმპერატორო ძალაუფლება და გალერიუსი და კონსტანციუსი კეისრებად, უმცროს თანაიმპერატორებად დანიშნა. ამ ტეტრარქიის, „ოთხის მმართველობის“, პირობებში, თითოეულ იმპერატორს იმპერიის მეოთხედი უნდა ემართა. დიოკლეტიანემ უზრუნველყო იმპერიის საზღვრების უსაფრთხოება და ის თავისი ძალაუფლებისათვის საფრთხისშემცველი ყველა ძალისაგან გაწმინდა. 285-299 წლებს შორის პერიოდში მოწყობილი რამდენიმე კამპანიისას დაამარცხა სარმატები და კარპები, 288 წელს — ალემანები და 297-298 წლებში — უზურპატორები ეგვიპტეში. გალერიუსმა, მისი მხარდაჭერით, წარმატებით ილაშქრა სასანიანთა სპარსეთის, იმპერიის ტრადიციული მტრის წინააღმდეგ და 299 წელს მისი დედაქალაქი, ქტესიფონიც აიღო. დიოკლეტიანე მეთაურობდა შემდგომში წარმოებულ მოლაპარაკებებს და შეძლო გრძელვადიანი და ხელსაყრელი მშვიდობის მიღწევა.

დიოკლეტიანემ ერთმანეთისაგან გამოყო და გააფართოვა იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო სამსახურები, გადაახალისა პროვინციული დაყოფა და შექმნა ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე ბიუროკრატიული მთავრობა. მან დააარსა ახალი ადმინისტრაციული ცენტრები ნიკომედიაში, მედიოლანუმში, ანტიოქიასა და ტრირში, რომლებიც უფრო ახლოს მდებარეობდნენ იმპერიის საზღვრებთან, ვიდრე ტრადიციული დედაქალაქი რომი. მესამე საუკუნის ტენდენციებზე დაფუძნებით მან აბსოლუტიზმი დაამყარა, საკუთარი თავი თვითმპყრობლად აქცია და იმპერიის მასებისაგან აღამაღლა მისალმების შთამბეჭდავი ფორმებითა და არქიტექტურით. სამხედრო და ბიუროკრატიული აპარატის ზრდამ, გამუდმებულმა ლაშქრობებმა და სამშენებლო პროექტებმა აუცილებელი გახადა ყოვლისმომცველი საგადასახადო რეფორმის გატარება. სულ ცოტა 297 წლიდან საიმპერატორო საგადასახადო სისტემა გახდა სტანდარტიზებული და უფრო მიუკერძოებელი.

თუმცა დიოკლეტიანეს ყველა გეგმა როდი იყო წარმატებული: 301 წელს მის მიერ გამოცემული მაქსიმალური ფასების ედიქტი, რომელიც ფასების კონტროლის მეშვეობით ინფლაციის შემცირებას ისახავდა მიზნად, კონტრპროდუქტიული გამოდგა და მალევე მიივიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზეობისას ეფექტიანი იყო, დიოკლეტიანეს ტეტრარქიული სისტემა მისი გადადგომის შემდეგ დაიშალა მაქსიმიანესა და კონსტანციუსის შვილების, მაქსენციუსისა და კონსტანტინეს დინასტიური პრეტენზიების პირობებში. დიოკლეტიანეს დევნამ (303-311 წწ.), იმპერიაში ქრისტიანების უკანასკნელმა და ყველაზე სისხლიანმა დევნამ, ვერ შეძლო ქვეყნის ქრისტიანული საზოგადოების განადგურება, პირიქით, 324 წლის შემდეგ, პირველი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინეს მმართველობისას, ის იმპერიის პრივილეგირებული რელიგია გახდა.

წარუმატებლობებისა და გამოწვევების მიუხედავად, დიოკლეტიანეს რეფორმებმა საფუძვლიანად შეცვალა რომის იმპერიული მთავრობის სტრუქტურა და დაეხმარა იმპერიის სტაბილურობას ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რამაც სახელმწიფოს საშუალება მისცა არსებითად უცვლელად ეარსება კიდევ ასი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დიოკლეტიანეს ახალგაზრდობაში იმპერია დაშლის პირას იყო მისული. ავადმყოფობით დასუსტებული დიოკლეტიანე 305 წლის 1 მაისს იმპერატორის თანამდებობიდან გადადგა და გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელმაც ნებაყოფლობით დათმო პოსტი. გადადგომის შემდეგ იგი დალმაციის სანაპიროზე მდებარე თავის სასახლეში ცხოვრობდა, სადაც ბოსტნის მოვლით იყო დაკავებული. მისი სასახლე თანდათან დღევანდელ ხორვატიაში მდებარე ქალაქ სპლიტის ბირთვად იქცა.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალონაში მდებარე ამფითეატრის პანორამა.

დიოკლეტიანე 244 წლისათვის დაიბადა სალონასთან ახლოს, დალმაციაში (თანამედროვე სოლინი, ხორვატია).[3] მშობლებმა მას ბერძნული სახელი, დიოკლესი დაარქვეს ან შესაძლოა, დიოკლეს ვალერიუსი.[10] თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსი, ტიმოთი ბარნეზი, დიოკლეტიანეს ოფიციალურ დაბადების დღეს, 22 დეკემბერს, მის რეალურ დაბადების დღედ მიიჩნევს, თუმცა სხვა ისტორიკოსები ასე დარწმუნებულები არ არიან.[11] დიოკლესის მშობლები დაბალი სოციალური სტატუსის მქონეები იყვნენ და მისდამი კრიტიკულად განწყობილი მწერლები ამტკიცებდნენ, რომ მამამისი სენატორ ანულინუსის აზატი ან გადამწერი იყო და იმასაც კი ამბობდნენ, რომ თავად დიოკლესი იყო აზატი. მისი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი, ძირითადად, ბურუსითაა მოცული.[12] ბიზანტიელი მემატიანე იოანე ზონარა ამტკიცებს, რომ იგი მეზიის დუქსი,[13] ქვემო დუნაის ჯარების მთავარსარდალი იყო.[14] ხშირად არასანდო ჰისტორია ავგუსტა აცხადებს, რომ იგი გალიაში მსახურობდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ სხვა წყაროები და მისი დროის ისტორიკოსებიც ყურადღებას არ აქცევენ მას.[15] პირველი თარიღი, როდესაც დიოკლეტიანეს ადგილსამყოფელი ზუსტადაა გარკვეული, 282 წელია, როდესაც ახალმა იმპერატორმა კარუსმა იგი პროტექტორეს დომესტიცის, ელიტარული კავალერიის მეთაურად დანიშნა, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საიმპერატორო კართან. ამ თანამდებობამ მას 283 წელს კონსულობის პატივი არგუნა.[16] იგი მონაწილეობდა კარუსის შემდგომ სპარსულ კამპანიაშიც.

ნუმერიანეს სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარუსის სიკვდილმა სპარსეთთან წარმოებულ შუა წარმატებულ ომში და გაურკვეველ გარემოებებში,[17] მიჩნეული იყო, რომ (შესაძლოა, შემდგომი პერიოდის დიოკლეტიანეს პროპაგანდის შედეგად) მას მეხი დაეცა,[18] მისი ვაჟები, ნუმერიანე და კარინუსი ახალ ავგუსტუსებად აქცია. კარინუსი მალევე გაეშურა რომისაკენ თავისი პოსტიდან გალიაში, როგორც საიმპერატორო უფლებებით აღჭურვილი პირი. იგი ქალაქში 284 წლის იანვრისთვის ჩავიდა და დასავლეთის კანონიერი იმპერატორი გახდა. ნუმერიანე აღმოსავლეთში შეყოვნდა.[19] რომაელთა სპარსეთიდან უკან დახევა მოწესრიგებული იყო და მას წინააღმდეგობა არ შეხვედრია.[20] სასანიდ შაჰს, ბაჰრამ II-ს არ შეეძლო მათ წინააღმდეგ არმიის გამოყვანა, რადგანა თავადაც ჯერ ისევ თავისი მმართველობის დამყარებისათვის იბრძოდა. 284 წლის მარტისათვის ნუმერიანემ მხოლოდ ემესას (ჰომსი) მიაღწია სირიაში, ნოემბრისთვის კი მხოლოდ მცირე აზიას.[21] ემესაში იგი ჯერ ისევ ცოცხალი და აშკარად ჯანმრთელი იყო: აქ მან თავისი სახელით ერთადერთი ბრძანებულება გამოსცა,[22][კომ. 3] თუმცა მას შემდეგ, რაც ნუმერიანემ ქალაქი დატოვა, მისმა შტაბმა, პრეფექტ (მისი სიმამრი და იმპერატორის გარემოცვაში ყველაზე დიდი გავლენის მქონე პირი)[24] აპერის ჩათვლით, მოხსენება გააკეთეს, რომ იგი თვალების ანთებით იტანჯებოდა. ამის შემდეგ, ნუმერიანე დახურული ეტლით მგზავრობდა.[25] როდესაც არმიამ ბითინიას მიაღწია,[19] ზოგიერთმა ჯარისკაცმა ეტლიდან მომდინარე სუნი იგრძნო.[20] მათ ფარდები გადახსნეს და ნუმერიანე მკვდარი დახვდათ.[26] როგორც ევტროპიუსი, ასევე ავრელიუს ვიქტორი მის სიკვდილს აღწერს, როგრც მკვლელობას.[27]

აპერმა ახალი ამბავი ოფიციალურად, ნიკომედიაში, ნოემბერში გააჟღერა.[28] ნუმერიანეს გენერლებმა და ტრიბუნებმა საბჭო მოიწვიეს მემკვიდრის შესარჩევად და მიუხედავად აპერის მცდელობებისა მხარდაჭერა მოეპოვებინა,[28] ახალ იმპერატორად დიოკლესი გამოაცხადეს.[29] 284 წლის 20 ნოემბერს აღმოსავლეთის არმია ნიკომედიიდან 5 კილომეტრით დაშორებულ ბორცვზე შეიკრიბა. ჯარი ერთხმად მიესალმა დიოკლესს, როგრც მათ ახალ ავგუსტუსს და მანაც მიიღო მეწამული საიმპერატორო სამოსელი. ახალმა იმპერატორმა მზის შუქზე აღმართა მახვილი და დაიფიცა, რომ ნუმერიანეს სიკვდილზე პასუხისმგებელი არ იყო. იგი ამტკიცებდა, რომ ის აპერმა მოკლა და დამალა.[30] მთელი არმიის თვალწინ მან ხმალი იშიშვლა და აპერი მოკლა.[31] ჰისტორია ავგუსტას მიხედვით, ამ დროს იგი ვირგილიუსს ციტირებდა.[32] აპერის მოკვლიდან მალევე, დიოკლესმა უფრო ლათინური სახელი, „დიოკლეტიანუსი“ დაირქვა[33] და მთლიანობაში გახდა გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი.[34]

კონფლიქტი კარინუსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარინუსის თავი კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან.

იმპერატორად არჩევის შემდეგ, დიოკლეტიანე და ლუციუს ცეზონიუს ბაზუსი[35] კონსულებად დასახელდნენ და ფასცები კარინუსისა და ნუმერიანეს ნაცვლად ჩაიბარეს.[36] ბაზუსი იყო კამპანიელი სენატორული ოჯახის წევრი, ყოფილი კონსული და აფრიკის პროკონსული. პრობუსმა იგი ერთადერთი თვისების გამო შეარჩია.[37] ის გარკვეული იყო მთავრობის საკითხებში, მაშინ, როდესაც დიოკლეტიანეს, ამ სფეროში შესაძლებელია, საერთოდ არ ჰქონოდა რაიმე გამოცდილება.[28] დიოკლეტიანეს მიერ ბაზუსის კონსულად დაწინაურება მის მიერ რომში კარინუსის მმართველობის უარყოფის სიმბოლური გამოხატულება იყო, მისი უარი რომელიმე იმპერატორის უპირატესობის აღიარებასა და მეორე კაცის სტატუსზე[37] და მისი მზაობა გაეგრძელებინა დიდი ხნის განმავლობაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკა იმპერიის სენატორულსა და სამხედრო არისტოკრატიას შორის.[28] ყველაფერთან ერთად, ამით დიოკლეტიანემ თავისი წარმატება სენატსაც დაუკავშირა, რომლის მხარდაჭერაც მას რომისაკენ მსვლელობისას დასჭირდებოდა.[37]

კარინუსს მმართველობას მხოლოდ დიოკლეტიანე არ ეცილებოდა. ამ უკანასკნელის იმპერატორად გამოცხადების შემდეგ, კარინუსის კორექტორმა, უზურპატორმა მარკუს ავრელიუს საბინუს იულიანუსმა კონტროლი დაამყარა ჩრდილოეთ იტალიასა და პანონიაზე.[38] იულიანუსმა სისკიაში (სისაკი, ხორვატია) მდებარე ზარაფხანაში მონეტებიც მოჭრა, თავი იმპერატორად გამოაცხადა და თავისუფლების პირობა დადო. ეს ყოველივე კარგი რეკლამა იყო დიოკლეტიანესათვის და ხელი შეუწყო მის მიერ კარინუსის სასტიკი და ულმობელი ტირანის პორტრეტის დახატვას.[39] მიუხედავად ამ ყველაფრისა, იულიანუსის ჯარი სუსტი იყო და როდესაც კარინუსის არმია ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ იტალიაში გადმოვიდა, მალევე გაიფანტა. როგორც ერთიანი აღმოსავლეთის ლიდერი, დიოკლეტიანე აშკარად ბევრად უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.[40] 284-285 წლების ზამთარში იგი დასავლეთით ბალკანეთამდე დაწინაურდა. გაზაფხულზე, მაისის დასასრულამდე,[41] მისი არმიები კარინუსისას მეზიაში, მდინარე მარგუსის (მორავა) პირას შეხვდნენ. თანამედროვე წყაროების მიხედვით, ეს ადგილი მდებარეობდა მონს აურეუსსა (სეონე, სმედერევოს დასავლეთით) და ვიმინაციუმს[37] (თანამედროვე ბელგრადის მახლობლად[42]) შორის.

კარინუსს უფრო დიდი და ძლიერი არმია ჰყავდა, თუმცა მას სუსტი პოზიცია ეკავა. მისი მმართველობა პოპულარობით არ სარგებლობდა და მოგვიანებით იმასაც ამბობდნენ, რომ იგი ცუდად ეპყრობოდა სენატს და თავისი ოფიცრების ცოლებს აცდუნებდა.[43] შესაძლებელია, რომ ფლავიუს კონსტანციუსი, დალმაციის მმართველი და დიოკლეტიანესთან დაკავშირებული პირი საიმპერატორო კარის დაცვაში ამ უკანასკნელის მხარეს ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე გადავიდა.[44] როდესაც ბრძოლა დაიწყო, კარინუსის პრეფექტი, არისტობულუსიც დიოკლეტიანეს მიემხრო.[28] ბრძოლის მსვლელობისას კარინუსი მისივე ხალხმა მოკლა. დიოკლეტიანეს გამარჯვების შემდეგ, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის არმიებმა იგი ავგუსტუსად აღიარეს.[45] მან დაჟინებით მოითხოვა დამარცხებული ჯარისაგან ერთგულების ფიცი და იტალიაში გაემგზავრა.[46]

მმართველობის ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგუსის ბრძოლის შემდეგ დიოკლეტიანე შესაძლოა, უმალვე ჩართულიყო ქვადებსა და მარკომანებთან ბრძოლებში. მან საბოლოოდ, შეძლო ჩრდილოეთ იტალიაში გზის გაკვალვა და შექმნა საიმპერატორო მთავრობა, თუმცა უცნობია ამ პერიოდში ეწვია თუ არა იგი რომს.[47] არსებობს ამ მოვლენების თანადროულად მოჭრილი მონეტები, რომლებიც ქალაქში იმპერატორის დახვედრის ცერემონიაზე ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევიან,[48] თუმცა ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი აცხადებს, რომ დიოკლეტიანემ გვერდი აუარა რომს და ასე პრინციპულად მოიქცა, რდგანაც ქალაქსა და სენატს უკვე აღარაფერი აკავშირებდათ იმპერიის საქმეებთან და მათ უნდა გაეგოთ ეს. დიოკლეტიანე თავისი ზეობის დასაწყისად არმიის მიერ მის იმპერატორად გამოცხადებას მიიჩნევდა და არა სენატის მიერ დამტკიცების თარიღს,[49] რითაც კარუსის დამკვიდრებული ჩვეულება გააგრძელა, რომელმაც სენატის მიერ იმპერატორის დამტკიცება უსარგებლო ფორმალობად გამოაცხადა.[50] მიუხედავად ამისა, დიოკლეტიანემ სენატის მიმართ თავისი პატივისცემის დასამტკიცებლად, არისტობულუსი 285 წლის კონსულად და თავის კოლეგად დატოვა (ერთ-ერთი გვიანი იმპერიის მაგალითებიდან, როდესაც იმპერატორი კერძო მოქალაქეს თავის კოლეგად აღიარებდა),[51] უფროსი სენატორები, ვეტიუს აკულინუსი და იუნიუს მაქსიმუსი კი მომდევნო წლის კონსულებად დაამტკიცა. მაქსიმუსისათვის ეს კონსულობის მეორე ვადა იყო.[52]

იმის მიუხედავად, დიოკლეტიანე ოდესმე ჩავიდა თუ არა რომში იმპერატორად არჩევის შემდეგ, იგი იქ დიდხანს მაინც არ დარჩენილა.[53] დადასტურებულია, რომ 285 წლის 2 ნოემბრისათვის ის უკან, ბალკანეთში დაბრუნდა სარმატების წინააღმდეგ სალაშქროდ.[54]

თავის თანაკონსულთან, ბაზუსთან ერთად, დიოკლეტიანემ რომის პრეფექტი შეცვალა, თუმცა ოფიციალური თანამდებობის პირთა უმეტესობამ, რომლებიც კარინუსის დროს მსახურობდნენ, დიოკლეტიანეს მმართველობისას პოსტები შეინარჩუნეს.[55] აქტში კლემენტია, ეპიტომატორი ავრელიუს ვიქტორი აღნიშნავს, როგორც უჩვეულო ფაქტს,[56] რომ დიოკლეტიანემ არც მოკლა და არც გადააყენა კარინუსის მოღალატე პრეტორიანელთა პრეფექტი და კონსული ტიტუს კლავდიუს ავრელიუს არისტობულუსი, არამედ იგი ორივე პოზიციაზე დატოვა.[57] მოგვიანებით მან ის აფრიკის პროკონსულად დანიშნა, 295 წელს კი საქალაქო პრეფექტის თანამდებობა უბოძა.[58] სხვა პიროვნებები, რომლებმაც თანამდებობები შეინარჩუნეს, ასევე, კარინუსის მოღალატეები უნდა ყოფილიყვნენ.[59]

მაქსიმიანეს თანაიმპერატორად დანიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმიანეს თანმიმდევრულმა ერთგულებამ დიოკლეტიანესადმი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტეტრარქიის პირვანდელ წარმატებებში.[60]

ავრელიანესა და პრობუსის მკვლელობებმა დაამტკიცა, რომ ერთპიროვნული მმართველობა იმპერიის სტაბილურობისათვის სახიფათო იყო.[28] კონფლიქტი იყო გაჩაღებული ყველა პროვინციაში, გალიიდან სირიამდე, ეგვიპტიდან ქვემო დუნაიმდე. ერთი ადამიანისათვის ეს მეტისმეტი იყო და დიოკლეტიანესაც თანაშემწე სჭირდებოდა.[61] დაახლოებით 285 წლისათვის, მან მედიოლანუმში (მილანი)[კომ. 4] მაქსიმიანეს კეისრის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად აქცია.[64]

ორკაციანი მმართველობის კონცეფციაში რომის იმპერიისათვის ახალი არაფერი იყო. ავგუსტუსი, რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი, თავის ძალაუფლებას, ნომინალურად, კოლეგებს უზიარებდა, თანაიმპერატორის უფრო ოფიციალური თანამდებობა კი მარკუს ავრელიუს შემდეგ არსებობდა.[65] დიოკლეტიანემდე ყველაზე ბოლოს, იმპერატორი კარუსი და მისი ვაჟები ერთობლივად მმართველობდნენ, თუმცა წარუმატებლად. დიოკლეტიანე ყველაზე ნაკლებად კომფორტულად გრძნობდა თავს, ვიდრე მისი წინამორბედების უმეტესობა, რადგანაც მას ჰყავდა ქალიშვილი, ვალერია, თუმცა ვაჟები – არა. მისი თანამმართველი მისივე ოჯახიდან ვერ იქნებოდა, რაც მისი სანდოობის კითხვას აჩენდა.[66] ზოგიერთი ისტორიკოსი აცხადებს, რომ დიოკლეტიანემ იშვილა მაქსიმიანე, როგორც ფილიუს ავგუსტი, „ავგუსტუსი ძე“, სანამ მას ტახტზე დასვამდა, როგორც ეს მოხდა ზოგიერთი წინა იმპერატორის შემთხვევაში,[67] ეს მოსაზრება საყოველთაოდ მიღებული არაა.[68]

ურთიერთობა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს შორის მალევე გამოისახა რელიგიურ საკითხებში. 287 წლისათვის დიოკლეტიანემ მიიღო ტიტული იოვიუსი, მაქსიმიანემ კი — ჰერკულიუსი.[69] შესაძლოა, ეს ტიტულები მათთან ასოცირებული ლიდერების გარკვეული მახასიათებლების გადმოსაცემად იყო შემოღებული. დიოკლეტიანეს იოვიანურ სტილში უნდა აეღო დომონანტური როლი დაგეგმვასა და მეთაურობაზე, მაქსიმიანეს კი ჰერკულიანურ მდგომარეობაში იუპიტერის გმირულ დამხმარესავით უნდა ემოქმედა.[70] მათი ყველა დამატებითი რელიგიური ფორმალობების მიუხედავად, ტრადიციული საიმპერატორო კულტის მიხედვით, იმპერატორები „ღმერთები“ არ იყვნენ, თუმცა მათ შესაძლოა ასეც მოიხსენიებდნენ საიმპერატორო ქება-დიდებისას. ნაცვლად ამისა, მათ ღმერთების წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ, რომლებიც თავიანთ ნებას დედამიწაზე ავრცელებდნენ.[71] არმიის აღიარებისგან ღვთიური კურთხევისაკენ გადანაცვლებით იმპერატორების დანიშვნის ძალაუფლება არმიას ჩამოერთვა. რელიგიურმა ლეგიტიმაციამ დიოკლეტიანე და მაქსიმიანე იმ სახით აღამაღლა მათ პოტენციურ მოქიშპეებზე, რომელსაც ვერც მათი სამხედრო ძალა შესწვდებოდა და ვერც დინასტიური პრეტენზიები.[72]

კონფლიქტი სარმატიასა და სპარსეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ყოველივეს შემდეგ, მაქსიმიანე აჯანყებული ბაგაუდების, გალიის მეამბოხე გლეხების წინააღმდეგ საბრძოლველად გაიგზავნა. დიოკლეტიანე ნელი სვლით აღმოსავლეთში დაბრუნდა.[73] 2 ნოემბრისთვის მან მხოლოდ ციტივას იოვიას (ბოტივო, პტუის მახლობლად, სლოვენია) მიაღწია.[74] 285 წლის შემოდგომაზე ბალკანეთში იგი სარმატების ტომს გადააწყდა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. სარმატები ითხოვდნენ, რომ დიოკლეტიანე მათ ან დაკარგული მიწების დაბრუნებაში დახმარებოდა, ან იმპერიაში მწყემსობის უფლება მიეცა. იმპერატორმა უარით უპასუხა და ბრძოლაც გაუმართა, თუმცა სრულყოფილი გამარჯვების მიღწევა ვერ შეძლო. ევროპის ვაკეზე მომთაბარეთა ზეწოლა გრძელდებოდა და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ერთი ომით ვერ მოხერხდებოდა. მალე სარმატებთან ბრძოლა კიდევ გახდებოდა საჭირო.[75]

დიოკლეტიანემ ნიკომედიაში გამოიზამთრა.[კომ. 5] ამ დროისათვის აღმოსავლეთის პროვინციებში შესაძლოა ამბოხება ყოფილიყო, რადგანაც მან თრაკიაში დაცარიელებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ჩასასახლებლად აზიიდან ახალმოსახლეები გადმოიყვანა.[77] მომდევნო გაზაფხულზე იგი სირია-პალესტინას ეწვია.[კომ. 6] მისმა აღმოსავლეთში ყოფნამ ქვეყანას დიპლომატიური წარმატებაც მოუტანა სპარსეთთან: 287 წელს შაჰმა ბაჰრამ II-მ მას ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა, იმპერიასთან ღია მეგობრობის შესახებ განაცხადა და დიოკლეტიანე სტუმრადაც მიიწვია.[80] რომაული წყაროები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ეს აქტი მთლიანად ნებაყოფლობითი იყო.[81]

დაახლოებით იმავე დროისათვის, შესაძლოა 287 წელს,[82] სპარსეთმა უარი თქვა სომხეთზე თავის პრეტენზიებზე და ცნო რომის ავტორიტეტი ტიგროსის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე მიწებზე. სომხეთის დასავლეთი ნაწილი იმპერიას შეუერთეს და პროვინციად აქციეს. არშაკუნიანების დინასტიის წარმომადგენელი, თრდატ III, სომხეთის ტახტის მაძიებელი და რომის ვასალი, 252-253 წლების სპარსული დაპყრობების შემდეგ, გადააყენეს და აიძულეს თავშესაფარი რომის იმპერიაში მიეღო. 287 წელს იგი დაბრუნდა, რათა პრეტენზია გამოეთქვა თავისი წინაპრების დომენის აღმოსავლეთ ნახევარზე და არავითარ წინააღმდეგობას არ გადასწყდომია.[83] ბაჰრამ II-ის საჩუქრები აღიქვეს, როგორც სპარსეთთან მიმდინარე კონფლიქტში გამარჯვების სიმბოლო და დიოკლეტიანე „მარადიული მშვიდობის დამაარსებლად“ გამოაცხადეს. აღნიშნულ მოვლენებს, შესაძლოა, ფორმალურად დაესრულებინათ კარუსის აღმოსავლეთის კამპანია, რომელიც, სავარაუდოდ, აღიარებული მშვიდობის გარეშე დასრულდა.[84] სპარსელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე, დიოკლეტიანემ გადაახალისა მესოპოტამიის საზღვარი და გაამაგრა ევფრატზე მდებარე ქალაქი კირკესიუმი.[85]

მაქსიმიანეს ავგუსტუსად დანიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმიანეს კამპანიები ასე შეუფერხებლად როდი წარიმართა. ბაგაუდები მალევე დაამარცხდნენ, თუმცა კარაუზიუსმა, ვისაც დავალებული ჰქონდა საქსებისა და ფრანკი მეკობრეების წინააღმდეგ საქსონიის სანაპიროზე ოპერაციების წარმოება, წერილობითი წყაროების თანახმად, მეკობრეებს ტვირთი და საქონელი იმისათვის ჩამოართვა, რომ თავად მიესაკუთრებინა. მაქსიმიანემ თავისი ქურდი ხელქვეითის მოკვლის ორდერი გასცა. კარაუზიუსი კონტინენტიდან გაიქცა, თავი ავგუსტუსად გამოაცხადა და ბრიტანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ გალიას ღიად მოუწოდებდა მაქსიმიანესა და დიოკლეტიანეს წინააღმდეგ ამბოხებისაკენ.[86]

უფრო სავარაუდოა არსებული არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად გაკეთებული დასკვნა, რომ კარაუზიუსს, სავარაუდოდ, ბრიტანეთში რომელიმე მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა ეკავა[87] და როგორც აქ, ასევე, ჩრდილოეთ გალიაში, უკვე შექმნილი ჰქონდა ძალაუფლების მყარი საფუძველი (რუანში აღმოჩენილი მონეტა ამტკიცებს, რომ იგი აჯანყების დასაწყისისათვის უკვე აკონტროლებდა კონტინენტის ამ ნაწილს) და რომ იგი სარგებლობდა ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმურობის ნაკლებობით.[88] კარაუზიუსი ლამობდა ჰქონოდა დიოკლეტიანეს მიერ აღიარებული ლეგიტიმურობა, როგორც უმცროს იმპერატორს: მის მიერ მოჭრილ მონეტებზე (რომლებიც ოფიციალურ ვარიანტებზე ბევრად უკეთესი ხარიხის იყო, განსაკუთრებით ვერცხლის ეგზემპლარები) იგი განადიდებდა მასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მიღწეულ „შეთანხმებას“ (PAX AVGGG, „სამი ავგუსტუსის მშვიდობა“, რომელიც იკითხება 290 წლის ერთ-ერთ ბრინჯაოს მონეტაზე, რომლის მეორე მხარეზეც კარაუზიუსი დიოკლეტიანესა და მაქსიმიანესთან ერთადაა გამოსახული, წარწერით CARAVSIVS ET FRATRES SVI, „კარაუზიუსი და მისი ძმები“ [1] ).[89] თუმცაღა, დიოკლეტიანეს არ შეეძლო პროვინციელი უზურპატორისთვის ნება მიეცა გაჰყოლოდა პოსტუმუსის გზას და მხოლოდ საკუთარი ნებით მოხვედრილიყო საიმპერატორო კოლეგიაში.[90] ასე რომ, კარაუზიუსი უნდა წასულიყო.

კრიზისით წაქეზებულმა მაქსიმიანემ 286 წლის 1 აპრილს[91][კომ. 7] ავგუსტუსის ტიტული მიიღო.[95] მისი ეს დაწინაურება უჩვეულოა, რამდენადაც დიოკლეტიანესათვის შეუძლებელი იყო მომხდარს შესწრებოდა, რათა დაემოწმებინა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მაქსიმიანემ მიიტაცა ტიტული და დიოკლეტიანემ ეს მხოლოდ მოგვიანებით აღიარა სამოქალაქო ომის თავიდან არიდების იმედით.[96] ეს მოსაზრება არაპოპულარულია, რამდენადაც აშკარაა, რომ დიოკლეტიანეს სურდა, რომ მაქსიმიანეს გარკვეული დამოუკიდებლობით ემოქმედა.[97] მიუხედავად ამისა, შესაძლებელია აღნიშნოს, რომ დიოკლეტიანემ იგრძნო მაქსიმიანეს კიდევ უფრო დაახლოების საჭიროება მისი უფლებამოსილ მოკავშირედ გადაქცევით, რათა თავიდან აეცილებინა მის მიერ კარაუზიუსთან რაიმე სახის გარიგების დადების შესაძლებლობა.[98]

კარაუზიუსი, რომაული ბრიტანეთის მეამბოხე იმპერატორი. მისი ზეობის შესახებ არსებული ცნობების უმეტესობა მის მიერ მოჭრილი მონეტებიდან მოდის, რომლებიც, ძირითადად, მაღალი ხარისხისაა.[99]

მაქსიმიანემ გააცნობიერა, რომ გაიძვერა მხედართმთავრის დამარცხებას დაუყოვნებლივ ვერ შეძლებდა, ამიტომაც მასთან შებრძოლების ნაცვლად, 287 წელს რაინისიქითა ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა.[100] რამდენადაც კარაუზიუსი ფრანკების მოკავშირე იყო, მაქსიმიანეს კამპანია შესაძლებელია აღქმული იყოს, როგორც ბრიტანეთში მყოფი სეპარატისტი იმპერატორის კონტინენტზე თავისი მთავარი დასაყრდენისაგან მოწყვეტის მცდელობა.[101] მომდევნო წელს, როდესაც მაქსიმიანემ კარაუზიუსის წინააღმდეგ ფლოტი მოამზადა, დიოკლეტიანე აღმოსავლეთიდან დაბრუნდა მაქსიმიანესთან შესახვედრად. ორი იმპერატორი ალემანების წინააღმდეგ ერთობლივი კამპანიის წამოწყებაზე შეთანხმდა. დიოკლეტიანე გერმანიაში რეციის გავლით შეიჭრა, მაქსიმიანე კი მაინციდან დაიძრა. თითოეულმა იმპერატორმა გადაწვა მოსავალი და საკვების მარაგები, რათა გაენადგურებინათ გერმანელების საარსებო წყაროები.[102] მათ იმპერიას ტერიტორიები შეჰმატეს და მაქსიმიანეს საშუალება მიეცა, კარაუზიუსის წინააღმდეგ მზადება ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე განეგრძო.[103] აღმოსავლეთში დაბრუნებისას დიოკლეტიანემ, სავარაუდოდ კიდევ ერთი სწრაფი ლაშქრობა მოაწყო მოძლიერებული სარმატების წინააღმდეგ. რაიმე დეტალი ამ კამპანიის შესახებ არ შემორჩენილა, თუმცა შემორჩენილი წარწერები გადმოგვცემენ, რომ 289 წლის შემდეგ დიოკლეტიანემ სარმატიკუს მაქსიმუსის ტიტული მიიღო.[104]

აღმოსავლეთში დიოკლეტიანე რომსა და სპარსეთს შორის მცხოვრებ უდაბნოს ტომებთან დიპლომატიურ ურთიერთობაში ჩაერთო. იგი შესაძლოა ცდილობდა მათ დარწმუნებას რომის მოკავშირეები გამხდარიყვნენ, რასაც უნდა აღედგინა ძველი, რომთან მეგობრული პალმირული გავლენის სფერო,[105] ან უბრალოდ მათი თავდასხმების სიხშირის შემცირებას ისახავდა მიზნად.[106] ამ მოვლენების შესახებ რაიმე დეტალი შემორჩენილი არ არის.[107] ამ ქვეყნების ზოგიერთი მთავარი სპარსეთის ვასალი იყო, რაც სასანიდებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე შემაშფოთებელი ფაქტი იყო.[108] დასავლეთში, შესაძლოა, 290 წლის ადრეულ გაზაფხულზე მაქსიმიანემ დაკარგა 288-289 წლებში აგებული ფლოტი. პანეგირიკისტი, რომელიც ამ დანაკარგზე საუბრობს, ვარაუდობს, რომ ეს ქარიშხლის შედეგი იყო,[109] თუმცა ეს, შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ უხერხული სამხედრო მარცხის დამალვის მცდელობა იყოს.[110] ამის შემდეგ, დიოკლეტიანემ მალევე შეწყვიტა თავისი აღმოსავლური ტურნე. იგი დასავლეთისაკენ ისწრაფვოდა და 290 წლის 10 მაისს ემესას მიაღწია,[111] იმავე წლის 1 ივლისისათვის კი უკვე დუნაიზე მდებარე სირიუმში იყო.[112]

დიოკლეტიანე მაქსიმიანეს 290-291 წლების ზამთარში მილანში შეხვდა, 290 წლის დეკემბრის ბოლოს ან 291 წლის იანვარში.[113] შეხვედრა საზეიმო ბრწყინვალებით გაიმართა. იმპერატორები დროის უმეტეს ნაწილს საჯარო გამოჩენებში ატარებდნენ. ნავარაუდებია, რომ ცერემონიები დიოკლეტიანეს მიერ თავისი მერყევი კოლეგისადმი განუწყვეტელი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის ტარდებოდა.[105] იმპერატორებს შეხვდა რომის სენატის დელეგაციაც, რომელმაც საიმპერატორო ხელისუფლებასთან თავისი იშვიათი კონტაქტი განაახლა.[114] რომის ნაცვლად მილანის არჩევამ კიდევ უფრო დაამცირა დედაქალაქის ღირსება, თუმცა ამ დროისათვის უკვე დიდი ხნის დამკვიდრებულ პრქტიკას წარმოადგენდა, რომ თავად რომი მხოლოდ ცერემონიული დედაქალაქი იყო, საიმპერატორო ადმინისტრაციის რეალურ ადგილსამყოფელს კი თავდაცვის საჭიროებები განსაზღვრავდა. მილანი დიოკლეტიანემდე დიდი ხნით ადრე აირჩია გალიენუსმა (ზეობდა 253-268 წლებში) თავის სატახტოდ.[115] თუ ცერემონიის დეტალურად გადმომცემი პანეგირიკი, იმას გულისხმობდა, რომ იმპერიის ნამდვილი დედაქალაქი რომი კი არ იყო, არამედ ადგილი, სადაც იმპერატორი იჯდა („...იმპერიის დედაქალაქი იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ორი იმპერატორი შეხვდა ერთმანეთს“),[116] ამით იგი უბრალოდ იმეორებდა იმას, რაც ისტორიკოსმა ჰეროდიანემ ადრეულ მესამე საუკუნეში ჩამოაყალიბა: „რომი იქაა, სადაც იმპერატორია“.[115] შეხვედრის მსვლელობისას, გადაწყვეტილებები პოლიტიკისა და ომის შესახებ, სავარაუდოდ, საიდუმლოდ იქნა მიღებული.[117] ავგუსტუსები ერთმანეთს 303 წლამდე აღარ შეხვედრიან.[105]

ტეტრარქია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეტრარქიის დაფუძნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიის რუკა ტეტრარქიის პერიოდში. მასზე ნაჩვენებია დიოცეზები და ოთხი ტეტრარქის გავლენის ზონები.
ტეტრარქიის ტრიუმფალური თაღი სბეიტლაში, ტუნისი.

დაბრუნებიდან გარკვეული დროის შემდეგ, თუმცა 293 წლამდე, დიოკლეტიანემ კარაუზიუსის წინააღმდეგ ომის სარდლობა მაქსიმიანეს ნაცვლად ფლავიუს კონსტანციუსს ჩააბარა. ახალი სარდალი დალმაციის ყოფილი მმართველი და დიდი სამხედრო გამოცდილების მქონე პიროვნება იყო, რომლის კარიერაც ავრელიანეს მიერ ზენობიას წინააღმდეგ წარმოებული კამპანიიდან იწყებოდა (272-273 წწ.). კონსტანციუსი მაქსიმიანეს პრეტორიანელთა პრეფექტი იყო გალიაში და მისი ქალიშვილის, თეოდორას ქმარიც. 293 წლის 1 მარტს, მილანში, მაქსიმიანემ იგი კეისრად დანიშნა.[118] იმავე წლის გაზაფხულზე ფილიპოპოლისში (პლოვდივი, ბულგარეთი) ან სირმიუმში დიოკლეტიანემაც იგივე გააკეთა გალერიუსისთავის, რომელიც მისი სიძე იყო და შესაძლოა, დიოკლეტიანეს პრეტორიანელთა პრეფექტიც.[კომ. 8] კონსტანციუსს გადაეცა გალია და ბრიტანეთი, გალერიუსს კი — სირია, პალესტინა და ეგვიპტე და პასუხისმგებლობა დაეკისრა აღმოსავლეთის საზღვრისპირა მიწებზე.[120]

ამ შეთანხმებას ტეტრარქიას უწოდებენ, რაც ბერძნული ტერმინიდან მომდინარეობს და „ოთხის მმართველობას“ ნიშნავს.[121] ტეტრარქი იმპერატორები საკუთარ მიწებზე მეტ-ნაკლებად სრულუფლებიანები იყვნენ და საკუთარი საიმპერატორო კარით, ადმინისტრაციით, მდივნებითა და არმიით მოგზაურობდნენ.[122] ისინი ერთმანეთთან სისხლითა და ქორწინებებით იყვნენ დაკავშირებულნი. დიოკლეტიანე და მაქსიმიანე ერთმანეთს ახლა უკვე ძმებს უწოდებდნენ. უფროსმა თანაიმპერატორებმა ოფიციალურად იშვილეს გალერიუსი და კონსტანციუსი 393 წელს. ეს ურთიერთობები მემკვიდრეობის ხაზის გაგრძელებასაც გულისხმობდა. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს შემდეგ ავგუსტუსები გალერიუსი და კონსტანციუსი გახდებოდნენ, კეისრები კი — მაქსიმიანეს ვაჟი მაქსენციუსი და კონსტანციუსის ვაჟი კონსტანტინე. მათი მომავალი როლებისათვის მოსამზადებლად კონსტანტინე და მაქსენციუსი დიოკლეტიანემ თავის კარზე წაიყვანა ნიკომედიაში.[123]

კარაუზიუსის დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეისრის პოსტის დაკავებამდე კონსტანციუსმა მოახერხა კარაუზიუსი გალიაში მდებარე თავისი მომარაგების ბაზისაგან მოეწყვიტა და სასტიკი საალყო ბრძოლის შემდეგ აეღო ბულონი. მისმა ამ წარმატებამ განაპირობა კარაუზიუსის მკვლელობა და მისი თავისი მოკავშირით, ალექტუსით შეცვლა, რომელმაც ბრიტანეთის ფლობა კიდევ სამი წლის განმავლობაში შეძლო[124] სანამ საზღვაო თავდასხმის შედეგად კონსტანციუსის პრეტორიანელთა პრეფექტის, იულიუს ასკლეპიოდოტუსის, ხელით არ მოკვდა ფარნამის მახლობლად გამართულ სახმელეთო ბრძოლაში. თავად კონსტანციუსმა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადმოჯდომის შემდეგ ფრანკი დეზერტირი მოროდიორებისაგან ლონდონი ჩაიბარა, რამაც მას ბრიტანეთის განმათავისუფლებლის სახელი შესძინა. ცნობილ სამახსოვრო მედალიონზე გამოსახულია ლონდონის პერსონიფიკაცია, რომელიც ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ კონსტანციუსს სურსათით ამარგებს.[125] გამოსახულებას თან ერთვის წარწერაც REDDITOR LUCIS AETERNAE (მარადიული სინათლის აღმადგენელი). ტეტრარქიისათვის საშიში ამ საფრთხის აღკვეთის შემდეგ კონსტანციუსსაც და მაქსიმიანესაც საშუალება მიეცათ ყურადღება გარე საფრთხეებზე გადაეტანათ: 297 წლისათვის კონსტანციუსი უკვე უკან, რაინზე იმყოფებოდა, მაქსიმიანემ კი სრულმასშტაბიანი კამპანია წამოიწყო აფრიკაში ფრანკი მეკობრეებისა და მომთაბარეების წინააღმდეგ და საბოლოოდ, 298 წლის 10 მარტს კართაგენში ტრიუმფიც მიიღო.[126] მიუხედავად ყველაფრისა, მაქსიმიანეს მარცხმა კარაუზიუსის და ალექტუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეჭვქვეშ დააყენა მისი ვაჟის მემკვიდრეობის საკითხი. დასავლეთის ავგუსტუსის პოსტზე მას კონსტანციუსის ვაჟი, კონსტანტინე გამოუჩნდა მეტოქედ.[127]

კონფლიქტი ბალკანეთსა და ეგვიპტეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაიანული ტაძარი კუნძულ ფილეზე, რომაულ ეგვიპტესა და ნობატებსა და ბლემიებს შორის ახლადდაარსებულ საზღვარზე.[128]

293 წლის გაზაფხული დიოკლეტიანემ გალერიუსთან ერთად სირმიუმიდან (სრემსკა-მიტროვიცა, სერბეთი) ბიზანტიუმისკენ (სტამბოლი, თურქეთი) მოგზაურობაში გაატარა. ამის შემდეგ იგი სირმიუმში დაბრუნდა, სადაც მომდევნო ზამთარი და გაზაფხული უნდა გაეტარებინა. 294 წელს მან კიდევ ერთხელ ილაშქრა სარმატების წინააღმდეგ, შესაძლოა შემოდგომაზე[129] და გამარჯვებაც მოიპოვა. სარმატების დამარცხებამ ისინი დიდი ხნით ჩამოაცილა დუნაის პროვინციებს. ამასობაში, დიოკლეტიანემ დუნაის ჩრდილოეთით სიმაგრეები ააგო[130] აკვინკუმთან (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბონონიასთან (ვიდინი, ბულგარეთი), ულცისია ვეტერასთან, კასტრა ფლორენტიუმთან, ინტერკისასა (დუნაუივაროში, უნგრეთი) და ონაგრიუმთან (ბეგეჩი, სერბეთი). ახალი სიმაგრეები ახალი თავდაცვითი ხაზის ნაწილი გახდა, რომელსაც რიპა სარმატიკას (Ripa Sarmatica) უწოდებდნენ.[131] 295 და 296 წლებში დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ ილაშქრა რეგიონში და 296 წლის ზაფხულში კარპებზე გამარჯვებაც მოიპოვა.[132] მოგვიანებით, 299 და 302 წლებში, რამდენადაც დიოკლეტიანე აღმოსავლეთში ცხოვრობდა, დუნაიზე წარმატებული ლაშქრობა გალერიუსის ვალი იყო.[133] თავისი ზეობის დასასრულისათვის, დიოკლეტიანეს უზრუნველყოფილი ჰქონდა დუნაის მთელი ხაზის უსაფრთხოება, სადაც არსებობდა სიმაგრეები, არმიის მყარი პოზიციები, შარაგზები და გამაგრებული ქალაქები. იმპერატორმა აქ 15 ან მეტი ლეგიონიც გაგზავნა რეგიონის საგუშაგოდ. სექსაგინტა პრისტას წარწერა ქვემო დუნაიში განადიდებს რეგიონში აღდგენილ წესრიგს.[134] თავდაცვისათვის მძიმე საფასური იქნა გაღებული, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდა ძნელად დასაცავი რეგიონისათვის.[135]

ამასობაში, გალერიუსი 291-293 წლებში ზემო ეგვიპტეში არსებული დავებით იყო დაკავებული, სადაც მან რეგიონული ამბოხება ჩაახშო.[136] 295 წელს იგი სირიაში უნდა დაბრუნებულიყო რათა რევანშისტი სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ ებრძოლა.[137] დიოკლეტიანეს მცდელობებმა ეგვიპტის საგადასახადო სისტემა საიმპერიო სტანდარტებისათვის შეესაბამებინა, უკმაყოფილება გამოიწვია და გალერიუსის გამგზავრების შემდეგ რეგიონში აჯანყება დაიწყო.[138] უზურპატორმა დომიციუს დომიციანუსმა 297 წლის ივლისში ან აგვისტოში თავი ავგუსტუსად გამოაცხადა. ეგვიპტის უმეტესმა ნაწილმა, ალექსანდრიის ჩათვლით, მისი მმართველობა აღიარა.[137] ამის აღსაკვეთად დიოკლეტიანე ეგვიპტეში ჩავიდა. პირველად 297 წლის შემოდგომაზე თებაიდაში ჩაახშო ამბოხებები,[129] შემდეგ კი ალექსანდრიის საალყოდ გაემართა. დომიციანუსი იმავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა,[139] რა დროისთვისაც დიოკლეტიანეს ეგვიპტის დანარჩენ ტერიტორიებზე კონტროლი უზრუნველყოფილი ჰქონდა, თუმცა ალექსანდრიის აღება, რომლის თავდაცვაც დომიციანუსის ყოფილი კორექტორის, აქილეუსის მიერ იყო ორგანიზებული, უფრო მოგვიანებით, შესაძლოა, 298 წლის მარტში გახდა შესაძლებელი.[140]

დიოკლეტიანეს იქ ყოფნის პერიოდში მოგვარდა ბიუროკრატიული საკითხებიც:[141] ჩატარდა აღწერა და ალექსანდრიამ, აჯანყებისათვის სასჯელის სახით, ფულის დამოუკიდებლად მოჭრის უფლება დაკარგა.[142] დიოკლეტიანეს რეფორმებმა რეგიონში, ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის ღონისძიებებთან ერთად, ეგვიპტური ადმინისტრაციული პრაქტიკა კიდევ უფრო დაუახლოვა რომაულ სტანდარტებს.[143] მომდევნო წლის ზაფხულში დიოკლეტიანე ნილოსის გაყოლებით სამხრეთში მოგზაურობდა და მოინახულა ოქსირინჰუსი და ელეფანტინი.[142] ნუბიაში მან ნობატებისა და ბლემიების ტომებთან მშვიდობა დაამყარა. ზავის პირობებით, რომის საზღვარმა ჩრდილოეთით ფილემდე გადაიწია და ორ ტომს ყოველწლიური ჯამაგირი დაენიშნათ ოქროთი. ზავის დადების შემდეგ დიოკლეტიანემ მალევე დატოვა აფრიკა. 298 წლის სექტემბერში იგი ზემო ეგვიპტეში გაემგზავრა, იქიდან კი 299 წლის თებერვალში — სირიაში. გალერიუსს იგი მესოპოტამიაში შეხვდა.[128]

ომი სპარსეთთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსევა და კონტრშეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიოკლეტიანეს სამხედრო მონეტა

294 წელს სასანიანების სპარსეთის სამეფო ტახტზე ნარსე, შაპურ I-ის ვაჟი ავიდა. მან მოკლა ბაჰრამ III, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ტახტზე ბაჰრამ II-ის გარდაცვალებისთანავე, 293 წელს დასვეს.[144] 294 წლის დასაწყისში ნარსემ დიოკლეტიანეს ტრადიციული საჩუქრები გაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი ელჩების გაცვლით უპასუხა. სპარსეთში ნარსე საჯარო მონუმენტებიდან თავისი უშუალო წინამორბედების ყოველგვარ კვალს შლიდა და ცდილობდა საკუთარი თავი გაეიგივებინა მეომარ მეფეებთან, არდაშირ I-სა (ზეობდა 226-41 წწ.) და შაპურ I-თან (ზეობდა 241-272 წწ.), რომელმაც ანტიოქია აიღო და იმპერატორი ვალერიანე (ზეობდა 253–260 წწ.) ცოცხლად გაატყავა თავისი საომარი ტაძრის მოსართავად.[145]

295 ან 296 წელს ნარსემ რომს ომი გამოუცხადა. როგორც ჩანს, იგი თავდაპირველად დასავლეთ სომხეთში შეიჭრა, სადაც ის მიწები დაიკავა, რომლებიც 287 წლის ზავით თრდატს გადაეცა.[146] 297 წელს ნარსე სამხრეთით, რომაულ მესოპოტამიაში გადავიდა, სადაც მან კარესა (ჰარანი, თურქეთი) და კალინიკუმს (არ-რაქა, სირია) შორის მდებარე რეგიონში (ისტორიკოსი ფერგუს მილარი აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლებელია, სადღაც მდინარე ბალიხთან ყოფილიყო)[147] გალერიუსი სასტიკად დაამარცხა.[148] დიოკლეტიანე შესაძლოა ყოფილიყო ბრძოლის ველზე, შესაძლოა — არა,[149] თუმცა მან სწრაფად გაითავისუფლა თავი ყოველგვარი პასუხისმგელობისაგან. ანტიოქიაში გამართულ საჯარო ცერემონიაზე ყველაფერი ცხადი იყო: მარცხზე პასუხისმგებელი გალერიუსი იყო და არა დიოკლეტიანე. ამ უკანასკნელმა საჯაროდ დაამცირა გალერიუსი, აიძულა საიმპერატორო ქარავანთან ერთი მილი ფეხით გაევლო მეწამულ საიმპერატორო მანტიით შემოსილს.[150][კომ. 9]

ნარსეზე გალერიუსის შეტევის ამსახველი დეტალი გალერიუსის თაღზე თესალონიკში, საბერძნეთი. თავისი ადმინისტრაციული ქმედებებისას გალერიუსი ყველაზე მეტად ამ ქალაქზე ზრუნავდა.[152]

სავარაუდოდ 298 წლის გაზაფხულზე გალერიუსმა დამატებითი ძალები მიიღო იმპერიის დუნაის სამფლობელოებიდან და მდგომარეობა გაიმყარა.[153] ნარსეს სომხეთიდან და მესოპოტამიიდან შეტევა არ განუხორციელებია და გალერიუსს საშუალება მისცა 298 წელს ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან სომხეთის გავლით შეტევა დაეწყო.[154][კომ. 10] გაურკვეველია დიოკლეტიანე მონაწილეობას იღებდა კამპანიაში თუ არა. იგი ეგვიპტეში ან სირიაში უნდა დაბრუნებულიყო.[კომ. 11] ნარსემ გალერიუსის ძალებთან საბრძოლველად სომხეთში დაიხია, რაც შეცდომა იყო. სომხეთის უსწორმასწორო რელიეფი ხელსაყრელი იყო რომის ქვეითი არმიისათვის, მაგრამ არა სასანიანთა კავალერიისთვის. ორ ბრძოლაში გალერიუსმა ნარსეზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. მეორე შეტაკებისას რომის ძალებმა დაიკავეს მისი ბანაკი და ხელში ჩაიგდეს ნარსეს საგანძური, ჰარემი და ცოლი.[158] გალერიუსმა განაგრძო ტიგროსის ჩაყოლებით წინსვლა და ევფრატის გასწვრივ რომის ტერიტორიებზე დაბრუნებამდე სპარსეთის დედაქალაქი, ქტესიფონიც აიღო.[159]

სამშვიდობო მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის მიმდინარეობისას ნარსემ გალერიუსთან ელჩები გაგზავნა თავისი ცოლებისა და შვილების დაბრუნების თხოვნით, თუმცა მან უარით უპასუხა.[160] მშვიდობის შესახებ სერიოზული მოლაპარაკებები 299 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პირობების წარსადგენად ნარსესთან დიოკლეტიანესა და გალერიუსის მაგისტერ მემორიაე (მდივანი) სიკორიუს პრობუსი გაიგზავნა.[160] მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული ნიზიბისის ზავის პირობები სპარსეთისათვის მძიმე იყო:[161] სომხეთი რომის გავლენის სფეროს უბრუნდებოდა, ზიათის სიმაგრესთან, როგორც საზღვართან ერთად; იბერიის სამეფოს ერთგულება რომისათვის უნდა გამოეცხადებინა და რომის იმპერატორი იღებდა იბერიის მეფის დამტკიცების უფლებას; ნიზიბისი, ახლა უკვე რომის საკუთრება, სპარსეთსა და რომს შორის ვაჭრობის ერთადერთი გზა უნდა გამხდარიყო; რომის კონტროლი უნდა გავრცელებულიყო ტიგრსა და სომხეთს შორის არსებულ ხუთ სატრაპიაზე (ანგლი, სოფენი, აღძნიქი, კორდუენი და ზაბდიცენი). ეს რეგიონები მოიცავდნენ ტიგრზე გასასვლელს ანტი-ტავროსის ჯაჭვის საშუალებით; ბითლისის გასასვლელს, უსწრაფეს სამხრეთ მიმართულებას სპარსეთის სომხეთისაკენ და ტურ-აბდინის ზეგანზე წვდომას.[162]

მიწების მონაკვეთი, რომელიც ამიდისა და ბეზაბდეს გვიანდელ სტრატეგიულ პუნქტებს მოიცავდა, რომის მტკიცე სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მოექცა.[163] ამ ტერიტორიების სახით რომს უჩნდებოდა წინასწარი სადგური ქტესიფონის ჩრდილოეთით და შესაძლებლობა ეძლეოდა შეენელებინა სპარსელთა ძალების მომავალში შესაძლო მოქმედებები რეგიონში.[161] ტიგრის აღმოსავლეთით მდებარე მრავალი ქალაქი რომის კონტროლქვეშ მოექცა ტიგრანაკერტის, საირდის, მარტიროპოლისის, ბალალესას, მოქსოსის, დაუდიისა და არზანის ჩათვლით, თუმცა გაურკვეველია რა სტატუსით.[163] ზავის დასკვნით თრდატმა ხელახლა მოიპოვა ტახტიც და მისი წინაპრების მთელი მემკვიდრეობაც.[160] რომმა უზრუნველყო კულტურული გავლენის ფართო სფეროს შექმნა, რომელმაც მომდევნო ათწლეულებში ნიზიბისიდან სირიული ქრისტიანობის ფართო დიფუზია და სომხეთის თანდათანობითი გაქრისტიანება გამოიწვია.[161]

რელიგიური დევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული დევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიზიბისის ზავის დადების შემდეგ დიოკლეტიანე და გალერიუსი სირიის ანტიოქიაში დაბრუნდნენ.[164] 299 წლის რომელიღაც დროს იმპერატორებმა მონაწილეობა მიიღეს მსხვერპლშეწირვისა და წინასწარმეტყველების ცერემონიაში, რითაც მომავლის განჭვრეტას ცდილობდნენ. ჰარუსპიკებმა ვერ შეძლეს შეწირული ცხოველების შიგნეულობის წაკითხვა და ბრალი საიმპერატორო კარის ქრისტიანებს დასდეს. იმპერატორებმა კარის ყველა წევრს უბრძანეს სასახლის განსაწმენდად მსხვერპლი შეეწირათ. მათ, აგრეთვე, წერილები დაუგზავნეს სამხედრო მეთაურებს, რომლებშიც მოითხოვდნენ, რომ მთელ არმიას უნდა შეესრულებინა საჭირო მსხვერპლშეწირვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავდნენ.[165] დიოკლეტიანე რელიგიურ საკითხებში კონსერვატორი იყო. მას ტრადიციული რომაული პანთეონის სწამდა და რელიგიური წმენდის მოთხოვნებისაც ესმოდა,[166] თუმცა ევსები კესარიელი, ლაქტანციუსი და კონსტანტინე დიდი ამტკიცებდნენ, რომ წმენდის უპირველესი მხარდამჭერი არა დიოკლეტიანე, არამედ გალერიუსი იყო და ამ საქმეში უმთავრესი წვლილიც მან შეიტანა.[167] დიოკლეტიანეზე მეტად თავდადებულმა და მგზნებარე გალერიუსმა დევნებში პოლიტიკური სარგებელიც დაინახა. მას სურდა ამ საკითხთან დაკავშირებულ მთავრობის უმოქმედობის პოლიტიკაში გარღვევა მოეხდინა.[168]

ანტიოქია დიოკლეტიანეს უმთავრეს რეზიდენციას წარმოადგენდა 299-302 წლებში, გალერიუსი კი თავის ავგუსტუსთან ერთად იცვლიდა ადგილებს შუა და ქვედა დუნაიზე.[169] 301-302 წლების ზამთარში დიოკლეტიანე ეგვიპტეს ეწვია და ალექსანდრიაში გაჭირვებულთათვის მარცვლელულის შემწეობა გასცა.[168] მანიქეველებთან რამდენიმე საჯარო დავის შემდეგ მან მანის მთავარი მიმდევრების ცოცხლად დაწვა ბრძანა თავიანთ წმინდა წერილებთან ერთად. 302 წლის 31 მარტს ალექსანდრიაში გამოცემული ბრძანებულებით იმპერატორმა გამოაცხადა, რომ დაბალი სტატუსის მქონე მანიქეველები მახვილით უნდა დაესაჯათ სიკვდილით, მაღალი სტატუსის მქონენი კი სამუშაოდ უნდა გაეგზავნათ პროკონესუსის კარიერებში (კუნძული მარმარა, თურქეთი) ან ფაენოს მაღაროებში სამხრეთ პალესტინაში. მანიქეველთა მთელი ქონება საიმპერატორო ხაზინას გადაეცა.[170] დიოკლეტიანემ მანიქეველობაში ბევრი მიზეზი იპოვა გასანაწყენებლად: მისი სიახლე, უცხო წარმოშობა, თუ როგორ დაამახინჯა მან რომაელთა მორალი და მისი ნიშანდობლივი წინააღმდეგობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული რელიგიური ტრადიციების მიმართ.[171] გარდა ამისა, იმ პერიოდში მანიქეველობას მხარს უჭერდა სპარსეთი, რომელიც რელიგიურ შეხედულებებს საერთაშორისო პოლიტიკასთან აზავებდა.[172] სპარსული მხარდაჭერის გარდა, მიზეზები, თუ რატომ არ მოსწონდა მას მანიქეიზმი, თანაბრად ესადაგება (თუ უფრო მეტად არა) მის შემდეგ მსხვერპლს, ქრისტიანობას.[173]

წმინდა მარცელინუსისა და პეტრეს კატაკომბა ვია ლაბიკანაზე. ქრისტე გამოსახულია წმინდა პეტრესა და პავლეს შორის. დაბლა გამოსახულნი არიან მოწამეები გორგონიუსი, პეტრე, მარცელინუსი და ტიბურტიუსი.

დიდი დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

302 წლის შემოდგომაზე დიოკლეტიანე ანტიოქიაში დაბრუნდა. მან ბრძანება გასცა, რომ დიაკვან რომანუს კესარიელისათვის ენა მოეკვეთათ სასამართლოთა განკარგულებების უგულვებელყოფისა და ოფიციალური მსხვერპლშეწირვების შეწყვეტინების გამო. ამის შემდეგ რომანუსი ციხეში გადაიყვანეს, სადაც 303 წლის 17 ნოემბერს სიკვდილით დასაჯეს. დიოკლეტიანეს სჯეროდა, რომ რომანუს კესარიელი უბრალოდ ამპარტავანი პიროვნება იყო. იმპერატორი გალერიუსის თანხლებით ზამთარში ნიკომედიაში გაემგზავრა.[174] ლაქტანციუსის მიხედვით, 302 წელს ნიკომედიაში გამოზამთრებისას დიოკლეტიანე და გალერიუსი ქრისტიანების მიმართ საიმპერატორო პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. დიოკლეტიანე ამტკიცებდა, რომ ქრისტიანებისათვის ბიუროკრატიული და სამხედრო თანამდებობების დაკავების აკრძალვა საკმარისი იქნებოდა ღმერთების დასაშოშმინებლად, თუმცა გალერიუსი მათ ამოწყვეტას უჭერდა მხარს. იმპერატორებმა რჩევისათვის აპოლონის ორაკულს მიმართეს დიდიმაში.[175] ორაკულმა უპასუხა, რომ დედამიწაზე ცოდვილთა არსებობა ხელს უშლიდა აპოლონის უნარს რჩევა გაეცა. როგორც დიოკლეტიანეს საიმპერატორო კარის წევრებმა აცნობეს, ეს ცოდვილები მხოლოდ იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. თავისი კარის დაჟინებული თხოვნით, დიოკლეტიანე საყოველთაო დევნის მომხრეთა რიგებს შეუერთდა.[176]

303 წლის 23 თებერვალს დიოკლეტიანემ ნიკომედიაში ახლადაშენებული ეკლესიის დანგრევის ბრძანება გასცა. მან მოითხოვა, რომ მისი წმინდა წერილები დაეწვათ, ძვირფასი ქონება კი ხაზინისათვის გადაეცათ.[177] მომდევნო დღეს გამოქვეყნდა დიოკლეტიანეს პირველი „ედიქტი ქრისტიანების წინააღმდეგ“.[178] ედიქტი იძლეოდა ქრისტიანთა წმინდა წერილებისა და საღვთისმსახურო ადგილების განადგურების ბრძანებას მთელი იმპერიის ტერიტორიაზე და ქრისტიანებს სალოცავად შეკრებას უკრძალავდა.[179] თებერვლის დასასრულამდე ხანძარმა საიმპერატორო სასახლის ნაწილი გაანადგურა.[180] გალერიუსმა დიოკლეტიანე დაარწმუნა, რომ მომხდარში დამნაშავეები ქრისტიანები იყვნენ, შეთქმულები, რომლებიც სასახლის საჭურისებთან ერთად მოქმედებდნენ. დაიწყო გამოძიება, თუმცა პასუხისმგებელი ჯგუფის პოვნა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ამ ყოველივეს მაინც მოჰყვა სიკვდილით დასჯის ტალღა და სასახლის საჭურისები, დოროთეუსი და გორგონიუსი სიკვდილით დასაჯეს. ერთი პიროვნება, პეტრე კუბიკულარიუსი გააშიშვლეს, მაღლა ასწიეს და გაამათრახეს, შემდეგ კი ჭრილობებზე მარილი და ძმარი დააყარეს და ნელა მოხარშეს ღია ცეცხლზე. სიკვდილით დასჯები სულ ცოტა 303 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა, რის დროსაც ექვს პიროვნებას, ეპისკოპოს ანთიმოზის ჩათვლით თავი მოჰკვეთეს.[181] მეორე ხანძარი პირველიდან თექვსმეტი დღის შემდეგ გაჩნდა. გალერიუსმა ქალაქი დატოვა, რომში გაემგზავრა და ნიკომედია არასაიმედოდ გამოაცხადა.[180] მას დიოკლეტიანეც მალევე უნდა გაჰყოლოდა.[181]

მიუხედავად შემდეგ გამოცემული დევნის ედიქტებისა, რომლებიც ქრისტიანი სასულიერო პირების დაპატიმრებისა და საყოველთაო მსხვერპლშეწირვის იძულებით ვალდებულებებს ადგენდა,[182] დევნის ედიქტები, საბოლოო ჯამში, წარუმატებლები აღმოჩნდა. ქრისტიანთა უმეტესობა სასჯელს გაექცა და ძირითადად, არც კერპთაყვანისმცემლები თანაუგრძნობდნენ დევნას. მოწამეთა ტანჯვა აძლიერებდა დანარჩენი ქრისტიანების რწმენის სიმტკიცეს.[183] კონსტანციუსმა და მაქსიმიანემ არ მიიღეს გვიანდელი დევნის ედიქტები და დასავლეთის ქრისტიანები უვნებლები დატოვეს.[184] 311 წელს გალერიუსმა ედიქტი გააუქმა და განაცხადა, რომ დევნა უძლური აღმოჩნდა ქრისტიანების ტრადიციულ რელიგიაზე დასაბრუნებლად.[185] ზოგიერთი ქრისტიანის დროებითმა განდგომამ და წმინდა წერილების ჩაბარებამ დევნის მსვლელობისას, მთავარი როლი ითამაშა შემდგომ დონატისტთა დაპირისპირებაში.[186] დევნის დაწყებიდან 25 წელში ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე ერთპიროვნულად მართავდა იმპერიას. მან გააუქმა ედიქტების შედეგები და მთელი ჩამორთმეული ქონება ქრისტიანებს უკან დაუბრუნა.[187] მისი მმართველობისას ქრისტიანობა იმპერიის პრივილეგირებული რელიგია გახდა.[188] თავისმა ქრისტიანმა მემკვიდრეებმა დიოკლეტიანე დემონად წარმოაჩინეს: ლაქტანციუსი აცხადებდა, რომ დიოკლეტიანეს მმართველობა აპოკალიფსის მაცნე იყო,[189] სერბულ მითოლოგიაში კი დიოკლეტიანეს სახელი შემორჩა, როგორც დუკლიანი, ღმერთის მოწინააღმდეგე.[190]

ცხოვრების გვიანდელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავადმყოფობა და გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განმარტოება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიოკლეტიანე განმარტოვებაში.

დიოკლეტიანე თავის სამშობლოში, დალმაციაში განმარტოვდა. იგი ვრცელ სასახლეში გადავიდა, ძლიერ გამაგრებულ კომპლექსში ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, პატარა ქალაქ სპალატუმთან და დიდი ადმინისტრაციული ცენტრის, სალონის მახლობლად. სასახლის უდიდესი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი და ქმნის სპლიტის, ხორვატიის სიდიდით მეორე ქალაქის ისტორიულ ბირთვს.

მაქსიმიანე ვილებში გადასახლდა კამპანიაში ან ლუკანიაში.[191] მათი სახლები პოლიტიკური ცხოვრებისაგან შორს იყო, თუმცა დიოკლეტიანე და მაქსიმიანე საკმარისად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ რეგულარული კონტაქტი შეენარჩუნებინათ.[192] გალერიუსმა 308 წელს დიოკლეტიანესთან ერთად ჩაიბარა კონსულის ფასცები. იმავე წლის შემოდგომაზე გალერიუსი კიდევ ერთხელ შეხვდა დიოკლეტიანეს სათათბიროდ კარნუნტუმთან (პეტრონელ-კარნუნტუმი, ავსტრია). 308 წლის 11 ნოემბერს დიოკლეტიანე და მაქსიმიანე ერთად გამოცხადდნენ, რათა ენახათ თუ როგორ დაამტკიცებდა გალერიუსი ლიცინიუსს ავგუსტუსის თანამდებობაზე სევერუსის ნაცვლად, რომელიც მაქსენციუსის ხელებში გარდაიცვალა. მან მაქსიმიანეს, რომელმაც გადადგომის შემდეგ ძალაუფლების დაბრუნება სცადა, უბრძანა სამუდამოდ გადამდგარიყო. კარნუტუმის მოსახლეობა ევედრებოდა დიოკლეტიანეს, რომ ტახტზე დაბრუნებულიყო, რათა მოეგვარებინა ის კონფლიქტები, რომლებიც კონსტანტინეს აღზევებისა და მაქსენციუსის უზურპაციის გამო გაჩნდა.[193] დიოკლეტიანეს პასუხი ასე ჟღერდა: „რომ შეგეძლოთ თქვენი იმპერატორისათვის გეჩვენებინათ ის კომბოსტო, რომელიც მე საკუთარი ხელით დავრგე, იგი ნამდვილად ვეღარ გაბედავდა შემოეთავაზებინა, რომ ამ ადგილის სიმშვიდე და ბედნიერება მუდამ დაუკმაყოფილებელი სიხარბისათვის მენაცვალებინა.“[194]

დიოკლეტიანემ კიდევ სამი წელი იცოცხლა და დარჩენილ დღეებს თავისი სასახლის ბაღებში ატარებდა. მან იხილა თავისი ტეტრარქიული სისტემის დაცემა, რომელიც ეგოისტურმა ამბიციებმა იმსხვერპლეს; შეიტყო მაქსიმიანეს მიერ ტახტის მესამედ მოთხოვნისა და იძულებითი თვითმკვლელობის შესახებ. საკუთარ სასახლეში თავისი ყოფილი კომპანიონი-იმპერატორის ქანდაკებები და პორტრეტები ჩამოხიეს და გაანადგურეს. ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ და ავადმყოფ დიოკლეტიანეს შესძლებელია თავიც მოეკლა. იგი 311 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა.[4][195][კომ. 2]

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიოკლეტიანეს დროს შეიქმნა უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი, ვითარდება ადმინისტრაციული სისტემა, კანონდება ტახტის მემკვიდრეობის პრინციპები, ტარდება არმიის რეორგანიზაციის და რეფორმირების ცდები. დიოკლეტიანეს ტახტზე ასვლისას იმპერიაში უაღრესად კრისიზული მდგომარეობა იყო. იმპერატორის ტახტის ხელში ჩასაგდებად გამოჩნდნენ უზურპატორები, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მძვინვარებდა აჯანყებები, მოშლილია ტრანსპორტი, ძვირდება მუშახელი, გაუფასურებულია ფულის კურსი და განადგურებულია მთელი ფინანსური მეურნეობა.

დიოკლეტიანემ შეიმუშავა მმართველობის ფორმა - „ტეტრარქია“, რაც ოთხი კაცის გამგებლობას გულისხმობდა. მანამდეც იყო შემთხვევები, როცა რომის ერთიან იმპერიას ორი ან სამი იმპერატორი თანამმართველობით განაგებდა. მან ეს თანამმართველობა პოლიტიკურ სისტემად აქცია. ტახტზე ასვლისთანავე მან თანამმართველად თავისივე თანამემამულე მაქსიმიანე გამოაცხადა. ორივეს, დიოკლეტიანესაც და მაქსიმიანესაც ერთნაირი ტიტული ჰქონდათ - ავგუსტუსი.

293 წელს ორივე ავგუსტუსმა თითო ახალი თანაშემწე დანიშნა კეისრების სახელწოდებით. კეისრები იმავე დროს ავგუსტუსთა მემკვიდრეებად გამოცხადდნენ. დიოკლეტიანემ თავის კეისრად გალერიუსი დანიშნა, ხოლო მაქსიმიანემ - კონსტანციუსი. ტეტრარქთა კიდევ უფრო დაახლოების მიზნით გადაწყდა მათი ურთიერთდამოყვრებაც. კეისრები თავიანთ ცოლებს გაეყარნენ და ავგუსტუსების სიძეები გახდნენ.

დიოკლეტიანემ დაადგინა, რომ ოცი წლის ხელმწიფების შემდეგ ორივე ავგუსტუსი გადადგებოდა და მათ ადგილებს მემკვიდრე-კეისრები დაიკავებდნენ. დიოკლეტიანემ სატახტო ქალაქად აზიური ქალაქი ნიკომედია აირჩია და სამართავად აზიური პროვინციები თრაკია და ეგვიპტე აიღო. მაქსიმიანემ ტახტი თავის მშობლიურ ქალაქ სირმიუმში დადგა და ჩაიბარა დუნაისპირეთი და საბერძნეთი.

ადმინისტრაციული რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ პირველად გაატარეს ადმინისტრაციული რეფორმა. რესპუბლიკისა და პრინციპატის დროს, რომის მბრძანებლობის ქვეშ მოქცეული პროვინციები უმეტესწილად თავისი ადრინდელი, ტრადიციული საზღვრებით იყო შემოსაზღვრული. დიოკლეტიანემ ეს ტრადიცია პირველმა დაარღვია და იმპერია ახალი ადმინისტრაციული პრინციპით დაანაწილა. მან რომის სახელმწიფო დაჰყო დიოცეზებად. სულ იყო 12 დიოცეზი. თითიოეულ დიოცეზში შედიოდა რამდენიმე პროვინცია. სულ იყო 101 პროვინცია. დიოცეზების სათავეში იდგნენ პრეტორიანული გვარდიის პრეფექტთა მოადგილეები, რომელთაც ვიკარიუსები ეწოდებოდათ. ახალი პრეტორიანული გვარდია თავიანთი პრეფექტებით იყო ორი: ერთი დიოკლეტიანესთან მეორე - მაქსიმიანესთან. ახლად წარმოქმნილ დიოცეზებსა და პროვინციებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება ერთმანეთისგან მკაცრად იყო გაყოფილი. ამით დიოკლეტიანეს სურდა აღეკვეთა ახალი უზურპაციების ცდები. მხოლოდ პრეტორიანული გვარდიის პრეფექტები ინარჩუნებდნენ სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების ერთიანობას.

სამხედრო რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიოკლეტიანეს ყურადრება უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო სამხედრო სიძლიერის ამაღლებისკენ. დიოკლეტიანემდე რომაული არმიები ლეგიონებად იყვნენ განლაგებულნი სასაზღვრო ბანაკებში (ლათ. casta) და ციხესიმაგრეებში (castellan~~). დროთა განმავლობაში ასე დასახლებული ჯარისკაცები ადგილობრივ გარემოს ეთვისებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში მათი აყრა და სხვაგან გადაყვანა ძალიან ძნელი იყო. ამას მოჰყვებოდა ხოლმე მღელვარება, რაც უმრავლეს შემთხვევაში ახალი იმპერატორის წამოყენებით მთავრდებოდა. დიოკლეტიანემ სასაზღვრო ჯარები, ანუ ლიმიტანები (limitanei) თავიანთ ადგილზე დატოვა, ამას გარდა, შექმნა სხვა არმიები, განლაგებულნი ქვეყნის შიგნით სხვადასხვა პუნქტებში. ამათ ეწოდებოდათ კომიტატები. მობილური, სწრაფი ჯარები, რომელთა გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივი იყო ლიმიტანებისგან განსხვავებით. დიოკლეტიანე იყო როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ძალების მთავარსარდალი. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა არმიაში დისციპლინის აღდგენას და ერთგულების განმტკიცებას. დიოკლეტიანეს მონეტებზე გაჩნდა წარწერები: „ერთგულება ჯარისკაცთა“ (fides militum), „სიმამაცე ჯარისკაცთა“ (virtus militum).

ახალმა სამხედრო ღონისძიებებმა ბუნებრივად მოითხოვა მოსახლეობის გასამხედროების მაქსიმალური ზრდა. ადრე არმია ძირითადად მოხალისეებით კომპლექტდებოდა. დაიწყო სამხედრო სავალდებულო გაწვევა. არმიაში მიჰყავდათ ყოველგვარი სოციალური წარმოშობის რეკრუტები, მათ შორის მონები, კოლონები, ტყვედ გარეკილი და რომის სამფლობელო-საზღვრებზე დასახლებული ბარბაროსები.

ფინანსური რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზარმაზარი არმიების მოვლა პატრონობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სახელმწიფო ხაზინა დაცარიელებული იყო. ფულის კურსის დაცემისა და გაუფასურების გამო ხელისუფლება დრო და დრო (არარეგულარულად) მიმართავდა ნატურალურ დაბეგვრას. ეს იყო ინდიკაციები, ნატურალური პროდუქციის ამოსაღებად. რაც გათვალისწინებული იყო რომის მოსახლეობის, მისი არმიისა და ბიუროკრატიული აპარატის შესანახად. ამას მეორენაირად წლიურ გადასახადს „ანონას“ უწოდებდნენ.

დიოკლეტიანემ მთელი სამეურნეო და საგადასახადო სისტემის ნატურალიზაცია მოახდინა. ყველა პროვინცია (მათ შორის იტალიაც) ნატურალურ გადასახადს იხდიდა. 289-290 წლებში მთელს იმპერიაში მოეწყო მოსახლეობის აღწერა, რომლის მიხედვითაც დაიწყო გადასახადების გაწერა (census). დგებოდა სიები, კადასტრები რომლებშიც აღირიცხებოდა გადამხდელი მოსახლე და მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება: სახნავ-სათესი მიწა, ვენახი, მონები, და ყოველგვარი სამუშაო საშუალებები. ცენზი ყოველ მეხუთე წელს მეორდებოდა და გადასახადიც ამ ხნის მანძილზე მომხდარი ცვლილებების შესაბამისად იცვლებოდა. გადასახადი იყო სულადობრივი (capitation). ადამიანის სოციალურ წარმოშობას არ ჰქონდა მნიშვნელობა და ერთნაირად იბეგრებოდა სენატორი და პლებეი, კოლონი და მონა. საგადასახადო მიწები იყოფოდა მოსავლიანობა-ნაყოფიერების მიხედვით. გადასახადების აკრეფა მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. გადასახადის სიმძიმის გამო მოსახლეობა მიწებს ტოვებდა. დიოკლეტიანეს საგადასახადო-ნატურალური სისტემა მნიშვნელოვანი საფეხური იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ბატონყმური ურთიერთობების წარმოშობის გზაზე.

დაცემული ფინანსური მეურნეობის აღსადგენად და ფულის კურსის ასაწევად დიოკლეტიანემ გაატარა სამონეტო რეფორმა, თუმცა ეს რეფორმა წარმატებული არ აღმოჩნდა. ხალხმა ოქროს მონეტები შეინახა, ვერცხლისა და სპილენძის მონეტების ბრუნვა კი გაიზარდა, რამაც პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა გამოიწვია. ასეთმა მდგომარეობამ ქვეყნის ბევრ კუთხეში მღელვარება და აჯანყებაც კი გამოიწვია. დიოკლეტიანემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა.

301 წელს დიოკლეტიანემ გამოსცა ედიქტი სავაჭრო ფასების შესახებ (edictum de pretiis rerum venalium). ამ ღონისძიებით იმპერატორმა სცადა დაერეგულირებინა ფასები. უნდა აღდგენილიყო წონასწორობა ფულის ნომინალურ ფასსა და მის რეალურ ღირებულებას შორის, პტოდუქტების ფასსა და ხელფასს შორის. ჩვენამდე მოღწეულია ედიქტის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. შესავალ ნაწილში მაღალფარდოვანი, პათეთიკური სტილით წარმოდგენილია დიოკლეტიანეს მეთაურობით მოპოვებული „კეთილდღეობა“ რომის „ბედნიერ სახელმწიფოში“. შემდეგ ედიქტის ავტორი შეშფოთებით წერს იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა მოახდინა სიძვირემ და სპეკულაციამ ჯარისკაცთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ედიქტის ძირითად ნაწილში უაღრესად დაწვრილებით წარმოდგენილია ტარიფები - გასაყიდი საქონლის ფასები და შრომის ანაზღაურების ხელფასთა სია. კანონი ყველას მოუწოდებდა „თავგანწირული მორჩილებისაკენ“, ხოლო ურჩობის შემთხვევაში განსაზღვრული იყო სასჯელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლევან სანიკიძე - რომის იმპერია
  • Arnheim, M. T. W. (1972). The senatorial aristocracy in the later Roman empire. Oxford: Clarendon Press. ISBN 0198142994. 
  • Brauer, George C. (1975). The age of the soldier emperors : Imperial Rome, A.D. 244-284. Park Ridge, N.J.: Noyes Press. ISBN 0815550367. 
  • Cameron, Averil (1993). The later Roman empire : AD 284-430. Cambridge, MA: Harvard University Press. ISBN 067451193X. 
  • Sutherland, C. H. V. (1935). „The State of the Imperial Treasury at the Death of Diocletian“. Journal of Roman Studies. 25: 150–162.
  • Sutherland, C. H. V. (1955). „Diocletian's Reform of the Coinage“. Journal of Roman Studies. 45: 116–118.
  • Sutherland, C. H. V. (1961). „The Denarius and Sestertius in Diocletian's Coinage Reform“. Journal of Roman Studies. 51: 94–97.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 284 წლის 20 ნოემბრიდან 285 წლის ივლისამდე ზეობდა როგორც კარინუსის კონკურენტი; 285 წლის ივლისიდან 286 წლის 1 აპრილამდე — მარტო; 286 წლის 1 აპრილიდან 305 წლის 1 მაისამდე — როგორც აღმოსავლეთის ავგუსტუსი, მაქსიმიანესთან, როგორც დასავლეთის ავგუსტუსთან ერთად.[2]
  2. 2.0 2.1 2.2 მიუთითებენ დიოკლეტიანეს გარდაცვალების სხვა თარიღებსაც: 312, 313,[5][6] 316[7] წლებსა და 313-316 წლებს შორის პერიოდს.[8]
  3. 284 წლის ბოლომდე რაღაც პერიოდით ადრე კიზიკუსში მისი სახელით მონეტებია მოჭრილი, თუმცა შეუძლებელია გავიგოთ იგი ამ დროისათვის ჯერ ისევ ხილული იყო ხალხისათვის თუ არა.[23]
  4. ბარნსი და ბოუმანი ასახელებენ 21 ივლისს,[62] პოტერი კი — 25 ივლისს.[63]
  5. He is placed there by a rescript dated 3 March 286.[76]
  6. He is attested there in a rescript dated 31 May 287.[78] The Jewish Midrash suggests that Diocletian resided at Panias (present-day Banias) in the northern Golan Heights.[79]
  7. The chronology of Maximian's appointment as augustus is somewhat uncertain.[92] Some suggest that Maximian was appointed augustus from the beginning of his imperial career, without ever holding the office of caesar;[93] others date the assumption of the Augustan title to 1 March 286.[94] 1 April 286 is the most common date used in modern histories of the period.[91]
  8. The suggested dates for Galerius' appointment are 1 March and 21 May. There is no consensus on which is correct.[119]
  9. It is possible that Galerius' position at the head of the caravan was merely the conventional organization of an imperial progression, designed to show a caesar's deference to his augustus, and not an attempt to humiliate him.[151]
  10. Faustus of Byzantium's history refers to a battle that took place after Galerius set up base at Satala (Sadak, Turkey) in Armenia Minor, when Narseh advanced from his base at Oskha to attack him.[155] Other histories of the period do not note these events.
  11. Lactantius criticizes Diocletian for his absence from the front,[156] but Southern, dating Diocletian's African campaigns one year earlier than Barnes, places Diocletian on Galerius' southern flank.[157]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Barnes, New Empire, 4. For full imperial titulature, see: Barnes, New Empire, 17–29.
  2. Barnes, New Empire, 4.
  3. 3.0 3.1 Barnes, New Empire, 30, 46; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 68.
  4. 4.0 4.1 4.2 Barnes, "Lactantius and Constantine", 32–35; Barnes, New Empire, 31–32.
  5. სანიკიძე, (1984), გვ. 221
  6. www.encyclopedia.com — Diocletian
  7. ENCYCLOPÆDIA BRITANNICA — Diocletian
  8. ქსე, ტ. 3, გვ. 559
  9. New Empire, 30, 46; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 68.
  10. Aurelius Victor 39.1; Potter, 648.
  11. Barnes, New Empire, 30; Williams, 237–38; cf. Rees, Diocletian and the Tetrarchy, 86: "We do not even know when he was born ..."
  12. Barnes, Constantine and Eusebius, 4; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 68; Potter, 280; Williams, 22–23.
  13. Zonaras, 12.31; Southern, 331; Williams, 26.
  14. Mathisen, "Diocletian"; Williams, 26.
  15. SHA, Vita Carini 14–15; Williams, 26.
  16. Williams,33
  17. Williams, 36.
  18. Theodor Mommsen, A History of Rome Under the Emperors. London: Routledge, 1999, page 348. Mommsen offers a general remark on the political history of the Third Century Rome: "Those accounts we do possess stem from outsiders who in fact know nothing" – 346. A modern historian like Jill Harries, Imperial Rome AD 284 to 363: The New Empire, Edinburgh University Press, 2012, ISBN 978-0-7486-2052-4, page 27, calls Carus's death account, outrightly, a "story".
  19. 19.0 19.1 Barnes, Constantine and Eusebius, 4.
  20. 20.0 20.1 Southern, 133.
  21. Barnes, Constantine and Eusebius, 4; Leadbetter, "Numerianus."
  22. Codex Justinianus 5.52.2; Leadbetter, "Numerianus"; Potter, 279.
  23. Roman Imperial Coinage 5.2 Numerian no. 462; Potter, 279–80.
  24. Williams, 34
  25. Leadbetter, "Numerianus."
  26. Barnes, Constantine and Eusebius, 4; Leadbetter, "Numerianus"; Odahl, 39; Williams, 35.
  27. Eutropius, Breviarium, 9.19; Aurelius Victor, Book of the Caesars, 39.1.
  28. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 Potter, 280.
  29. Barnes, Constantine and Eusebius, 4; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 68; Williams, 35–36.
  30. Barnes, Constantine and Eusebius, 4–5; Odahl, 39–40; Williams, 36–37.
  31. Barnes, Constantine and Eusebius, 4–5; Leadbetter, "Numerian"; Odahl, 39–40; Williams, 37.
  32. SHA, Vita Cari 13, cited in Averil Cameron, The Later Roman Empire (Glasgow: Fontana, 1993), 31.
  33. Corcoran, "Before Constantine", 39.
  34. Barnes, New Empire, 31; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 68–69; Potter, 280; Southern, 134; Williams, 37.
  35. Fully, L. Caesonius Ovinius Manlius Rufinianus Bassus.
  36. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Potter, 280; Southern, 134.
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 Barnes, Constantine and Eusebius, 5.
  38. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Leadbetter, "Carinus"; Southern, 134–35; Williams, 38. See also Banchich.
  39. Southern, 134–5; Williams, 38.
  40. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Leadbetter, "Carinus."
  41. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Potter, 280.
  42. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Odahl, 40; Southern, 135.
  43. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Williams, 37–38.
  44. Potter, 280; Williams, 37.
  45. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Odahl, 40; Williams, 38.
  46. Southern, 135; Williams, 38.
  47. Barnes, Constantine and Eusebius, 5; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69.
  48. Roman Imperial Coinage 5.2.241 no. 203–04; Barnes, Constantine and Eusebius, 5, 287; Barnes, New Empire, 50.
  49. Williams, 41.
  50. Aurelius Victor, De Cesaribus, 37.5, quoted in Carrié & Rousselle, L'Empire Romain, 654
  51. Barnes, Ammianus Marcellinus and the Representation of Historical Reality. Cornell University Press, 1998, page 46
  52. William Lewis Leadbetter, Galerius and the Will of Diocletian. Abingdon: 2011, n.p.g. (e-book)
  53. Southern, 135, 331.
  54. Potter, 281.
  55. Barnes, Constantine and Eusebius, 5–6; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Barnes, New Empire, 113; Williams, 41–42.
  56. Aurelius Victor, 39.15, qtd. in Leadbetter, "Carinus."
  57. Barnes, "Two Senators," 46; Barnes, Constantine and Eusebius, 5–6; Leadbetter, "Carinus"; Southern, 135; Williams, 41
  58. Leadbetter, "Carinus."
  59. Barnes, "Two Senators," 46; Barnes, Constantine and Eusebius, 5–6; Leadbetter, "Carinus."
  60. Corcoran, "Before Constantine", 40.
  61. Barnes, Constantine and Eusebius, 6; Southern, 136.
  62. Barnes, Constantine and Eusebius, 6; New Empire, 4; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69.
  63. The Roman Empire at Bay, 280–81.
  64. Barnes, Constantine and Eusebius, 6; Barnes, New Empire, 4; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Bleckmann; Corcoran, "Before Constantine", 40; Potter, 280–81; Williams, 43–45.
  65. Corcoran, "Before Constantine", 40. See also: Williams, 48–49.
  66. Potter, 280; Southern, 136; Williams, 43.
  67. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Odahl, 42–43; Southern, 136; Williams, 45.
  68. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Southern, 136.
  69. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 70–71; Corcoran, "Before Constantine", 40; Liebeschuetz, 235–52, 240–43; Odahl, 43–44; Williams, 58–59.
  70. Barnes, Constantine and Eusebius, 11–12; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 70–71; Corcoran, "Before Constantine", 40; Odahl, 43; Southern, 136–37; Williams, 58.
  71. Barnes, Constantine and Eusebius, 11; Cascio, "The New State of Diocletian and Constantine" (CAH), 172.
  72. Williams, 58–59. See also: Cascio, "The New State of Diocletian and Constantine" (CAH), 171.
  73. Barnes, Constantine and Eusebius, 6; Southern, 137.
  74. Codex Justinianus 4.48.5; Fragmenta Vaticana 297; Barnes, Constantine and Eusebius, 6; Barnes, New Empire, 50; Potter, 281.
  75. Southern, 143; Williams, 52.
  76. Fragmenta Vaticana 275; Barnes, Constantine and Eusebius, 6; Potter, 281, 649.
  77. Panegyrici Latini 8(5)21.1; Barnes, Constantine and Eusebius, 6.
  78. Codex Justinianus 4.10.3; 1.51.1; 5.17.3; Barnes, Constantine and Eusebius, 6; Barnes, New Empire, 50–51; Potter, 281, 649.
  79. Bereishis Rabbah, Ed. Vilna, Parashas Toledos 63:8.
  80. Barnes, Constantine and Eusebius, 6; Millar, 177.
  81. Southern, 242.
  82. Barnes, New Empire, 51; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 73.
  83. Barnes, Constantine and Eusebius, 6; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 73; Potter, 292, 651; Southern, 143; Williams, 52.
  84. Southern, 242, 360–61.
  85. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 73; Millar, 180–81; Southern, 143; Williams, 52.
  86. Barnes, Constantine and Eusebius, 6–7; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 70–71; Potter, 283–84; Southern, 137–41; Williams, 45–47.
  87. Southern, 138
  88. Potter, 284
  89. Southern, 138 & 140
  90. Williams, 61/62
  91. 91.0 91.1 Barnes, Constantine and Eusebius, 6–7; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; Potter, 282; Southern, 141–42; Williams, 47–48.
  92. Corcoran, "Before Constantine", 40; Southern, 142.
  93. Potter, 281; Southern, 142; following De Caesaribus 39.17.
  94. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 69; following BGU 4.1090.34.
  95. Barnes, Constantine and Eusebius, 7; Bleckmann; Corcoran, "Before Constantine", 40; Potter, 282; Southern, 141–42; Williams, 48.
  96. Potter, 649.
  97. Potter, 282; Williams, 49.
  98. Southern, 141
  99. Southern, 140.
  100. Barnes, Constantine and Eusebius, 7; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 71; Corcoran, "Before Constantine", 40.
  101. Williams, 62
  102. Rees, Layers of Loyalty, 31; Southern, 142–43; Williams, 50.
  103. Barnes, Constantine and Eusebius, 7; Corcoran, "Before Constantine", 40; Southern, 143.
  104. Barnes, New Empire, 255; Southern, 144.
  105. 105.0 105.1 105.2 Potter, 285.
  106. Williams, 63.
  107. Southern, 144.
  108. Williams, 78.
  109. Panegyrici Latini 8(5)12.2; Barnes, Constantine and Eusebius, 7, 288; Potter, 284–85, 650; Southern, 143; Williams, 55.
  110. Southern, 143; Williams, 55.
  111. Codex Justinianus 9.41.9; Barnes, New Empire, 51; Potter, 285, 650.
  112. Codex Justinianus 6.30.6; Barnes, New Empire, 52; Potter, 285, 650.
  113. Barnes, Constantine and Eusebius, 8; Barnes, New Empire, 52; Potter, 285.
  114. Panegyrici Latini 11(3)2.4, 8.1, 11.3–4, 12.2; Barnes, Constantine and Eusebius, 8, 288; Potter, 285, 650; Williams, 56.
  115. 115.0 115.1 Elsner, Imperial Rome, 73.
  116. Panegyrici Latini 11(3)12, qtd. in Williams, 57.
  117. Barnes, Constantine and Eusebius, 8; Potter, 285, 288.
  118. Barnes, Constantine and Eusebius, 8–9; Barnes, New Empire, 4, 36–37; Potter, 288; Southern, 146; Williams, 64–65.
  119. Barnes, Constantine and Eusebius, 8–9; Barnes, New Empire, 4, 38; Potter, 288; Southern, 146; Williams, 64–65.
  120. Barnes, Constantine and Eusebius, 8–9; Williams, 67.
  121. Southern, 145.
  122. Corcoran, "Before Constantine", 45–46; Williams, 67.
  123. Barnes, Constantine and Eusebius, 8–9.
  124. Jill Harries, "Imperial Rome"
  125. Williams, 74
  126. Williams, 75
  127. Jill Harris, "Imperial Rome"
  128. 128.0 128.1 Barnes, Constantine and Eusebius, 17–18.
  129. 129.0 129.1 Odahl, 59.
  130. Barnes, Constantine and Eusebius, 17; Williams, 76–77.
  131. Williams, 76.
  132. Barnes, Constantine and Eusebius, 17; Odahl, 59; Southern, 149–50.
  133. Carrie & Rousselle, L'Empire Romain, 163–164
  134. Carrié & Rousselle, L'Empire Romain, 164
  135. Williams, 77.
  136. Carrié & Rousselle, L'Empire Romain, 163
  137. 137.0 137.1 Barnes, Constantine and Eusebius, 17.
  138. Barnes, Constantine and Eusebius, 17. See also Southern, 160, 338.
  139. DiMaio, "Domitius".
  140. Barnes, Constantine and Eusebius, 17; DiMaio, "Domitius".
  141. Barnes, Constantine and Eusebius, 17–18; Southern, 150.
  142. 142.0 142.1 Southern, 150.
  143. Harries, 173.
  144. Potter, 292; Williams, 69.
  145. Williams, 69–70.
  146. Ammianus Marcellinus 23.5.11; Barnes, Constantine and Eusebius, 17; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 81; " Potter, 292; Southern, 149.
  147. Millar, 177–78.
  148. Eutropius 9.24–25; Barnes, Constantine and Eusebius, 17; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 81; Millar, 177–78.
  149. Potter, 652.
  150. Eutropius 9.24–25; Theophanes, anno 5793; Barnes, Constantine and Eusebius, 17; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 81; Potter, 292–93.
  151. Rees, Diocletian and the Tetrarchy, 14.
  152. Rees, Diocletian and the Tetrarchy, 14; Southern, 151.
  153. Barnes, Constantine and Eusebius, 18; Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 81; Millar, 178.
  154. Millar, 178; Potter, Roman Empire at Bay, 293.
  155. Bowman, "Diocletian and the First Tetrarchy" (CAH), 81.
  156. Lactantius, De Mortibus Persecutorum 9.6.
  157. Severus to Constantine, 151, 335–36.
  158. Barnes, Constantine and Eusebius, 18; Potter, 293.
  159. Barnes, Constantine and Eusebius, 18; Millar, 178.
  160. 160.0 160.1 160.2 Barnes, Constantine and Eusebius, 18.
  161. 161.0 161.1 161.2 Potter, 293.
  162. Millar, 178–79; Potter, Roman Empire at Bay, 293.
  163. 163.0 163.1 Millar, 178.
  164. Southern, 151.
  165. Lactantius, De Mortibus Persecutorum 10.1–5; Barnes, "Sossianus Hierocles", 245; Barnes, Constantine and Eusebius, 18–19; Burgess, "Date of the Persecution", 157–58; Helgeland, "Christians and the Roman Army", 159; Liebeschuetz, 246–8; Odahl, 65.
  166. Barnes, Constantine and Eusebius, 20; Corcoran, "Before Constantine", 51; Odahl, 54–56, 62.
  167. Lactantius, De Mortibus Persecutorum 10.6, 31.1; Eusebius, Historia Ecclesiastica 8, a1, 3; Constantine, Oratio ad Coetum Sanctum 22; Barnes, Constantine and Eusebius, 19, 294.
  168. 168.0 168.1 Barnes, Constantine and Eusebius, 19.
  169. Barnes, New Empire, 49; Carrié & Roussele, L'Empire Romain, 163–164
  170. Inscriptiones Latinae Selectae 660; Barnes, Constantine and Eusebius, 20.
  171. Lactantius, De Mortibus Persecutorum 33.1; Barnes, Constantine and Eusebius, 20; Williams, 83–84.
  172. Williams, 78–79, 83–84.
  173. Barnes, Constantine and Eusebius, 20.
  174. Barnes, Constantine and Eusebius, 20–21.
  175. Lactantius, De Mortibus Persecutorum 10.6–11; Barnes, Constantine and Eusebius, 21; Odahl, 67.
  176. Barnes, Constantine and Eusebius, 21; Odahl, 67; Potter, 338.
  177. Barnes, Constantine and Eusebius, 22; Odahl, 67–69; Potter, 337; Southern, 168.
  178. Barnes, Constantine and Eusebius, 22; Williams, 176.
  179. Barnes, Constantine and Eusebius, 22; Liebeschuetz, 249–50.
  180. 180.0 180.1 Barnes, Constantine and Eusebius, 24; Southern, 168.
  181. 181.0 181.1 Barnes, Constantine and Eusebius, 24.
  182. Barnes, Constantine and Eusebius, 23–24.
  183. Treadgold, 25.
  184. Southern, 168.
  185. Barnes, Constantine and Eusebius, 39.
  186. Tilley, xi.
  187. Barnes, Constantine and Eusebius, 48–49, 208–213.
  188. Barnes, Constantine and Eusebius, 208–213.
  189. Lactantius, Divinae Institutiones 7.16–17; cf. Daniel 7:23–25; Digeser, 149–50.
  190. Š. Kulišić, P. Ž. Petrović, and N. Pantelić, Српски митолошки речник (Belgrade: Nolit, 1970), 111–12.
  191. Barnes, Constantine and Eusebius, 27; Southern, 152.
  192. Southern, 152.
  193. Barnes, Constantine and Eusebius, 31–32; Lenski, 65; Odahl, 90.
  194. Aurelius Victor, Epitome de Caesaribus 39.6.
  195. Barnes, Constantine and Eusebius, 41.