რომანოზ IV დიოგენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რომანოზ IV (ბიზანტია))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Romanos et Eudoxie.JPG

რომანოზ IV დიოგენე (გ. 1071) – ბიზანტიის იმპერატორი 1068-1071 წლებში. წარმოშობით კაბადოკიელი ფეოდალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანოზი კონსტანტინე X დროს არმიის სარდალი იყო. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მან აჯანყება მოაწყო ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდა და შეიპყრეს კიდეც. საპყრობილედან იგი იმპერატრიცა ევდოკიას წყალობით გაათავისუფლეს, რომელზეც მან მომდევნო 1068 წელს იქორწინა და ბიზანტიის იპერატორიც გახდა.

რომანოზ IV მეფობის პირველ წლებში წარმატებით ებრძოდა თურქ-სელჩუკებს, თუმც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა ბიზანტიელები სასტიკად დაამარცხა და თვით იმპერატორი ტყვედ ჩაიგდა ხელში. ზავის გარანტიით და 1.000.000 ბიზანტიური დრაჰმა გამომსასყიდი ფულის აღთქმის შემდეგ ალფ-არსლანმა რომანოზი ტყვეობიდან გაათავისუფლა. ამასობაში იმპერატორის მოწინააღმდეგეებმა ტახტზე კონსტანტინე X-ის ვაჟი მიხეილ VII დუკა აიყვანეს, რომანოზ IV ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში დაამარცხეს, ღალატით შეიპყრეს და თვალები დათხარეს. რამდენიმე დღის შემდეგ რომანოზ დიოგენე გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]