მარკიანე (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკიანე
Flavius Marcianus
Solidus Marcian RIC 0509.jpg
იმპერატორის გამოსახულებიანი მონეტა
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 450
მმართ. დასასრული: 457
წინამორბედი: თეოდოსიუს II
მემკვიდრე: ლეონ I
დაბ. თარიღი: 392
დაბ. ადგილი: ილირია
გარდ. თარიღი: 27 იანვარი 457
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: პულხერია
შვილები: მარკია ეფემია
დინასტია: ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების
რელიგია: მართლმადიდებლობა

მარკიანე (ფლავიუს მარკიანე) (დ. 392 — გ. 27 იანვარი, 457) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 450-457 წლებში. ცხოვრების დიდი ნაწილი ლაშქრობებში გაატარა. სპარსეთის ომის დროს (420-422 წწ.) იყო გუთების ლეგიონში.
443 წელს აფრიკაში ვანდალებმა დაატყვევეს. გაათავისუფლა თავად ვანდალთა მეფემ გაიზერიხმა, რომელმაც იმპერატორობა უწინასწარმეტყველა და პირობაც ჩამოართვა, რომ იმპერატორობის შემთხვევაში ვანდალების წინააღმდეგ არ იომებდა. თეოდოსიუს II-ის გარდაცვალების შემდგომ მისი კანდიდატურა სენატს შესთავაზეს, ხოლო პულხერია მას ცოლად უნდა გაჰყოლოდა იმ პირობით, რომ ის დარჩებოდა ქალწულად. რაზეც მარკიანე დათანხმდა.

მარკიანე იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ დიდი განათლებულობით არ გამოირჩეოდა. მისი მმართველობისას შედგა 451 წელს მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში. მან ბოლო მოუღო ჰუნების თარეშს, თუმცა ამას ხელი, ასევე, შეუწყო ატილას სიკვდილმა 453 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ., გვ. 478
წინამორბედი:
თეოდოსიუს II
ბიზანტიის იმპერატორი
450 - 457
შემდეგი:
ლეონ I