პრობუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკუს ავრელიუს პრობუსი
Marcus Aurelius Probus
Probus Musei Capitolini MC493.jpg
პრობუსის ბიუსტი კაპიტოლიუმის მუზეუმში
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 276
მმართ. დასასრული: 282
წინამორბედი: ფლორიანუსი
მემკვიდრე: კარუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აგვისტო, 232
დაბ. ადგილი: სირმიუმი, პანონია, რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 282
გარდ. ადგილი: სირმიუმი, პანონია, რომის იმპერია
დინასტია: ილირიელი იმპერატორები

მარკუს ავრელიუს პრობუსი (ლათ. Marcus Aurelius Probus) — რომის იმპერატორი 276-282 წლებში. რომაულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია უფრო მეტად, როგორც პრობუსი.

პრობუსი წარმოშობით პანონიიდან იყო. იგი იბრძოდა იმპერატორების ვალერიანეს, გალიენუსის, კლავდიუს II-ისა და ავრელიანეს დროს. იმის გამო, რომ იგი აღმოსავლეთში მსახურობდა მხედართმთავრად, იმპერატორ ტაციტუსის სიკვდილის შემდეგ ჯარისკაცებმა იმპერატორად გამოაცხადეს. ტაციტუსის ნათესავი მარკუს ანიუს ფლორიანუსი, რომელმაც დასავლეთში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მალევე მოკლეს მისმა ხელქვეითებმა.

მას შემდეგ, რაც სენატმა აღიარა მისი კანონიერი ძალაუფლება, პრობუსმა დაიწყო იმპერიის საზღვრების დაცვა. 277 წელს დაარბია ფრანკები, ბურგუნდები, ალემანები და ვანდალები, რომლებიც შეჭრილიყვნენ გალიაში. დაცარიელებული სასაზღვრო პროვინციების დასასახლებლად პრობუსმა 279 წელს ბარბაროსების უმრავლესობა დაასახლა მეზიაში და თრაკიაში. განსაკუთრებით ზრუნავდა მიწათმოქედებაზე და გააუქმა აკრძალვა ღვინის წარმოებაზე იტალიის საზღვრებს გარეთ.

მისმა მკაცრმა დამოკიდებულებამ ჯარისკაცების მიმართ, ჯარისკაცებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია და 282 წელს აჯანყების დროს იმპერატორი მოკლეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]