იოანე III დუკა ვატაცე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოანე III დუკა ვატაცე
Ιωάννης Γ΄ Δούκας Βατάτζης
John III Doukas Vatatzes.jpg
იოანე III-ის პორტრეტი XV საუკუნის მანუსკრიპტიდან
ნიკეის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1222
მმართ. დასასრული: 3 ნოემბერი, 1254
წინამორბედი: თეოდორე I ლასკარისი
მემკვიდრე: თეოდორე II ლასკარისი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1192[1]
დაბ. ადგილი: დიდიმოტიხო, თრაკია
გარდ. თარიღი: 3 ნოემბერი, 1254
დინასტია: ლასკარისები
მამა: ბასილი ვატაცე
დედა: უცნობია


იოანე III დუკა ვატაცე (ბერძნ. Ιωάννης Γ΄ Δούκας Βατάτζης; დ. 1192 — გ. 3 ნოემბერი, 1254) — ნიკეის იმპერატორი 1222 წლიდან 1254 წლის 3 ნოემბრამდე.

იოანე III იყო წარმატებული მმართველი. გააძლიერა ჯარი, რამდენიმეჯერ დაამარცხა ჯვაროსნები, იბრძოდა ევროპაში. ბულგარელებთან დადო ზავი. დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის შიდა საკითხებს. მისი მმართველობისას განვითარდა ნიკეის იმპერიის ეკონომიკა, გაიზარდა ცხოვრების დონე. დიდ ყურადღებას აქცევდა ადგილობრივ მრეწველობას. კრძალავდა უცხოური ნაწარმის შემოტანას. მისმა მმართველობამ საფუძველი ჩაუყარა ნიკეის იმპერიის შემდეგ გაძლიერებას, რაც 1261 წელს ბიზანტიელთა მიერ კონსტანტინოპოლის დაბრუნებით დასრულდა. იტანჯებოდა ეპილეფსიით. სიკვდილის წინ დაკარგა მეტყველების უნარი და მალევე გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ ის წმინდანად შერაცხეს იოანე ვატაცე მოწყალეს სახელით. მისი ხსენების დღეა 4 ნოემბერი მართლმადიდებლური კალენდრით.[2][3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 499
  2. Great Synaxaristes: (ბერძნული) Ὁ Ἅγιος Ἰωάννης ὁ Βατατζὴς ὁ ἐλεήμονας βασιλιὰς. 4 Νοεμβρίου. ΜΕΓΑΣ ΣΥΝΑΞΑΡΙΣΤΗΣ.
  3. Ostrogorsky, George. History of the Byzantine State. New Brunswick, N.J: Rutgers University Press, 1969, p. 444.
წინამორბედი:
თეოდორე I ლასკარისი
ნიკეის იმპერატორი
1222-1254
შემდეგი:
თეოდორე II ლასკარისი