მორავა (სერბეთი)
იერსახე
| მორავა | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ქალაქები | პარაჩინი, ჩუპრია |
| სიგრძე | 217 კმ |
| აუზის ფართობი | 37,500 კმ² |
მორავა — მდინარე სერბეთში, დუნაის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება სამხრეთის მორავისა და დასავლეთის მორავის შეერთებით. სიგრძე 217 კილომეტრი. აუზის ფართობი 37,500 კმ². მიედინება მჭიდროდ დასახლებულ მორავის ვაკეზე. წყალმოვარდნები ახასიათებს გაზაფხულზე. წლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 260 მ³/წმ. მორავაზეა გაშენებული ჰიდროელექტროსადგური. მდინარის ხეობაშია ქალაქები პარაჩინი, ჩუპრია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 117.