სპლიტის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპლიტის ტაძარი

სპლიტის ტაძარი

სპლიტის ტაძარი — ხორვატია
სპლიტის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 43°30′29″ ჩ. გ. 16°26′25″ ა. გ. / 43.50806° ჩ. გ. 16.44028° ა. გ. / 43.50806; 16.44028
რელიგიური კუთვნილება კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რომანული

სპლიტის ტაძარი, წმინდა დომნის ტაძარი (ხორ. Splitska katedrala) — ისტორიული კათოლიკური ტაძარი ხორვატიის ქალაქ სპლიტში. საკათედრო ტაძარი შედის სპლიტ-მაკარსკის არქიეპარქიაში. ტაძრის ძირითადი ნაწილი ყოფილი იმპერატორის მავზოლეუმია. დიოკლეტიანეს სასახლესთან და სხვა ძეგლებთან ერთად შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ტაძარს ჩვეულებრივ წმინდა დომნის სახელს უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში მისი სახელობის მხოლოდ ტაძრის სამრეკლოა, ხოლო ტაძარი ქალწულ მარიამის სახელობისაა. ეპისკოპოსი დომნი სხვა ქრისტიანებთან ერთად წამებული გახდა დიოკლიტიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას.

ტაძარი დიოკლიტიანეს სასახლის ცენტრში მდებარეობს. მისი ფასადი მიმართულია დასავლეთით და სასახლის პერისტილზე გადის. სპლიტის ტაძარი სხვადასხვა ეპოქაში აგებული სამი ნაწილისგან შედგება. ტაძრის ძირითადი ნაწილი - III და IV საუკუნეების მიჯნაზე აგებული იმპერატორ დიოკლიტიანეს მავზოლეუმია. ტაძრის ქორედი აგებულია XVII საუკუნეში. ტაძართან მდებარე მაღალი სამრეკლო 1100 წელს აიგო და 1908 წელს გადაკეთდა. მიუხედავად ეპოქების სხვაობისა ტაძრის ყველა ნაწილი ერთი მასალით - ტუფითაა აგებული.

რესურსები ინეტრნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: