ფილიპე არაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპე არაბის მონეტა

ფილიპე არაბი (ლათ. Imperator Caesar Marcus Julius Philippus Augustus; დ. 204 — გ. 249) — რომის იმპერატორი 244 წლიდან 249 წლამდე. წარმოშობით არაბი, არაბი შეიხის ვაჟი (რომის მოქალაქეობის მიღების შემდეგ — რომაელი მხედრის). პრეტორიის პრეფექტი. ხელისუფლებაში მოვიდა იმპერატორ გორდიანე III-ის დაღუპვის შემდეგ (244), მშვიდობა დაამყარა სასანიანთა იმპერიასთან, სპარსელთათვის დიდძალი კონტრიბუციის გადახდა იკისრა. 247 წელს აღინიშნა რომის დაარსებიდან 1000 წელი. ფილიპე არაბმა გაზარდა გადასახადები, დაიწყო დაბალსინჯიანი მონეტების მოჭრა და შეწყვიტა დუნაის ჩრდილოეთით მცხოვრები ბარბაროსი ტომებისათვის ფულადი სუბსიდიების გადახდა. 249 წელს დაიღუპა უზურპატორ გაიუს დეციუსთან ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christ K. Geschichte der römischen Kaiserzeit: Von Augustus bis zu Konstantin. Münch., 1988;
  • Федорова Е. В. Императорский Рим в лицах. М., 2002;
  • Körner Ch. Philippus Arabs: Ein Soldatenkaiser in der Tradition des antoninisch-severischen Prinzipats. B., 2002;
  • Potter D. S. The Roman Empire at bay, AD 180–395. 2nd ed. Milton Park, 2013;
  • Никишин В. О. ФИЛИПП АРАБ // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 344.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: