კონსტანტინე X დუკა
კონსტანტინე X დუკა | |
---|---|
Κωνσταντίνος Ι΄ Δούκας | |
![]() | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ნოემბერი, 1059 |
მმართ. დასასრული: | 22 მაისი, 1067 |
წინამორბედი: | ისააკ I |
მემკვიდრე: | რომანოზ IV დიოგენე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1006 |
გარდ. თარიღი: | 22 მაისი, 1067 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
დინასტია: | დუკები |
მამა: | ანდრონიკე დუკა |
კონსტანტინე X დუკა (ბერძ. Κωνσταντίνος Ι΄ Δούκας; დ. 1003 — გ. 22 მაისი, 1067) — ბიზანტიის იმპერატორი 1059-1067 წლებში. ტახტზე ავიდა მისი წინამორბედის, ისააკ კომნენოსის გადადგომის შემდეგ. კონსტანტინე X იყო ანდრონიკე დუკას, პაფლაგონიელი დიდებულის, მოესიის თემის შესაძლო გუბერნატორის ვაჟი.
მისი მმართველობისას ბიზანტიის იმპერიის საგარეო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა. დაიკარგა ბიზანტიური იტალიის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ნორმანები დაეპატრონენ.[1] იტალიაში იმპერიამ მხოლოდ ქალაქი ბარი და მისი შემოგარენი შეინარჩუნა. ბიზანტიას თავს დაესხნენ თურქ-სელჩუკები ალფ-არსლანის მეთაურობით და სომხეთის ტერიტორია დაიკავეს, 1065 წელს ოღუზი თურქები ბალკანეთში შემოიჭრნენ,[2] უნგრელებმა კი ბელგრადი დაიპყრეს.[3]
ტახტზე ასვლისას უკვე ხანდაზმული და ავადმყოფი კონსტანტინე X 1067 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ქმედება იყო განკარგულების გამოცემა, სადაც იგი მოითხოვდა, რომ მისი მემკვიდრე მხოლოდ მისი შვილი გამხდარიყო.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ცოლისგან, კონსტანტინე დალასენოსის ქალიშვილისაგან, კონსტანტინეს ჰყავდა შვილები, თუმცა მათი სახელები უცნობია. მეორე ცოლისაგან, ეუდოკია მაკრემბოლიტისასაგან ჰყავდა შემდეგი შვილები:
- მიხეილ VII დუკა — ბიზანტიის იმპერატორი 1071-1078 წლებში.
- ანდრონიკე დუკა
- კონსტანტინე დუკა
- ანა დუკინა
- თეოდორა ანა დუკინა — ვენეციის დოჟის, დომენიკო სელვოს მეუღლე.
- ზოია დუკინა — ადრიანე კომნენოსის, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ძმის მეუღლე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ასათიანი, ვალერი (2006). ბიზანტიური ცივილიზაცია. თბილისი. ISBN 99940-31-98-8.
- მიქაელ ფსელოსი „ქრონოგრაფია“
- Norwich, John Julius (1993), Byzantium: The Apogee, Penguin, ISBN 0-14-011448-3
- Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
- Kazhdan, Alexander, რედ. (1991), Oxford Dictionary of Byzantium, Vol. I, Oxford University Press, ISBN 978-0-19-504652-6
- Polemis, Demetrios I. (1968), The Doukai: A Contribution to Byzantine Prosopography, London: Athlone Press
- George Finlay, History of the Byzantine and Greek Empires from 1057–1453, Volume 2, William Blackwood & Sons, 1854
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი: ისააკ I |
ბიზანტიის იმპერატორი 1059-1067 |
შემდეგი: რომანოზ IV დიოგენე |