ალექსი IV ანგელოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი IV ანგელოსი
Αλέξιος Δ' Άγγελος
Alexius4.jpg
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1203
მმართ. დასასრული: 1204
წინამორბედი: ალექსი III ანგელოსი
მემკვიდრე: ალექსი V დუკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1182
გარდ. თარიღი: 8 თებერვალი, 1204
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
დინასტია: ანგელოსები
მამა: ისააკ II ანგელოსი
დედა: ირინე


ალექსი IV ანგელოსი (ბერძნ. Αλέξιος Δ' Άγγελος; დ. 1153 — გ. 8 თებერვალი, 1204) — ბიზანტიის იმპერატორი 1203-1204 წლებში. ისააკ II ანგელოსის შვილი.

1203 წლის 18 ივლისს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს შეუტიეს. ალექსი III-მ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. მოსახლეობამ ციხიდან გაათავისუფლა ისააკ II და იმპერატორად გამოაცხადა, თუმცა მისი სიბრმავის გამო ჯვაროსნებმა აიძულეს ისააკი თავის მაგივრად შვილი, ალექსი აეყვანა ტახტზე. ალექსი IV-ის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ბიზანტიის იმპერიამ დაკარგა ტერიტორიები შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ტრაპიზონის იმპერია ჩამოყალიბდა.

ალექსი ცდილობდა ურთიერთობა განემტკიცებინა ჯვაროსნებთან, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა. დაპირისპირებამ კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებსა და ჯვაროსნებს შორის რეგულარული ხასიათი მიიღო. საბოლოოდ, ალექსი დუკამ 27/28 იანვრის ღამეს ისააკი და ალექსი დააპატიმრა. ისააკი მალევე გარდაიცვალა სიბერისაგან თუცა არსებობს მოწამვლის ვერსიაც, ალექსი კი 8 თებერვალს დაახრჩვეს. ტახტზე ალექსი დუკა ავიდა ალექსი V-ის სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
ალექსი III ანგელოსი
ბიზანტიის იმპერატორი
1203-1204
შემდეგი:
ალექსი V დუკა