შინაარსზე გადასვლა

ფოკა (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოკა (მრავალმნიშვნელოვანი).
ფოკა
ფლავიუს ფოკა

ფოკას გამოსახულება მონეტებზე
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 602
მმართ. დასასრული: 610
წინამორბედი: მავრიკიოსი
მემკვიდრე: ჰერაკლე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნ.
გარდ. თარიღი: 610
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ლეონტია
შვილები: დომენცია
დინასტია: დინასტიის გარეშე

ფოკა (ფლავიუს ფოკა; დ. უცნობია — გ. 5 ოქტომბერი, 610, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 602–610 წლებში. წარმოშობა უცნობია. უზურპატორი. ტახტს დაეუფლა სამხედრო აჯანყების შედეგად. სიკვდილით დასაჯა იმპერატორი მავრიკიოსი და მისი ექვსი ვაჟიშვილი. არ გამოირჩეოდა განათლებით. მიდრეკილი იყო ლოთობისა და ავხორცობისაკენ. თუმცა დიდი გავლენა ჰქონდა მხედრობაზე. მას დაუპირისპირდნენ კონსტანტინოპოლელი მსახურები. ეკლესია, რამდენადაც მთელი ეკლესიის მეთაურად რომის პაპი გამოაცხადა. ცდილობდა აგრარული რეფორმების ჩატარებას. დევნიდა მონოფიზიტებს და ებრაელებს. იმპერიაში იფეთქა სამოქალაქო ომმა. სპარსეთის შაჰმა ხოსრო II-მ მოაწყო, თითქოსდა მავრიკიოსის გადარჩენილი შვილის, თეოდოსის, კორონაცია და შეეცადა მას ტახტზე ასვლაში დახმარებოდა. რამაც მოარღვია აღმოსავლეთის საზღვრები. ჯარების გამოყვანის გამო, ჩრდილოეთიდან ისევ შემოიჭრნენ სლავები და დუნაის ავარები. ბოლოს მას დაუპირისპირდა კართაგენის ეგზარქოსი, რომლის შვილი, ჰერაკლე, დიდი ფლოტით თავს დაესხა კონსტანტინოპოლს, სიკვდილით დასაჯა ფოკა და თვითონ გახდა იმპერატორი.

  • „ბიზანტიური ცივილიზაცია“, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006 წელი. გვ. 482
წინამორბედი:
მავრიკიოსი
ბიზანტიის იმპერატორი
602 - 610
შემდეგი:
ჰერაკლე