სირმიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირმიუმი
ლათ. Sirmium

იმპერიული სასახლის ნანგრევები სირმიუმში
სირმიუმი — სერბეთი
სირმიუმი
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
კოორდინატები 44°59′ ჩ. გ. 19°37′ ა. გ. / 44.983° ჩ. გ. 19.617° ა. გ. / 44.983; 19.617
მონაცემები
ტიპი დასახლება
ისტორია
დაარსების დრო ძვ. წ. მე-4 საუკუნემდე
მიტოვების დრო 582
კულტურები ილირიული, კელტური, რომაული, ბიზანტიური

სირმიუმი (ლათ. Sirmium, სერბ. Сирмијум) — რომაული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა პანონიის პროვინციაში, მდინარე სავაზე, თანამედროვე სერბეთის სრემსკა მიტროვიცას რაიონში. ქალაქი პირველად მოიხსენიეს ძვ. წ. მე-4 საუკუნეში, როდესაც დასახლებულები იყვნენ ილირიელები და კელტები. ქალაქი მოგვიანებით ძვ. წ. 1-ელ საუკუნეში დაიპყრეს რომაელებმა და ის რომის პროვინციის, პანონია-ინფერიორის დედაქალაქად გამოაცხადეს. ახ. წ. 294 წელს სირმიუმი გამოცხადდა რომის იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთად. ის ასევე იყო პანორია-სეკუნდასა და ილირიის პრაეტორიული პრეფექტურის დედაქალაქი. ობიექტი დაცულია სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლთა შორის. თანამედროვე სირმიაის რეგიონს (Srem ან Srijem) ეს სახელი სწორედ ქალაქის გამო ეწოდა.

სავარაუდოდ, სირმიუმს 100 000[1] მცხოვრები ჰყავდა და თავის დროზე ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. კოლინ მაკივდიმ, რომლის შეფასებები უძველესი ქალაქებისთვის ზოგადი კონსენსუსის პირობებში გაცილებით დაბალია, არქეოლოგიური ობიექტის სიდიდიდან გამომდინარე ქალაქის მოსახლეობად 7 000 ადამიანი დაასახელა.[2] ახალი წელთაღრიცხვით 1-დან 400 წლამდე იმპორტირებული მარცვლეულის რაოდენობა საკმარისი იყო 700 000-დან 1 მილიონამდე ადამიანის გამოსაკვებად.[3]

რომის იმპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის ათი იმპერატორი დაიბადი სირმიუმში ან მის მიმდებარედ: ჰერენიუს ეტრუსკუსი (251), ჰოსტილიანი (251), დეციუსი (249–251), კლაუდიუს II (268-270), ქუინტილუსი (270), ავრელიანე (270–275), პრობუსი (276–282), მაქსიმიანი (285–310), კონსტანციუს II (337–261) და გრატიანი (367–383).

ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი, თეოდოსიუს I, იმპერატორად სწორედ სირმიუმში აკურთხეს. რომაელმა უზურპატორებმა, მათ შორის ინგენუსმა და რეგალიანუსმა თავი იმპერატორებად სირმიუმში გამოაცხადეს (260 წელს). ქალაქში გარკვეყლი პერიოდი გაატარეს სხვა იმპერატორებმაც, მათ შორის მარკუს ავრელიუსმა, რომელმაც, შესაძლოა, თავისი ნაშორმი მედიტაციები სწორედ ამ ქალაქში დაწერა. სავარაუდოდ, 180 წლის 17 მარტს მარკუს ავრელიუსი ჩუტყვავილათი სირმიუმში გარდაიცვალა.[4]

ქალაქ სირმიუმის მოდელი სრემსკა მიტოვიცას ვიზიტორთა ცენტრში

ქრისტიანული საეპისკოპოსო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

III საუკუნისთვის ქალაქში უკვე არსებობდა ქრისტიანული თემი. საუკუნის ბოლოს სირმიუმს ჰყავდა ეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, პანონიელი ეპისკოპოსების მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო. პირველი ცნობილი ეპისკოპოსი ირენაევსი იყო, რომელიც დიოკლეტიანეს დევნის დროს აწამეს 304 წელს. მომდევნო საუკუნეებში ეპისკოპოსების მიმდევრობა ცნობილია V-VI საუკუნეებამდე. უცნობი ეპისკოპოსი მოხსენიებულია 448 წელს. ბოლო ცნობილი ეპისკოპოსი მოხსენიებულია 594 წლის პაპის წერილში, რის შემდეგაც იშვიათად არის ნახსენები ქალაქი და, სავარაუდოდ, საეპისკოპოსოც გაუქმდა.[5]

ტვიროსის პირველი სინოდის პერიოდში (335 წელი), სირმიუმი არიანული მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი წერტილი და მრავალი დაპირისპირების ადგილი გახდა. 347-დან 358 წლამდე სირმიუმში სინოდის ოთხი კრება ჩატარდა. მეხუთე კრება 375 ან 378 წელს ჩატარდა.[5]

არქეოლოგიური ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულიანე განდგომილის სოლიდუსი, დაახ. 361 წელი, სირმიუმის საამქროდან

გლაკში, სერმიუმის მახლობლად, გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სასახლე,[6] რომლის მშენებლობისას გამოყენებული იყო მდიდრული სამშენებლო მასალები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან, როგორიცაა წითელი და მწვანე გრანიტი ეგვიპტიდან და პელოპონესის ნახევარკუნძულიდან და მარმარილო ტუნისიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით სასახლე მაქსიმიანმა ააშენა, ვიქტორ სექსტუს ავრელიუსი კი მიიჩნევს, რომ ეს სასახლე აშენებულია იქ, სადაც მისი მშობლები მამულებში მუშაობდნენ.[7]

სირმიუმს ასევე ჰქონდა რომაული იპოდრომი.[8][9][10] დაახლოებით 150 მეტრის სიგანისა და 450 მეტრის სიგრძის კოლოსალური შენობა თანამედროვე ქალაქ სრემსკა მიტროვიცას ცენტრის ქვემოთ და სირმიუმის იმპერატორის სასახლის გვერდით. არენის მდებარეობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე სრემსა მიტროვიცას განაშენიანებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SREMSKA MITROVICA IN ROMAN TIMES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2021.
  2. McEvedy, Cities of the Classical World, (London: Allen Lane, 2011), p. 346.
  3. Ancient Rome, the Archaeology of the Eternal City, Edited by Jon Coulston and Hazel dodge, 2008, pp. 154-165, ISBN 978-0-954816-55-1
  4. McLynn, Frank, Marcus Aurelius, Da Capo Press (2009), p. 417
  5. 5.0 5.1 Jacques Zeiller, Les origines chrétiennes dans les provinces danubiennes de l'Empire romain (Paris: E. de Boccard, 1918), pp. 143–48, 598.
  6. https://glac-project.sydney.edu.au/archaeological-site-glac/
  7. Aurelius Victor, Historia Romana, De Caesaribus
  8. Sirmium. 
  9. Roman Circuses. 
  10. Bradt Travel Guide Serbia.