მანუელ I კომნენოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მანუელ I (ბიზანტია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანუელ I.
მანუელ კომნენოსი

მანუელ I კომნენოსი (დ. 1118, კონსტანტინოპოლი — გ. 24 სექტემბერი, 1180, იქვე) — ბიზანტიის იმპერატორი 1143–1180 წლებში. ეყრდნობოდა წვრილ და საშუალო პროვინციულ ფეოდალებსა და ქალაქებს. ხელს უწყობდა ფეოდალური მიწათმფლობელობის განმტკიცებას. 1158 წელს ეკლესიებსა და მონასტრებს აუკრძალა სამფლობელოების გაფართოება. იმპერია გაათავისუფლა მოზღვავებული ვენეციელი ვაჭრებისაგან. მანუელ I ცდილობდა ბიზანტიის ბატონობის აღდგენას იტალიასა და ეგვიპტეში, მაგრამ ვერ შეძლო. აიძულა უნგრეთი (1164 წ.) და სერბია (1172 წ.) ეცნოთ ბიზანტიის სუვერენიტეტი. 1176 წლის 17 სექტემბერს მირიოკეფალონთან (მცირე აზია) დაამრცხეს სელჩუკებმა და იძულებული გახდა მათთვის დორილეონის და სუბლეონის ციხესიმაგრეები დაეთმო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]