შინაარსზე გადასვლა

იოანე IV ლასკარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე IV ლასკარისი
Ιωάννης Δ΄ Λάσκαρις

იოანე IV-ის პორტრეტი XV საუკუნის მანუსკრიპტიდან
ნიკეის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1258
მმართ. დასასრული: 1261
წინამორბედი: თეოდორე II ლასკარისი
მემკვიდრე: მიხეილ VIII პალეოლოგოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1250
გარდ. თარიღი: 1305
დინასტია: ლასკარისები
მამა: თეოდორე II ლასკარისი

იოანე IV ლასკარისი (ბერძ. Ιωάννης Δ΄ Λάσκαρις; დ. 25 დეკემბერი, 1250 — გ. 1305) — ნიკეის იმპერატორი 1258 წლის 18 აგვისტოდან 1261 წლის 25 დეკემბრამდე. თეოდორე II ლასკარისისა და ელენე ბულგარელის ვაჟი. ლასკარისების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

იოანე შვიდი წლის იყო, როდესაც ტახტი მემკვიდრეობით მიიღო მამამისის გარდაცვალების შემდეგ 1258 წელს. თავდაპირველად მისი რეგენტი იყო გიორგი მოუზალონი, მაგრამ, მოგვიანებით, მისი მკვლელობის შემდეგ, რეგენტი გახდა მიხეილ პალეოლოგოსი, რომელმაც 1259 წლის 1 იანვარს თავი თანამმართველ იმპერატორად, მიხეილ VIII-დ გამოაცხადა. მიხეილმა 1261 წლის 25 ივლისს კონსტანტინოპოლი აიღო და ლათინთა იმპერიის არსებობას წერტილი დაუსვა. იმავე წლის 25 დეკემბერს, მიხეილის ბრძანებით, იოანე დააბრმავეს მის მეთერთმეტე დაბადების დღეს.[1] ეს მისი ტახტისათვის ჩამოსაშორებლად გაკეთდა. იოანე გადაასახლეს და დარჩენილი ცხოვრება ბერივით ცხოვრობდა მონასტერში იოსების სახელით. გარდაიცვალა 1305 წელს.

  1. Hackel 2001, p. 71
წინამორბედი:
თეოდორე II ლასკარისი
ნიკეის იმპერატორი
1258-1261
შემდეგი:
მიხეილ VIII პალეოლოგოსი