მეკობრეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დროშა „მხიარული როჯერი“, მიეწერება XVIII საუკუნის მეკობრეს ჯეკ რეკჰემს
„მეკობრე შავწვერას შეპყრობა“, ჟან ფერისის 1718 წლის ნახატი

მეკობრეობა — საზღვაო, სამდინარო და იშვიათად სანაპირო ყაჩაღობა, ომის მსგავსი ქმედება არასახელმწიფო მოქმედი პირით. როგორც წესი, მეკობრეობა არ მოიცავს კრიმინალს ხომალდებზე, ჩადენილს ეკიპაჟისა და მგზავრების წინააღმდეგ. მეკობრე არის პირი, რომელიც ნებაყოფლობით ეწევა საზღვაო ყაჩაღობას, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, თუ რწმენისა. ქვეყნებს შორის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების გაჩენის დღიდან, მეკობრეობა მკაცრად დასჯადი დანაშაულია. მაგალითად ძველ რომში, მეკობრეობა, ყაჩაღობის მსგავსად, ძელზე გაკვრით ისჯებოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეკობრეობა, პრაქტიკულად საზღვაო ნასნობის გაჩენის დღიდან არსებობს. ძველად, ზღვარი მეკობრეობასა და საზღვაო ვაჭრობას შორის პირობითი იყო: ზღვაოსნები, სადაც თავს მედგრად ვერ გრძნობდნენ, იქ ვაჭრობდნენ და პირიქით, სადაც შეეძლოთ – ყაჩაღობდნენ. ანტიკურ ხანაში, მეკობრეობით განთქმულნი იყვნენ ფინიკიელი ზღვაოსნები. ანტიკური მეკობრეობა თავის პიკს აღწევს რომის სამოქალაქო ომის დროს, ძვ. წ. 40-იანებში. მათი დასაყრდენი პუნქტები იყო მთიანი კილიკია და კუნძული კრეტა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი გააქტიურება მითრიდატე VI ევპატორის დროს, როდესაც ამ უკასანსკნელმა კავშირი შეკრა კილიკიის მეკობრეებთან რომის წინააღმდეგ. მეკობრეები ისე გათავხედნენ, რომ ერთხელ რომის საპორტო ქალაქ ოსტიასაც კი დაესხნენ თავს. ძვ. წ. 67 წელს გნეუს პომპეუსმა საგანგებო დავალება მიიღო სენატისგან მეკობრეობის აღმოსაფხვრელად. პომპოეუსმა ხმელთაშუა ზღვა 30 რაიონად დაყო და 500 გემისგან შემდგარი ფლოტით მეკოობრების დევნა დაიწყო. საბოლოოდ ისინი კილიკიის მთიანეთში მოიმწყვდია და განაადგურა.

მეკობრეობა დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად $ 16 მილიარდით აზარალებს. მეკობრეობის 70 % მოდის: ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთის სანაპიროებთან, მალაკის სრუტესა და ადენის ყურეზე.[1]

პირატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირატი „πειρατής“, „peirates“ ბერძნული ენიდან არის გავრცელებული და მძარცველს ნიშნავს. ეს იგივე ზღვის ყაჩაღია, მეკობრე, რომლის სახელი აუცილებლად ძარცვასა და ხშირად ადამიანების სიკვდილს უკავშირდება.

სიტყვა პირატი ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III საუკუნეებიდან შემოვიდა მეტყველებაში. მანამდე გამოიყენებოდა სიტყვა „leystes“, რომელიც ჯერ კიდევ ჰეროდოტესთვის იყო ცნობილი. ის ტავის პოემა ოდისეაში მოიხსენიებს ფინიკიელ პირატებს, რომლებიც კუნძულ სირადან იტაცებდნენ ადამიანებს. ძველ რომში პირატებს, როგორც ყაჩაღებს ჯვარზე აკრავდნენ.

დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარი დროშის ქვეშ სიარულის იდეა მეკობრეებს გაუჩნდათ მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით. ამ მიზნით მრავალი დროშა გაჩნდა, რომელზეც გამოსახული იყო სიკვდილის სიმბოლოები — ჩონჩხი, თავის ქალა ძვლებით ან მხოლოდ თავის ქალა. ყველაზე მეტად ცნობილია დროშა —— „მხიარული როჯერი“, რომელსაც ბრძოლის დაწყების წინ აღმართავდნენ ხოლმე.

ბრძოლის წარმართვის წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეკობრეთა თავდასხმის ყველაზე მეტად გავრცელებული წესი იყო აბორდაჟი. მოწინააღმდეგის ხომალდები უახლოვდებოდნენ ერთმანეტს პირისპირ ბორტებით. ხომალდებს ერთმანეთზე გამოაბამდნენ ხოლმე სპეციალური იარაღებით და ამის შემდეგ მეკობრეები გადადიოდნენ, ხტებოდნან მოწინააღმდეგის ხომალდზე. მათ ზურგს უმაგრებდა მეკობრეთა გემიდან გახსნილი ცეცხლი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეკობრეთა ეკონომიკა წარმოადგენს სამეცნიერო კვლევის საგანს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზღვებსა და ოკეანეებში მეკობრეობა გასამმაგდა. ქართული პრესის კომპიუტერული არქივი. გაზეთი „ხვალინდელი დღე“ (1-3 ივლისი, 2006 წელი). ციტირების თარიღი: 2009-05-13.[მკვდარი ბმული]