შინაარსზე გადასვლა

პანეგირიკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანეგირიკი (ბერძნ. panegyrikos (logos) — სახოტბო (სიტყვა), ისტორიულ-რიტორიკული და ლიტერატურული ჟანრი. საჯაროდ წარმოთქმული სახოტბო სიტყვა. წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. ტერმინი ჟანრის სახელწოდებად დამკვიდრდა რიტორ ისოკრატეს მიერ ათენის სადიდებელი „პანეგირიკის“ გამოქვეყნების შემდეგ (ძვ. წ. დაახლ. 380). პანეგირიკის შესახებ წერდა ციცერონი (ძვ. წ. I საუკუნე). პანეგირიკი უხვადაა შუა საუკუეების ქართულ საკარო პოეზიაში. სამგლოვიარო პანეგირიკის საუკეთესო ნიმუშია სოლომონ ლიონიძის სიტყვა ერეკლე მეფის გარდაცვალებაზე. პანეგირიკის თანამედროვე მნიშვნელობაა ვისიმე დაუმსახურებელი, გაზვიადებული ქება-დიდება.

  • თავდიშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 661, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პანეგირიკი“-დან