კონსტანტინე VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე VIII
Κωνσταντίνος Η

ოქროს სოლიდუსი რევერსზე კონსტანტინე VIII-ის გამოსახულებით
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1025
მმართ. დასასრული: 1028
წინამორბედი: ბასილი II
მემკვიდრე: რომანოზ III არგირუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 960
გარდ. თარიღი: 11 ნოემბერი, 1028
მეუღლე: ელენე
შვილები: ევდოკია
ზოია
თეოდორა
დინასტია: მაკედონელთა
მამა: რომანოზ II
დედა: თეოფანო

კონსტანტინე VIII (ბერძ. Κωνσταντίνος Η; დ. 960 — გ. 11 ნოემბერი, 1028) — ბიზანტიის იმპერატორი (რეალურად) 1025-1028 წლებში. ოფიციალურად გამეფდა 963 წელს სამი წლის ასაკში, თუმცა რეალური ძალაუფლება მხოლოდ 1025 წლს, 65 წლის ასაკში მოიპოვა. ტახტზე შეცვალა ძმა, ბასილი II. სასტიკად უსწორდებოდა საეჭვო პირებს, ახლობლების მიმართ კი ძალიან გულუხვი იყო. გატაცებული იყო რიტორიკითა და ნადირობით. ჰყავდა სამი ქალიშვილი, რომელთაგან ზოია ცოლად შერთო ერთ-ერთ სენატორს — რომანოზს, რომელსაც მოგვიანებით ტახტიც უანდერძა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ბასილი II
ბიზანტიის იმპერატორი
1025-1028
შემდეგი:
რომანოზ III არგირუსი
(ზოიასთან ერთად)