ოქტავიანე ავგუსტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი
IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS
Statue-Augustus.jpg
პრიმა-პორტას ავგუსტუსის სახელით ცნობილი ქანდაკება, I საუკუნე
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 16 იანვარი, ძვ. წ. 27
მმართ. დასასრული: 19 აგვისტო, 14 (40 წელი)
წინამორბედი:
მემკვიდრე: ტიბერიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63
დაბ. ადგილი: რომი, რომის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი: 19 აგვისტო, 14 (75 წლის)
გარდ. ადგილი: ნოლა, იტალია, რომის იმპერია
მეუღლე: კლოდია პულქრა (ძვ. წ. 42-40 წწ. გაეყარა)
სკრიბონია (ძვ. წ. 40-38 წწ. გაეყარა)
ლივია დრუზილა (ძვ. წ. 37 — ახ. წ. 14 წწ.)
დინასტია: იულიუს-კლავდიუსები
მამა: გაიუს ოქტავიუსი (ბიოლოგიური)
იულიუს კეისარი (მამობილი)
დედა: ატია ბალბა ცეზონია
რომის საიმპერატორო დინასტიები
იულიუს-კლავდიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ავგუსტუსი ძვ. წ. 27-ახ. წ. 14
ტიბერიუსი 14-37 წწ.
კალიგულა 37-41 წწ.
კლავდიუსი 41-54 წწ.
ნერონი 54-68 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
რომის რესპუბლიკა
მემკვიდრე
ოთხი იმპერატორის წელი

გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS;[კომ. 1][კომ. 2] დ. 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 ― გ. 19 აგვისტო, 14) — რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი. იმპერიას მართავდა ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წელს გარდაცვალებამდე.[კომ. 3]

დაიბადა, როგორც გაიუს ოქტავიანე პლებეური ოქტავიების ოჯახის ძველ და მდიდარ შტოში. მისი ბებიის ძმა, დედის მხრიდან, იულიუს კეისარი, ძვ. წ. 44 წელს მოკლეს და ოტავიანე, კეისრის ნებით, მის შვილობილად და მემკვიდრედ გამოცხადდა. მან, მარკუს ანტონიუსმა და მარკუს ლეპიდუსმა კეისრის მკვლელების გასანადგურებლად, მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბეს. ფილიპის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრიუმვირატის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს რომის რესპუბლიკა და მართავდნენ, როგორც სამხედრო დიქტატორები.[კომ. 4] ტრიუმვირატი, საბოლოოდ, მისი წევრების კონკურენტული ამბიციების გამო დაიშალა. ლეპიდუსი გააძევეს და მან თავისი სტატუსი დაკარგა, ხოლო ანტონიუსმა ძვ. წ. 31 წელს ოქტავიანესთან აქციუმის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი მოიკლა.

მეორე ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, ავგუსტუსმა აღადგინა თავისუფალი რესპუბლიკის გარეგანი ფასადი, როდესაც აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო კრების ძალაუფლება სენატს გადასცა, თუმცა, რეალურად, თავად შეინარჩუნა ავტორიტარული ძალაუფლება რესპუბლიკაზე, როგორც სამხედრო დიქტატორმა. კანონის თანახმად, ავგუსტუსი ფლობდა სენატის მიერ მისთვის სამუდამოდ მინიჭებულ მთელ რიგ უფლებამოსელებას, რაც მოიცავდა უმაღლესი მთავარსარდლის, ტრიბუნისა და ცენზორის თანამდებობებს. ავგუსტუსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა ფორმალურად რესპუბლიკური სახელმწიფოს სისტემა იმგვარად გარდაექმნა, რომ შეესაბამებინა საკუთარი ერთპიროვნული მმართველობისათვის. მან უარი თქვა მონარქიულ ტიტულებზე და სანაცვლოდ საკუთარ თავს პრინცეპს ცივიტატისი („სახელმწიფოს პირველი მოქალაქე“) უწოდა, შედეგად, სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც რომის იმპერიის პირველ ფაზას მოიცავს, პრინციპატის სახელით გახდა ცნობილი.

ავგუსტუსის მმართველობამ დასაბამი მისცა შედარებით მშვიდობიან ერას, რომელიც პაქს რომანას (რომაული მშვიდობა) სახელითაა ცნობილი. რომაული სამყარო ძირითადად, თავისუფალი იყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისაგან ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმპერიის ექსპანსიისათვის საზღვრებთან წარმოებული გამუდმებული ომებისა და საიმპერატორო მემკვიდრეობისათვის ატეხილი ერთწლიანი სამოქალაქო ომისა. ავგუსტუსმა მკვეთრად გააფართოვა იმპერიის საზღვრები: შეიერთა ეგვიპტე, დალმაცია, პანონია, ნორიკუმი და რეცია; გააფართოვა აფრიკული და გერმანული სამფლობელოები და დაასრულა ესპანეთის დაპყრობა.

საზღვრებს მიღმა, მან უზრუნველყო იმპერიის უსაფრთხოება ვასალი სახელმწიფოების ბუფერული რეგიონით და დიპლომატიის მეშვეობით პართიასთან მშვიდობას მიაღწია. მან გაატარა რომაული საგადასახადო სისტემის რეფორმა, განავითარა გზების ქსელი ოფიციალური საშიკრიკო სისტემითურთ, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, დააფუძნა პრეტორიანელთა გვარდია, შექმნა ოფიციალური პოლიცია და სახანძრო სამსახური რომისათვის და ხელახლა ააშენა ქალაქის დიდი ნაწილი საკუთარი მმართველობის პერიოდში.

ავგუსტუსი გარდაიცვალა ახ. წ. 14 წელს 75 წლის ასაკში. იგი ბუნებრივი სიკვდილით უნდა გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დაუდასტურებელი ჭორები, თითქოს მისმა ცოლმა, ლივიამ მოწამლა იმპერატორი. ავგუსტუსი ტახტზე შეცვალა მისმა შვილობილმა (ასევე, გერმა და ყოფილმა სიძემ) ტიბერიუსმა.

სექციების სია

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსი მის სიცოცხლეშივე მრავალი სახელით იყო ცნობილი:[კომ. 1]

  • დაბადებისას, მისი სახელი იყო გაიუს ოქტავიუსი მისი ბიოლოგიური მამის პატივსაცემად. ისტორიკოსები, მისი დაბადებიდან (ძვ. წ. 63 წ.) იულიუს კეისრის მიერ მის შვილობამდე (ძვ. წ. 44 წ.; კეისრის სიკვდილის შემდეგ), მას, ჩვეულებრივ, მოიხსენიებენ, როგორც უბრალოდ ოქტავიუსს (ან ოქტავიანეს).
  • კეისრის შვილად გამოცხადების შემდეგ, მან მიიღო მისი სახელი და გახდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანუსი[1] შვილად აყვანისას სახელის დარქმევის რომაული სტანდარტის მიხედვით. მან მალევე ჩამოაცილა „ოქტავიანუსი“ მის სახელს და ამ პერიოდში, თანამედროვენი მას, ჩვეულებრივ, „კეისარს“ უწოდებდნენ, თუმცა ისტორიკოსები ძვ. წ. 44-27 წლების პერიოდშიც ოქტავიანეს უწოდებენ.[2]
  • ძვ. წ. 42 წელს, ოქტავიანემ დაიწყო დივუს იულიუსის ტაძრის ან კეისრის კომეტის ტაძრის მშენებლობა[3] და თავის სახელს დივი ფილიუსი (ღვთაებრივის ძე) დაუმატა, რათა გაეძლიერებინა პოლიტიკური კავშირები კეისრის ყოფილ ჯარისკაცებთან კეისრის გაღმერთების მხარდაჭერით და გახდა გაიუს იულიუს კეისარი დივი ფილიუსი.
  • ძვ. წ. 38 წელს, ოქტავიანემ მისი პირადი სახელი (praenomen) „გაიუსი“ და გვარი ანუ ოჯახის სახელი (nomen) „იულიუსი“ იმპერატორით შეცვალა, ტიტულით, რომელსაც ჯარი თავის ლიდერს სამხედრო წარმატებების შემდეგ უწოდებდა და ოფიციალურად გახდა იმპერატორი კეისარი დივი ფილიუსი.
  • ძვ. წ. 27 წელს, მის მიერ მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას დამარცხების შემდეგ, რომის სენატმა მხარი დაუჭირა მისთვის ახალი ტიტულის მინიჭებას და ოფიციალურად გახდა იმპერატორი კეისარი დივი ფილიუს ავგუსტუსი.[კომ. 2] სწორედ ამ მოვლენების შემდეგ შეიძინა მან მისი ტრადიციული სახელი ავგუსტუსი, რომლითაც მოიხსენიებენ ისტორიკოსები ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წელს მის გარდაცვალებამდე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმცა მამამისის ოჯახი რომიდან, დაახლოებით, 40 კმ-ით დაშორებული ქალაქ ველეტრიდან იყო, ავგუსტუსი ქალაქ რომში დაიბადა ძვ. წ. 63 წლის 23 სექტემბერს.[4] იგი დაიბადა მცირე კარ-მიდამოში, ხარის თავებთან (ქუჩის ან კვარტლის სახელია), პალატინის ბორცვზე, რომის ფორუმთან ძალიან ახლოს. დაარქვეს გაიუს ოქტავიუს თურინუსი, მისი მესამე სახელი (cognomen), შესაძლოა, მამამისის მიერ ამბოხებულ მონათა რაზმზე თურინუმთან მოპოვებულ გამარჯვებას აღნიშნავდა.[5][6]

იმ პერიოდის რომის ხალხმრავალი ბუნების გამო, ოქტავიუსი აღსაზრდელად მამამისის მშობლიურ სოფელ ველეტრიში წაიყვანეს. ოქტავიუსი მამამისის ოჯახს მხოლოდ მოგონებებში აღნიშნავს მოკლედ. მისი დიდი პაპა მამის მხრიდან, გაიუს ოქტავიუსი, მეორე პუნიკური ომის დროს სამხედრო ტრიბუნი იყო სიცილიაში, პაპამისი კი რამდენიმე ადგილობრივ პოლიტიკურ თანამდებობაზე მსახურობდა. მამამისი, რომელსაც, ასევე, გაიუს ოქტავიუსი ერქვა, მაკედონიის გუბერნატორი იყო.[კომ. 5][7] დედამისი, ატია, იულიუს კეისრის დისშვილი იყო.[1]

ძვ. წ. 44 წლის დენარიუსი, რომელზეც გამოსახულია იულიუს კეისარი (ავერსზე) და ქალღმერთი ვენერა (რევერსზე)

ძვ. წ. 59 წელს, როდესაც ოქტავიანე 5 წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა.[8] დედამისი სირიის ყოფილ გუბერნატორ ლუციუს მარციუს ფილიპუსზე დაქორწინდა.[9] ფილიპუსი ამტკიცებდა, რომ ალექსანდრე მაკედონელის შთამომავალი იყო. ძვ. წ. 56 წელს იგი კონსულად აირჩიეს. ფილიპუსი არასდროს აქცევდა დიდ ყურადღებას ოქტავიანეს, რის გამოც, ეს უკანასკნელი, ბებიამ (იულიუს კეისრის დამ), იულია კეისარისმა გაზარდა.

ძვ. წ. 52 ან 51 წელს იულია კეისარისი გარდაიცვალა. ოქტავიანე ბებიის დაკრძალვაზე სახოტბო სიტყვით გამოვიდა.[10] ამ მომენტიდან დედა და მამინაცვალი მის აღზრდაში უფრო აქტიურად ჩაერთვნენ. ოთხი წლის შემდეგ, ძვ. წ. 47 წელს იგი toga virilis-ით შეიმოსა[11] და პონტიფიკების კოლეგიაშიც აირჩიეს.[12][13] მომდევნო წელს მას დაევალა ბერძნული თამაშების ზედამხედველობა, რომლებიც იულიუს კეისრის მიერ აშენებული ვენერა გენეტრიქსის ტაძრის პატივსაცემად გაიმართა.[13] ნიკოლოზ დამასკელის მიხედვით, ოქტავიანეს სურდა შეერთებოდა კეისრის შემადგენლობას მის აფრიკის კამპანიაში, თუმცა დედის პროტესტის გამო განზრახვაზე უარი თქვა.[14] ძვ. წ. 46 წელს დედა დასთანხმდა შეერთებოდა კეისარს ესპანეთში, სადაც იგი კეისრის მტრის, პომპეუსის ძალებთან ბრძოლას აპირებდა, თუმცა ოქტავიანე ავად გახდა და გამგზავრება ვეღარ შეძლო.

როდესაც გამომჯობინდა, ფრონტისაკენ ზღვით გაემართა, თუმცა გემი ჩაეძირა. მცირეოდენ მხლებლებთან ერთად ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ, კეისრის ბანაკამდე მისასვლელად მტრის ტერიტორია გადაკვეთა, რითაც მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა დედის ბიძაზე.[11] მარკუს ველეიუს პატერკულუსი გადმოგვცემს, რომ ამ ამბის შემდეგ, კეისარმა ყმაწვილკაცს საკუთარი ეტლი გაუზიარა.[15] რომში დაბრუნების შემდეგ, კეისარმა ვესტას ქურუმებთან ერთად, ახალი ანდერძი შეადგინა, სადაც ოქტავიანე მის პირველ ბენეფიციარად დაასახელა.[16]

გზა ძალაუფლებისაკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეისრის მემკვიდრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან-ლეონ ჟერომი, კეისრის სიკვდილი (1867). ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს, ოქტავიანეს მამობილი, იულიუს კეისარი, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და გაიუს კასიუს ლონგინუსის მეთაურობით, შეთქმულებმა მოკლეს. უოლტერსის ხელოვნების მუზეუმი, ბალტიმორი.

ოქტავიანე სწავლობდა და სამხედრო წვრთნებს გადიოდა აპოლონიაში (ილირია), როდესაც ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს იულიუს კეისარი მოკლეს. მან უარყო არმიის ზოგიერთი ოფიცრის რჩევა, რომ მაკედონიაში ჯარში მიეღო თავშესაფარი და გემით გაემართა იტალიაში, რათა დაედგინა ჰქონდა თუ არა მას რაიმე პოტენციური პოლიტიკური მომავალი ან უსაფრთხოება.[17] კეისარს არ ჰყავდა ცოცხალი ლეგიტიმური შვილები რომის კანონების შესაბამისად,[კომ. 6] ამიტომაც მან იშვილა დისშვილიშვილი ოქტავიანე და იგი თავის პირველ მემკვიდრედ აქცია.[18] მოგვიანებით, მარკუს ანტონიუსი აცხადებდა, რომ ოქტავიანემ შვილად აღიარება კეისრის საყვარლობით მოიპოვა, თუმცა სვეტონიუსი ანტონიუსის ამ ბრალდებას პოლიტიკური ცილისწამების ელფერით აღწერს.[19] ბრუნდისიუმის მახლობლად ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ, ოქტავიანემ შეიტყო კეისრის ანდერძის შინაარსი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო მისი როგორც პოლიტიკური, ასევე, ქონების ორი მესამედის მემკვიდრე.[13][17][20]

შვილად აყვანის შემდეგ, ოქტავიანემ მიიღო თავისი ბებიის ძმის სახელი გაიუს იულიუს კეისარი. რომის მოქალაქეები ახალი ოჯახის მიერ მათ შვილად გამოცხადების შემდეგ, ჩვეულებრივ, ინარჩუნებდნენ ძველ სახელს (nomen) ახალი ფორმით (cognomen) (მაგალითად, ოქტავიუსი ხდებოდა ოქტავიანუსი, ამელიუსი — ამელიანუსი და ა. შ.). თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მისი თანამედროვე ასე უწოდებდა,[21] არ არსებობს მტკიცებულება, რომ ოქტავიანე საკუთარ თავს ოდესმე ოქტავიანუსად მოიხსენიებდა, რაც მის მოკრძალებულ წარმოშობას ძალიან აშკარას გახდიდა.[22][23][24] ისტორიკოსები, როგორც წესი, ახალ კეისარს იულიუს კეისრის მიერ მის შვილად გამოცხადებიდან ძვ. წ. 27 წელს ავგუსტუსის ტიტულის მოპოვებამდე ოქტავიანეს უწოდებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა გარდაცვლილ დიქტატორსა და მის მემკვიდრეს შორის.[25]

ოქტავიანე ვერ დაეყრდნობოდა მის შეზღუდულ სახსრებს რომის პოლიტიკური იერარქიის მაღალ ეშელონებში წარმატებული შესვლისათვის.[26] ბრუნდისიუმთან კეისრის ჯარისკაცების მიერ გულთბილი მიღების შემდეგ,[27] ოქტავიანემ მოითხოვა იმ სახსრების ნაწილი, რომლებიც კეისარმა ახლო აღმოსავლეთში პართიასთან გამიზნული ომისათვის გამოყო.[26] ეს შეადგენდა 700 მილიონ სესტერცს, რომელიც ბრუნდისიუმთან ინახებოდა, მოსამზადებელ მიწაზე იტალიაში ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებისათვის.[28]

სენატის მიერ წარმოებული გვიანდელი გამოძიება საჯარო სახსრების გაუჩინარების გამოსაკვლევად, ოქტავიანეს არ შეხებია, რამდენადაც, მოგვიანებით, მან ეს ფული სენატის დაუძინებელი მტრის, მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ არმიის გაძლიერებისათვის გამოიყენა.[27] ოქტავიანემ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა იმავე ძვ. წ. 44 წელს, როდესაც ოფიციალური ნებართვის გარეშე მიითვისა რომის ახლო აღმოსავლეთის პროვინციის მიერ იტალიაში გაგზავნილი ყოველწლიური ხარკი.[23][29]

ოქტავიანემ დაიწყო თავისი პირადი ძალების გაძლიერება კეისრის ვეტერანი ლეგიონერებითა და პართიასთან ომისათვის გამიზნული ჯარებით; მხარდაჭერის მოპოვება თავისი, როგორც კეისრის მემკვიდრის სტატუსის ხაზგასმით.[17][30] მისი მარშისას რომზე იტალიის გავლით, ოქტავიანემ მრავალი მომხრე შეიძინა კამპანიაში დისლოცირებული კეისრის ყოფილი ვეტერანებისაგან.[23] ივნისისათვის მას შეგროვებული ჰყავდა 3 000 ერთგული ვეტერანისაგან შემდგარი არმია, რომელთაგან თითოეულს 500 დინარს უხდიდა.[31][32][33]

დაძაბულობა მატულობს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ოქტავიანეს ქანდაკება, თარიღდება ძვ. წ. 30 წლით.

ძვ. წ. 44 წლის 6 მაისს[23] რომში ჩასულმა ოქტავიანემ აღმოაჩინა, რომ კონსულ მარკუს ანტონიუსს, კეისრის ყოფილი კოლეგას, დიქტატორის მკვლელებთან უხერხული ზავი ჰქონდა დადებული. მათ 17 მარტს საერთო ამნისტია მიიღეს, თუმცა ანტონიუსმა მიაღწია მათი უმეტესობის რომიდან განდევნას.[23] ეს გამოწვეული იყო კეისრის დაკრძალვაზე მისი „მგზნებარე“ სახოტბო სიტყვით, რამაც საზოგადოების აზრი მკვლელების წინააღმდეგ განაწყო.[23]

ანტონიუსი პოლიტიკურ მხარდაჭერას იხვეჭდა, თუმცა ოქტავიანეს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი კონკორენცია გაეწია მისთვის, როგორც კეისრის მხარდამჭერი ძალების მოწინავე წევრს. მარკუს ანტონიუსმა მრავალი რომაელისა და კეისრის მომხრის მხარდაჭერა დაკარგა, როდესაც, თავდაპირველად, კეისრისათვის ღვთაებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ წავიდა.[34] ოქტავიანემ ვერ შეძლო ანტონიუსის დაყოლიება, რომ კეისრის ფული მისთვის დაეთმო. ზაფხულის განმავლობაში, მან შეძლო კეისრის მომხრეთა მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა ეს ის კატეგორია იყო, რომელმაც ახალგაზრდა მემკვიდრე ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია და მისით მანიპულაციის იმედი ჰქონდა ან მათი ძალისხმევისას ანტონიუსისაგან თავის დასაღწევად მისი მიმხრობა სურდათ.[35]

ოქტავიანემ დაიწყო საერთო ენის გამონახვა ოპტიმატებთან, კეისრის ყოფილ მტრებთან. სექტემბერში, ოპტიმატების ლიდერმა, ორატორმა მარკუს ტულიუს ციცერონმა, ორატორულ სიტყვათა სერიაში, ანტონიუსზე თავდასხმები დაიწყო, სადაც მას რესპუბლიკური წყობისათვის სახიფათოდ წარმოაჩენდა.[36][37] რადგანაც რომში საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ ტრიალდებოდა და ამასთან, მისი კონსულობის წელიც დასასრულს უახლოვდებოდა, ანტონიუსი შეეცადა კანონების მიღებას, რომლებიც მას ციზალპურ გალიაზე კონტროლს მიანიჭებდნენ, რომელიც მისი პროვინციის ნაწილად იყო დადგენილი დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსის, კეისრის ერთ-ერთი მკვლელის მიერ.[38][39]

ამასობაში, ოქტავიანემ შექმნა პირადი არმია იტალიაში კეისრის ვეტერანების გაწვევით და 28 ნოემბერს მიიმხრო ანტონიუსის ორი ლეგიონი ფულადი მოგების მაცდური შეთავაზებით.[40][41][42] ოქტავიანეს დიდი და უნარიანი არმიის სახით, ანტონიუსმა რომში დარჩენის საფრთხე დაინახა და სენატის დახმარებით, ციზალპურ გალიაში გაიქცა, რომელიც მას 1 იანვარს უნდა გადასცემოდა.[42]

პირველი კონფლიქტი ანტონიუსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსის ბიუსტი რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში

დეციმუს ბრუტუსმა ციზალპური გალიის დათმობაზე უარი განაცხადა, ამიტომაც, ანტონიუსმა იგი მუტინაში ალყაში მოაქცია.[43] ანტონიუსმა არაფრად ჩააგდო სენატის მიღებული რეზოლუციები, რომლებიც ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რამდენადაც, სენატს არ ჰყავდა საკუთარი არმია რომ მას დაპირისპირებოდა. ამ ფაქტმა მშვენიერი შესაძლებლობა შეუქმნა ოქტავიანეს, რომელსაც, როგორც უკვე ცნობილი იყო, შეიარაღებული ძალები ჰყავდა.[41] ციცერონმა, ასევე, დაიცვა ოქტავიანე ანტონიუსის დაცინვებისაგან, რომლებიც ოქტავიანეს ნაკლებადკეთილშობილურ წარმოშობასა და მის მიერ იულიუს კეისრის სახელით სარგებლობას შეეხებოდა, როდესაც განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვყავს ტრადიციული ღვთისმოსაობის უფრო ბრწყინვალე მაგალითი ჩვენ ახალგაზრდებს შორის“.[44]

ციცერონის დაჟინებული მოთხოვნით, სენატმა ოქტავიანეს ოფიციალურად მიანიჭა სენატორის თანამდებობა ძვ. წ. 43 წლის 1 იანვარს, ამასთან, მას იმის უფლებაც მიეცა, რომ ყოფილ კონსულებთან ერთად ეყარა კენჭი.[41][42] გარდა ამისა, ოქტავიანეს მიენიჭა propraetor imperium (სარდლის ძალაუფლება), რამაც კანონიერი გახადა მისი მბრძანებლობა ჯარებზე. ამის შემდეგ, ოქტავიანე ჰირციუსსა და პანსასთან (ძვ. წ. 43 წლის კონსულები) ერთად, მოალყეებთან საბრძოლველად გაიგზავნა.[41][45] ძვ. წ. 43 წლის აპრილში ანტონიუსის ძალები ფორუმ გალორუმისა და მუტინის ბრძოლებში დამარცხდნენ, რამაც ანტონიუსი აიძულა ციზალპურ გალიაში დაეხია. ბრძოლებში ორივე კონსული მოკლეს და ოქტავიანე მათი არმიების ერთადერთ სარდლად დარჩა.[46][47]

სენატმა ანტონიუსის დამარცხებისათვის ოქტავიანეზე მეტად დეციმუს ბრუტუსი დააჯილდოვა, შემდეგ კი სცადა კონსულთა ლეგიონების სარდლობაც მისთვის გადაეცა, თუმცა ოქტავიანემ გადაწყვიტა უარი ეთქვა თანამშრომლობაზე.[48] პირიქით, ოქტავიანე დარჩა პოს ხეობაში და უარი განაცხადა კიდევ რაიმე სახით დახმარებოდა ანტონიუსის წინააღმდეგ შეტევებს.[49] ივლისში, მის მიერ გაგზავნილი ცენტურიონთა ელჩობა რომში ჩავიდა და მოითხოვა, რომ ოქტავიანეს მიეღო ჰირციუსისა და პანსას გარდაცვალებით ვაკანტურად დარჩენილი კონსულობა.[50]

ოქტავიანემ, აგრეთვე, მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო დეკრეტი, რომელიც ანტონიუსს სახალხო მტრად აცხადებდა.[49] როდესაც ამაზე უარი მიიღო, იგი რვა ლეგიონით გაემართა ქალაქისაკენ.[49] რომში მას არავითარ სამხედრო ოპოზიციას არ დაპირისპირებია და ძვ. წ. 43 წლის 19 აგვისტოს არჩეულ იქნა კონსულად მის ნათესავ კვანტიუს პედიუსთან, როგორც თანაკონსულთან ერთად.[51][52] ამასობაში, ანტონიუსმა კავშირი შეკრა მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან, კეისრის მომხრეთა კიდევ ერთ ლიდერთან.[53]

მეორე ტრიუმვირატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროსკრიფციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაული აურეუსი, რომელზეც გამოსახულია მარკუს ანტონიუსისა (მარცხნივ) და ოქტავიანეს (მარჯვნივ) პორტრეტები, გამოშვებულია ძვ. წ. 41 წელს ძვ. წ. 43 წელს ოქტავიანეს, ანტონიუსისა და ლეპიდუსის მიერ მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების აღსანიშნავად. ორივე მხარეს გამოსახულია წარწერა „III VIR R P C“, რაც ნიშნავს „ერთ-ერთი სამი კაციდან რესპუბლიკის რეგულირებისათვის“.[54]

ძვ. წ. 43 წლის ოქტომბერში, ბოლონიის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე, ოქტავიანემ, ანტონიუსმა და ლეპიდუსმა ჩამოაყალიბეს ხუნტა, რომელიც მეორე ტრიუმვირატის სახელითაა ცნობილი.[55][56] არაოფიციალური პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, რომელიც პომპეუსის, იულიუს კეისრისა და კრასუსის მიერ იყო შექმნილი, მათ ეს სპეციალური ძალაუფლება ხუთი წლით მიენიჭათ და პლებსის მიერ მიღებული კანონით იყო მხარდაჭერილი.[55][57] ტრიუმვირებმა შეადგინეს პროსკრიფციები,[56] რომლებშიც მოხვდა 300 სენატორი და 2 000 მხედარი. ისინი კანონგარეშეებად გამოაცხადეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, სიცოცხლეს გამოასალმეს.[58]

შეფასება, რომ პროსკრიფცირებული იყო 300 სენატორი, აპიანეს მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა მისი ადრეული თანამედროვე ლივიუსი აცხადებს, რომ სიებში მხოლოდ 130 სენატორი მოხვდა.[59] ტრიუმვირთა მიერ ამ განკარგულების გამოცემა განპირობებული იყო ფულის მოგროვების საჭიროებით, რომელიც მათი ჯარებისათვის უნდა გადაეხადათ კეისრის მკვლელებთან, მარკუს იუნიუს ბრუტუსსა და გაიუს კასიუს ლონგინუსთან მოახლოებულ კონფლიქტში.[60] სიაში მყოფთა შეპყრობაზე დაწესებული ჯილდოები რომაელებს პროსკრიფცირებულთა დაკავების სტიმულს აძლევდნენ, თუმცა შეპყრობილთა ქონებასა და სახსრებს ტრიუმვირატის წევრები იტაცებდნენ.[58]

მოვლენათა თანამედროვე რომაელი ისტორიკოსები ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს იძლევიან იმის შესახებ, თუ ტრიუმვირატის რომელი წევრი უფრო მეტად იყო პასუხისმგებელი პროსკრიფციებსა და მკვლელობებზე, თუმცა წყაროები თანხმდებიან იმაზე, რომ პროსკრიფციების დაწესება სამივე მხარისათვის პოლიტიკური მტრების განადგურების საშუალება იყო.[61] მარკუს ველეიუს პატერკულუსი ამტკიცებს, რომ ოქტავიანე ეწინააღმდეგებოდა ჩინოვნიკებზე პროსკრიფციების დაწესებას და ამ წამოწყებაში ანტონიუსი და ლეპიდუსი იყვნენ დამნაშავეები.[62] დიონ კასიუსი იცავს ოქტავიანეს და ცდილობს რაც შეიძლება დაზოგოს იგი, ხოლო ანტონიუსსა და ლეპიდუსს, რომლებიც პოლიტიკაში მასზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, უფრო მეტ მტერთან ჰქონდათ ანგარიში გასასწორებელი.[62]

ამ აზრს არ იზიარებს აპიანე, რომელიც ამტკიცებს, რომ ოქტავიანეს მტრების განადგურების იმდენივე ინტერესი ჰქონდა, რამდენიც ანტონიუსსა და ლეპიდუსს.[63] სვეტონიუსი შემთხვევას იმგვარად წარმოაჩენს, რომ თუმცა ოქტავიანე, თავდაპირველად, ჩინოვნიკთა პროსკრიფცირებას წინააღმდეგობას უწევდა, საკუთარ მტრებს დანარჩენ ტრიუმვირებზე მეტი სიმკაცრით დევნიდა.[61] პლუტარქე პროსკრიფციებს წარმოადგენს, როგორც მეგობრებისა და ოჯახის წევრების ულმობელ და სასტიკ გაწირვას ანტონიუსის, ლეპიდუსისა და ოქტავიანეს მხრიდან. მაგალითად, ოქტავიანე დათანხმდა მისი მოკავშირის, ციცერონის პროსკრიფცირებას, ანტონიუსი — ბიძის (დედის მხრიდან), ლუციუს იულიუს კეისრის (კონსული ძვ. წ. 64 წელს), ხოლო ლეპიდუსი — ძმის, პაულუსისას.[62]

ძვ. წ. 18 წლის დინარი. ავერსი: CAESAR AVGVSTVS (კეისარ ავგუსტუსი); რევერსი: DIVVS IVLIV[S] (ღვთაებრივი იულიუსი)

ფილიპის ბრძოლა და ტერიტორიის გადანაწილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 42 წლის 1 იანვარს სენატმა იულიუს კეისარი, სიკვდილის შემდგომ, აღიარა რომის სახელმწიფოს ღმერთად, დივუს იულიუსად. ოქტავიანეს საშუალება მიეცა უფრო გაემყარებინა პოზიციები იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ იგი დივი ფილიუსი, „ღვთაებრივის ძე“ იყო.[64] ამის შემდეგ, ანტონიუსმა და ავგუსტუსმა 28 ლეგიონი გაგზავნეს ზღვით ბრუტუსისა და კასიუსის არმიებთან საბრძოლველად, რომლებიც საბერძნეთში იყვნენ გამაგრებულები.[65] ძვ. წ. 42 წლის ოქტომბერში, ფილიპისთან გამართულ ორ ბრძოლაში კეისრელების არმიამ გაიმარჯვა და ბრუტუსმა და კასიუსმა თავი მოიკლეს. მოგვიანებით, მარკუს ანტონიუსმა ამ ბრძოლების მაგალითები ოქტავიანეს დასამცირებლად გამოიყენა, რადგანაც ორივე ბრძოლაში გამარჯვებისათვის გადამწყვეტი როლი სწორედ ანტონიუსის ძალებმა ითამაშეს.[66] ორივე გამარჯვებაში საკუთარი დამსახურების მტკიცების გარდა, ანტონიუსმა ოქტავიანე ლაჩრადაც გამოაცხადა, რადგანაც ამ უკანასკნელმა უშუალო სამხედრო კონტროლი მარკუს ვიფსანიუს აგრიპას გადასცა.[66]

ფილიპის ბრძოლის შემდეგ, მეორე ტრიუმვირატის წევრებს შორის ახალი ტერიტორიული გადანაწილება მოხდა. გალია, ესპანეთის პროვინციები და იტალია ოქტავიანეს გადაეცა. ანტონიუსი აღმოსავლეთში, ეგვიპტეში, მოგზაურობდა, სადაც მან მოკავშირე შეიძინა დედოფალ კლეოპატრა VII-ის, კეისრის ყოფილი საყვარლისა და მისი ჩვილი ვაჟის, კესარიონის დედის სახით.[67] მის მიერ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულ ლეპიდუსს აფრიკის პროვინციაღა დარჩა, როდესაც ანტონიუსმა ესპანეთი მის ნაცვლად ოქტავიანეს დაუთმო.[68]

ოქტავიანეს გადასაწყვეტი გახდა, თუ იტალიაში სად დაესახლებინა მაკედონიის კამპანიის ათიათასობით ვეტერანი, რომელთაც ტრიუმვირებმა დათხოვნის პირობა მისცეს. ათეულობით ათასეულები, რომლებიც ბრუტუსსა და კასიუსთან ერთად რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდნენ, ადვილად შეიძლებოდა ოქტავიანეს პოლიტიკური ოპონენტების მოკავშირეები გამხდარიყვნენ, თუ იგი ამაზე არ იზრუნებდა, ისინი, აგრეთვე, მიწასაც საჭიროებდნენ.[68] რადგანაც ჯარისკაცების დასასახლებლად მთავრობას მეტი მიწა აღარ გააჩნდა, ოქტავიანეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია: ან გაენაწყენებინა რომის ბევრი მოქალაქე მათთვის მიწების კონფისკაციით ან გაენაწყენებინა მრავალი რომაელი ჯარისკაცი, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ოპოზიცია გაეწიათ მისთვის რომის ცენტრში. ოტავიანემ პირველი აირჩია.[69] ახალი დასახლებები 18 რომაულ ქალაქს შეეხო, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად ან ნაწილობრივ გაასახლეს.[70]

აჯანყება და საქორწინო კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ოქტავიანემ თავისი ჯარისკაცები დაასახლა, ფართოდ გავრცელდა უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც ბევრი შეაგულიანა ლუციუს ანტონიუსის მხარე დაეჭირა, რომელიც მარკუს ანტონიუსის ძმა იყო სენატის უმრავლესობის მხარდაჭერასაც ფლობდა.[70] ამასობაში, ოქტავიანემ მისი პირველი ცოლისაგან, მარკუს ანტონიუსის ცოლის, ფულვიასა და მისი პირველი ქმრის, პუბლიუს კლოდიუს პულქერის ქალიშვილისაგან, კლოდია პულქრასაგან, განქორწინება ითხოვა. მან კლოდია დედამისთან დააბრუნა იმის მტკიცებით, რომ მათი ქორწინება რეალური ძალის მქონე არც არასდროს ყოფილა. ფულვიამ მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა. ლუციუს ანტონიუსთან ერთად, მან იტალიაში არმია გააძლიერა ოქტავიანეს წინააღმდეგ ანტონიუსის უფლებებისათვის საბრძოლველად. ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანეს წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო ავანტიურა წამოიწყეს, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რომაული არმია ჯამაგირისათვის კვლავ ტრიუმვირებს დაექვემდებარა.[70] ლუციუსი და მისი მოკავშირეები პერუზიის (თანამედროვე პერუჯა) თავდაცვითი ალყისას დამარცხდნენ, სადაც, ძვ. წ. 40 წლის დასაწყისში ოქტავიანემ მათ დანებება აიძულა.[70]

ლუციუსი, თავის არმიასთან ერთად, ანტონიუსის ნათესაობის გამო გადარჩა, ხოლო ფულვია სიკიონში გადაასახლეს.[71] ლუციუსისადმი ლოიალურად განწყობილი მასების მიმართ ოქტავიანეს გულმოწყალეობა არ გამოუჩენია; 15 მარტს, იულიუს კეისრის მკვლელობის წლისთავზე, მან ლუციუსის მოკავშირეობისათვის, 300 სენატორი და მხედარი სიკვდილით დასაჯა.[72] პერუზია, სხვათა გასაფრთხილებლად, გაძარცვეს და გადაწვეს კიდევაც.[71] ამ სისხლიანმა ღონისძიებამ, რომელსაც პოეტ სექსტუს პროპერციუსის მსგავსი მრავალი პიროვნება აკრიტიკებდა, ოქტავიანეს რეპუტაცია შელახა.[72]

ფრესკული მხატვრობა ავგუსტუსის სახლიდან, რომელიც მის რეზიდენციას წარმოადგენდა იმპერატორობისას.

სექსტუს პომპეუსი პირველი ტრიუმვირატის წევრის, პომპეუსის ვაჟი იყო და იულიუს კეისრის მიერ მამამისზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც განდგომილ სარდლად რჩებოდა. ძვ. წ. 39 წელს მეორე ტრიუმვირატთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, იგი სიცილიასა და სარდინიაზე დამკვიდრდა.[73] ანტონიუსი და ოქტავიანე ერთმანეთს ეცილებოდნენ პომპეუსთან მოკავშირეობას, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო.[72] ძვ. წ. 40 წელს ოქტავიანემ შეძლო დროებითი ალიანსის მიღწევა, როდესაც დაქორწინდა სკრიბონიაზე, სექსტუს პომპეუსის მხარდამჭერისა და სიმამრის, ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილზე.[72] სკრიბონიამ ოქტავიანეს მისი ერთადერთი ბიოლოგიური შვილი, იულია, გაუჩინა, რომელიც იმავე დღეს დაიბადა, როდესაც ოქტავიანე ლივია დრუზილაზე დასაქორწინებლად გაეყარა მას ქორწინებიდან წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ.[72]

ეგვიპტეში ყოფნისას, ანტონიუსი კლეოპატრასთან სასიყვარულო ურთიერთობით იყო დაკავებული და მასთან სამი შვილიც ეყოლა.[კომ. 7] ოქტავიანესთან ურთიერთობის გაურესების გამო, ანტონიუსმა დატოვა კლეოპატრა და ძვ. წ. 40 წელს იტალიაში დიდ არმიასთან ერთად ჩავიდა, რათა ოქტავიანეს დაპირისპირებოდა და ბრუნდისიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, ასევე, ანტონიუსის უუნარობა თავდაცვაში. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებად ჩამოყალიბდნენ, უარი თქვეს ბრძოლაზე კეისართან დაკავშირებული მიზეზებით.[74][75] ამასობაში, სანამ ანტონიუსი ცოლთან, ფულვიასთან შესახვედრად სიკიონში, მიემართებოდა, ეს უკანასკნელი უეცარი ავადმყოფობით გარდაიცვალა. ფულვიას სიკვდილმა და მათი ცენტურიონების აჯანყებამ დარჩენილ ორ ტრიუმვირს შერიგებისაკენ უბიძგა.[74][75]

ძვ. წ. 40 წლის შემოდგომაზე ოქტავიანემ და ანტონიუსმა ბრუნდისიუმის ზავი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ლეპიდუსი უნდა დარჩენილიყო აფრიკაში, ანტონიუსი — აღმოსავლეთში, ოქტავიანე კი — დასავლეთში. იტალიის ნახევარკუნძული სამივე მათგანისათვის ღიად რჩებოდა ჯარისკაცების ასაყვანად, თუმცა აღმოსავლეთში მყოფი ანტონიუსისათვის ეს დებულება გამოუსადეგარი იყო.[74] ალიანსში ანტონიუსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, ძვ. წ. 40 წლის ბოლოსათვის, ოქტავიანემ ამ უკანასკნელს, თავისი და, ოქტავია უმცროსი მიათხოვა.[74] მათი ქორწინებისას, ოქტავიას ორი ქალიშვილი ეყოლა, რომლებიც ანტონია უფროსისა და ანტონია უმცროსის სახელებით არიან ცნობილნი.

ომი პომპეუსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სექსტუს პომპეუსის დინარი, რომელიც ოქტავიანეს ფლოტზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავადაა მოჭრილი. ავერსზე გამოსახულია ფარუს მესინელი, რომელმაც დაამარცხა ოქტავიანე, რევერსზე კი — ურჩხული სკილა.

პომპეუსი დაემუქრა იტალიაში მყოფ ოქტავიანეს, როდესაც ხმელთაშუა ზღვის გავლით ნახევარკუნძულისაკენ გემებით მარცვლეულის გადაზიდვაზე უარი თქვა. პომპეუსის ვაჟი საზღვაო მეთაურის სტატუსით ხელმძღვანელობდა ძალისხმევას, რომელიც იტალიაში ფართომასშტაბიანი შიმშილობის გამოწვევისაკენ იყო მიმართული.[75] ზღვაზე ბატონობამ პომპეუსი წააქეზა მიეღო სახელი ნეპტუნი ფილიუსი, „ნეპტუნის ძე“.[76] ძვ. წ. 39 წელს, მიზენუმის ზავით, დროებითი მშვიდობა დამყარდა; იტალიის ბლოკადა მოიხსნა, მას შემდეგ, რაც ოქტავიანემ პომპეუსს სარდინია, კორსიკა, სიცილია და პელოპონესი გადასცა და ძვ. წ. 35 წლისათვის კონსულის თანამდებობის დაკავების პირობაც მისცა.[75][76]

ტრიუმვირატსა და სექსტუს პომპეუსს შორის არსებული ტერიტორიული შეთანხმების რღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ძვ. წ. 38 წლის 17 იანვარს ოქტავიანე გაეყარა სკრიბონიას და ცოლად შეირთო ლივია.[77] პომპეუსის ერთ-ერთმა საზღვაო მეთაურმა უღალატა მას და კორსიკა და სარდინია ოქტავიანეს გადასცა. პომპეუსთან მარტო დასაპირისპირებლად, ოქტავიანე რესურსების ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომაც მიღწეულ იქნა შეთანხმება მეორე ტრიუმვირატის არსებობის კიდევ ხუთი წლის პერიოდით გახანგრძლივებისათვის, რომელიც ძვ. წ. 37 წლიდან აითვლებოდა.[57][78]

ოქტავიანეს მხარდაჭერით ანტონიუსი მოელოდა, რომ პართიის წინააღმდეგ საკუთარი კამპანიისათვის მის მხარდაჭერას მოიპოვებდა, რათა ძვ. წ. 53 წელს კარესთან რომის დამარცხებისათვის შური ეძია.[78] ტარენტუმთან მიღწეული შეთანხმებით, ანტონიუსს პომპეუსის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ოქტავიანესათვის უნდა გადაეცა 120 გემი, ხოლო ოქტავიანეს ანტონიუსისათვის უნდა გაეგზავნა 20 000 ლეგიონერი პართიის წინააღმდეგ საბრძოლველად.[79] ოქტავიანემ დაპირებულის მხოლოდ მეათედი გაგზავნა, რაც ანტონიუსმა საერთაშორისო პროვოკაციად მიიჩნია.[79]

ძვ. წ. 36 წელს, ოქტავიანემ და ლეპიდუსმა სექსტუსის წინააღმდეგ სიცილიაში ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს.[80] ოქტავიანეს უკუსვლების მიუხედავად, მხედართმთავარმა აგრიპამ 3 სექტემბერს, ნავლოქოსის ბრძოლაში, თითქმის მთლიანად გაანადგურა პომპეუსის საზღვაო ფლოტი.[81] სექსტუსი, თავის დარჩენილ ძალებთან ერთად, აღმოსავლეთში გაიქცა, სადაც, მომდევნო წელს, მილეტში შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა ანტონიუსის ერთ-ერთმა სარდალმა.[81] მას შემდეგ, რაც ოქტავიანემ და ლეპიდუსმა პომპეუსის ძალების კაპიტულაცია მიიღეს, ამ უკანასკნელმა სიცილიის დაუფლება სცადა და ოქტავიანეს წასვლა მოსთხოვა,[81] თუმცა, იგი საკუთარმა ჯარებმა მიატოვეს და ოქტავიანეს მიემხრნენ, მას შემდეგ, რაც ბრძოლით დაღლილებმა მისგან ფულის შეთავაზება მიიღეს.[81]

ლეპიდუსი ჩაბარდა ოქტავიანეს. მას ნება დართეს შეენარჩუნებინა პონტიფექს მაქსიმუსის (ქურუმთა კოლეგიის ხელმძღვანელი) სტატუსი, თუმცა გაირიცხა ტრიუმვირატიდან, მისი საჯარო კარიერა დასრულდა და გადასახლებულ იქნა იტალიაში, ვილა კაპე ცირცეიაში.[60][81] ამჯერად, რომის სამფლობელოები გადანაწილდა ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის; პირველს დასავლეთი ნაწილი შეხვდა, მეორეს კი — აღმოსავლეთი.[1][67] ოქტავიანემ უზრუნველყო რომის მოქალაქეთა საკუთრების უფლებები, რათა შეენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა იმპერიის საკუთარ ნაწილში. ამჯერად, მან თავისი დათხოვნილი ჯარისკაცები იტალიის გარეთ დაასახლა, ასევე, მათ პირვანდელ რომაელ მფლობელებს დაუბრუნა ის 30 000 მონა, რომლებიც იმისთვის გაიქცნენ, რომ პომპეუსის არმიასა და ფლოტს შეერთებოდნენ.[82] რომში დაბრუნების შემდეგ, ოქტავიანემ თავისთვის, აგრეთვე, ცოლისა და დისთვისაც, სენატს ტრიბუნალური იმუნიტეტი მიანიჭებინა, რათა უზრუნველეყო თავისი პირადი და ლივიასა და ოქტავიას უსაფრთხოება.[83]

ომი ანტონიუსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიუსი და კლეოპატრა, ლოურენს ალმა-ტადემა

ამასობაში, ანტონიუსის კამპანია პართიის წინააღმდეგ, სრული კრახით წარიმართა: მისი, როგორც ლიდერის სახე შეილახა და ოქტავიანეს მიერ მასთან გაგზავნილი 2 000 ლეგიონერი ძლივს აღმოჩნდა საკმარისი მისი ძალების შესავსებად.[84] მეორე მხრივ, კლეოპატრამ მოახერხა ანტონიუსის არმიის სრულად აღდგენა. ანტონიუსს უკვე აკავშირებდა სასიყვარულო ურთიერთობა მასთან, ამიტომაც გადაწყვიტა კანონიერი ცოლი, ოქტავია, უკან, რომში გაეგზავნა.[85] ოქტავიანემ ეს ფაქტი გამოიყენა კამპანიის ასაგორებლად, რომ ანტონიუსი სულ უფრო „ნაკლებად რომაელი“ ხდებოდა, რადგანაც მან მიატოვა კანონიერი ცოლი „აღმოსავლელი საყვარლის“ გამო.[86] ძვ. წ. 36 წელს ოქტავიანემ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები, რათა საკუთარი თავი ნაკლებ ავტორიტარულად, ხოლო ანტონიუსი კიდევ უფრო უარყოფითად წარმოეჩინა და განაცხადა, რომ სამოქალაქო ომი დასასრულს უახლოვდებოდა და რომ იგი ტრიუმვირის თანამდებობიდან გადადგებოდა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანტონიუსიც იმავეს გააკეთებდა. ანტონიუსმა უარი განაცხადა.[87]

რომის ჯარებმა დაიპყრეს სომხეთის სამეფო და ანტონიუსმა თავისი ვაჟი, ალექსანდრე ჰელიოსი მის მმართველად დანიშნა. ასევე, მან კლეოპატრას „მეფეთა დედოფლის“ ტიტული უბოძა. მისი ეს ქმედებები ოქტავიანემ სენატის დასარწმუნებლად გამოიყენა, რომ ანტონიუსს რომის უპირატესობის დაკნინების ამბიციები ჰქონდა.[86] ძვ. წ. 33 წლის 1 იანვარს ოქტავიანე კიდევ ერთხელ გახდა კონსული და სენატის მომდევნო სესია ანტონიუსის მიერ ტიტულებისა და ტერიტორიების მის ნათესავებსა და დედოფალზე გადაცემის ფაქტებზე გაბედული თავდასხმით გახსნა.[88]

ანტონიუსისა და ოქტავიანეს დაპირისპირებამ აიძულა სენატორთა დიდი ნაწილი, ისევე, როგორც იმ წლის ორივე კონსული, დაეტოვებინათ რომი და ანტონიუსთან გაქცეულიყვნენ, თუმცა, ძვ. წ. 32 წლის შემოდგომაზე ოქტავიანემ ანტონიუსისაგან გამოქცეული ორი პიროვნება მიიღო: მუნაციუს პლანკუსი და მარკუს ტიტიუსი,[89] რომლებმაც ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მას ანტონიუსისათვის მანამდე წაყენებული ყველა ბრალდების სიმართლეში სენატის დასარწმუნებლად სჭირდებოდა.[90]

ოქტავიანე ძალით შეიჭრა ვესტას ტაძარში და ხელში ჩაიგდო ანტონიუსის საიდუმლო ანდერძი, რომელიც მან დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა. ანდერძი რომის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს როგორც სამეფოს, მის ვაჟებს გადასცემდა სამართავად და ალექსანდრიას მისი და მისი დედოფლის დასაკრძალავ ადგილად განსაზღვრავდა.[91][92] ძვ. წ. 32 წელს სენატმა ოფიციალურად გაუუქმა ანტონიუსს კონსულის უფლებამოსილება და ომი გამოუცხადა კლეოპატრას რეჟიმს ეგვიპტეში.[93][94][67]

აქციუმის ბრძოლა, ლოურენს ა კასტრო, შესრულებულია 1672 წელს, ეროვნული საზღვაო მუზეუმი, ლონდონი

ძვ. წ. 31 წლის დასაწყისში ანტონიუსი და კლეოპატრა დროებით საბერძნეთში იმყოფებოდნენ, როდესაც ოქტავიანემ წინასწარი გამარჯვება მოიპოვა: მისმა ფლოტმა, აგრიპას მეთაურობით, წარმატებით განალაგა ძალები ადრიატიკის ზღვის გასწვრივ.[95] აგრიპამ ანტონიუსისა და კლეოპატრას ძირითადი ძალები საზღვაო მომარაგების მარშრუტებისაგან მოწყვიტა, ხოლო ოქტავიანე კუნძულ კერკირას საპირისპიროდ მატერიკზე გადმოჯდა და სამხრეთისაკენ დაიძრა.[95] ზღვასა და ხმელეთზე ხაფანგში მოქცეული ანტონიუსის არმიიდან დეზერტირები ოქტავიანეს მხარეს გადადიოდნენ, როდესაც ამ უკანასკნელის ძალები ისედაც სრულიად საკმარისი იყო ბრძოლისათვის მოსამზადებლად.[95]

ანტონიუსის ფლოტი აქციუმის ყურის გავლით საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე გაემართა. ეს ქმედება საზღვაო ბლოკადის გარღვევის სასოწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენდა. აქ, 2 სექტემბერს, აქციუმის ბრძოლაში, ის შეეჯახა ბევრად დიდ ფლოტს, რომელიც უფრო მცირე ზომისა და ბევრად მანევრირებადი გემებისაგან შედგებოდა და აგრიპა და გაიუს სოზიუსი მეთაურობდნენ.[96] ანტონიუსი და მისი დარჩენილი ძალები იხსნა მხოლოდ კლეოპატრას ფლოტის თავზეხელაღებულმა ძალისხმევამ, რომელიც მახლობლად იცდიდა.[97]

ოქტავიანე გამოედევნა მოწინააღმდეგეებს და ძვ. წ. 30 წლის 1 აგვისტოს ალექსანდრიასთან დაამარცხა მათი ძალები, რის შემდეგაც, ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. ანტონიუსი საკუთარ ხმალზე წამოეგო. მისმა ჯარისკაცებმა იგი ალექსანდრიაში გადაიყვანეს, სადაც ის კლეოპატრას მკლავებში გარდაიცვალა. კლეოპატრა მცირე ხნის შემდეგ მოკვდა, საზოგადო აზრით, ასპიტის ნაკბენის ან საწამლავის საშუალებით.[98] ოქტავიანე ეფექტურად იყენებდა კეისრის მემკვიდრის სტატუსს საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად, ამდენად, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რამდენად სახიფათო იქნებოდა სხვისთვისაც რომ იგივეს გაკეთების უფლება მიეცა, ამიტომაც, იგი მიჰყვა არიუს დიდიმუსის რჩევას, რომ „ორი კეისარი ერთად ძალიან ბევრია“ და ბრძანა კესარიონის (იულიუს კეისრის ვაჟი კლეოპატრასაგან) მოკვლა,[99] ხოლო კლეოპატრას შვილებს ანტონიუსისაგან, უფროსი ვაჟის გამოკლებით, შემწყნარებლურად მოექცა.[100][101]

თავდაპირველად, ოქტავიანემ მცირეოდენი შებრალება გამოიჩინა დანებებული მტრების მიმართ და თუმცა ამგვარი ქცევის არაპოპულარულობა რომაელებს შორის დამტკიცებული იყო, აქციუმის ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგეთა შეწყალებით მან რეპუტაციის განმტკიცება მაინც შეძლო.[102]

გზა ავგუსტუსობისაკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტავიანეს აურეუსი, კირკა, ძვ. წ. 30 წ., ბრიტანეთის მუზეუმი

აქციუმის ბრძოლისა და ანტონიუსისა და კლეოპატრას დამარცხების შემდეგ, ოქტავიანეს გააჩნდა მთელი რესპუბლიკის მმართველის მდგომარეობა არაოფიციალური პრინციპატის ქვეშ,[103] თუმცა მას ამის მისაღწევად ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდა სჭირდებოდა. ოქტავიანემ ამას სენატისა და ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებით მიაღწია, რისთვისაც იგი არ ავლენდა მიდრეკილებას დიქტატორობის ან მონარქიისაკენ.[104][105] რომისაკენ მსვლელობისას, ოქტავიანე და მარკუს აგრიპა სენატმა რომის კონსულებად აირჩია.[106]

სამოქალაქო ომის წლებმა რომი განუკითხაობის ზღვარზე მიიყვანა, თუმცა რესპუბლიკა მზად არ იყო მიეღო ოქტავიანეს, როგორც დესპოტის კონტროლი. ამავდროულად, ოქტავიანეს არ შეეძლო უბრალოდ დაეთმო მისი ავტორიტეტი რომის გენერლებს შორის სამოქალაქო ომების გაგრძელების რისკის გარეშე, მაშინაც კი, თუ იგი არ ისურვებდა რაიმე ავტორიტარულ პოზიციას, მისი მდგომარეობა მოითხოვდა, რომ იგი მომხიბვლელი გამოჩენილიყო ქალაქ რომისა და მისი პროვინციებისათვის. ამ მომენტიდან, ოქტავიანეს მიზანი რომის სტაბილურ, ტრადიციული კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობაში დაბრუნება გახდა პოლიტიკოსთა მხრიდან სასამართლოებზე აშკარა ზეწოლის აღკვეთითა და თავისუფალი არჩევნების, ფორმალურად მაინც, უზრუნველყოფით.[107]

პირველი შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსი, როგორც მაგისტრატი. ქანდაკების მარმარილოს თავი შეიქმნა ძვ. წ. 30-20-იან წლებში, ხოლო ტანი — ახ. წ. II საუკუნეში. ლუვრი, პარიზი.

ძვ. წ. 27 წელს, ოქტავიანემ სენატისათვის მთელი ძალაუფლების დაბრუნებისა და რომის პროვინციებისა და არმიის კონტროლზე უარი თქმის წარმოდგენა გაითამაშა.[106][108] თუმცა, რეალურად, მისი კონსულობისას, სენატს საკანონმდებლო ინიციატივის ცოტაოდენი ძალაუფლება გააჩნდა სენატორთათვის კანონპროექტის განსახილველად წარდგენით.[106] ოქტავიანეს უკვე აღარ გააჩნდა პირდაპირი კონტროლი პროვინციებსა და არმიაზე, თუმცა მოქმედი ჯარისკაცები და ვეტერანები კვლავ ერთგულებდნენ მას.[106] მრავალი კლიენტისა და მიმდევრის კარიერა მის პატრონაჟზე იყო დამოკიდებული, რამდენადაც ოქტავიანეს ფინანსური ძალაუფლება რომის რესპუბლიკაში შეუდარებელი იყო.[106] ისტორიკოსი უორნერ ეკის სიტყვებით:

ვიკიციტატა
„მისი ძალაუფლების არსს, უპირველესი ყოვლისა, წარმოადგენდა ის უამრავი ოფიციალური თანამდებობა, რომლებიც მას სენატმა და ხალხმა უბოძა, შემდეგ — მისი უზარმაზარი პირადი ქონება, და ბოლოს — უამრავი მფარველობითი ურთიერთობა, რომლებიც მან მთელი იმპერიის მასშტაბით დაამყარა როგორც ინდივიდებთან, ასევე, ჯგუფებთან. ყველაფერი ეს ერთად თავმოყრილი, ქმნიდა მისი ძალაუფლების ბაზისს, რასაც იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, როგორც მისი პოლიტიკური ქმედებების საფუძველს.[109]

უმეტესწილად, საზოგადოებამ იცოდა იმ უზარმაზარი ფინანსური რესურსების შესახებ, რასაც ავგუსტუსი განკარგავდა. მან ვერ შეძლო მოეპოვებინა სენატორთა საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა, რომ დაეფინანსებინათ ძვ. წ. 20 წლისათვის იტალიაში საგზაო ქსელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, მაგრამ ოქტავიანემ მათზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.[110] ეს გახმაურდა ძვ. წ. 16 წელს გამოშვებულ რომაულ ფულზე, მას შემდეგ, რაც მან საჯარო ხაზინას უზარმაზარი რაოდენობის თანხა შესწირა.[110]

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰ. ჰ. სკულარდის სიტყვებით, ავგუსტუსის ძალაუფლება დაფუძნებული იყო „უპირატეს სამხედრო ძალაზე და... მისი ავტორიტეტის განმახორციელებელ უპირველეს საშუალებას ძალა წარმოადგენდა, თუმცა, ეს ფაქტი, უმეტესად, შენიღბული იყო.“[111]

სენატმა შესთავაზა ოქტავიანეს, რომის სამოქალაქო ომების ტრიუმფატორს, რომ კიდევ ერთხელ აეღო ხელში პროვინციათა მართვა. სენატის წინადადება მისი დამატებითი კონსტიტუციური ძალაუფლების დამტკიცებას წარმოადგენდა. სენატის საშუალებით, მას შეეძლო გაეგრძელებინა ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს რესპუბლიკური წესწყობილება კვლავ ფუნქციონირებდა. მოჩვენებითი ყოყმანის შემდეგ, მან მიიღო ათწლიანი ზედამხედველობის პასუხისმგებლობა იმ პროვინციებზე, რომლებიც ქაოსში იყვნენ ჩაფლულნი.[112][113]

პროვინციები, რომლებიც მას ათწლიანი პერიოდით სამართავად გადაეცა, მოიცავდნენ რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები უმეტეს ნაწილს, მათ შორის მთელ ესპანეთსა და გალიას, სირიას, კილიკიას, კვიპროსსა და ეგვიპტეს.[112][114] უფრო მეტიც, ამ პროვინციების მართვით, ოქტავიანე რომის ლეგიონების უმეტესობაზე კონტროლსაც იღებდა.[114][115]

სანამ ოქტავიანე რომში კონსულის როლს ირგებდა, მან სენატორები, თავის კონტროლქვეშ, პროვინციებში გაგზავნა, რათა ემართათ ადგილობრივი საქმეები და უზრუნველეყოთ მისი ბრძანებების შესრულება.[115] პროვინციები, რომელთაც ოქტავიანე არ აკონტროლებდა, სენატის მიერ არჩეული გუბერნატორების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.[115] ოქტავიანე გახდა ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა ქალაქ რომსა და მისი პროვინციების უმეტესობაში, თუმცა, მას არ გააჩნდა მონოპოლია პოლიტიკურ და სამხედრო ძალაუფლებაზე.[116]

სენატი კვლავ აკონტროლებდა ჩრდილოეთ აფრიკას, მარცვლეულის მნიშვნელოვან მწარმოებელს, ისევე, როგორც ილირიასა და მაკედონიას, სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულ ორ რეგიონს რამდენიმე ლეგიონით.[116] თუმცა, აღსანიშნავია, რომ სენატის კონტროლის ქვეშ იყო მხოლოს ხუთი ან ექვსი ლეგიონი, რომლებიც სენატის სამ პროკონსულს შორის იყო გადანაწილებული, ხოლო ავგუსტუსს 12 ლეგიონი ემორჩილებოდა. ამდენად, სენატის კონტროლი ამ რეგიონებზე არ იყო საკმარისი პოლიტიკური ან სამხედრო თვალსაზრისით ოქტავიანეს გამოსაწვევად.[104][111]

სენატის მიერ ზოგიერთი რომაული პროვინციის კონტროლი ავტორიტარულ პრინციპატს რესპუბლიკური ფასადის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.[104] ასევე, ოქტავიანეს კონტროლი მთელ პროვინციებზე, მოჰყვა რესპუბლიკას, ერას, რომელმაც შექმნა მშვიდობის დაცვისა და სტაბილურობის შექმნის პრეცენდენტები, რომელშიც ისეთ ცნობილ რომაელებს, როგორიც იყო პომპეუსი, კრიზისისა და არასტაბილურობის დროს მსგავსი სამხედრო ძალაუფლება ენიჭებოდათ.[104]

ავგუსტუსის ბიუსტი მუხის გვირგვინით. გლიფტოთეკა, მიუნხენი

ძვ. წ. 27 წლის 16 იანვარს, სენატმა ოქტავიანეს ახალი ტიტულები, ავგუსტუსი და პრინცეპსი უბოძა.[117][108] ავგუსტუსი წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან Augere (ნიშნავს გაზრდას) და შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სახელმოხვეჭილი“, „განდიდებული“.[102] ის რელიგიური ავტორიტეტის ტიტული უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკურისა.[102] რომაული რელიგიური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, ეს ტიტული, კაცობრიობასა და ფაქტობრივად, ბუნებაზეც კი, მისი უფლებამოსილების სიმბოლიზებას წარმოადგენდა. ეს სცდებოდა მისი სტატუსის ყოველგვარ სამართლებრივ განსაზღვრებას. კონტროლის განსამტკიცებლად უხეში მეთოდების გამოყენების შემდეგ, სახელის შეცვლა მისი მმართველობის ორ პერიოდს შორის მკაფიო საზღვრის გავლებასაც ემსახურებოდა, რათა ერთმანეთისაგან გამოყოფილიყო მისი, როგორც ოქტავიანეს ტერორული რეჟიმი და ავგუსტუსის კეთილშობილური მმართველობა.

ახალი ტიტული, ავგუსტუსი, უფრო ხელსაყრელიც იყო, ვიდრე რომულუსი, რომელსაც ოქტავიანე საკუთარ თავს უწოდებდა, რითაც მინიშნებას აკეთებდა რომულუსისა და რემუსის (რომის დამაარსებლები) ისტორიაზე და სიმბოლურად, რომის მეორედ დაარსებაზე მიუთითებდა.[102] ტიტული რომულუსი ძალზე აშკარად იყო დაკავშირებული მონარქიისა და მეფობის ცნებებთან, რის აცილებასაც ცდილობდა ოქტავიანე.[118] პრინცეპსი წარმოსდგება ლათინური ფრაზიდან primum caput, „პირველი პირი“ და თავდაპირველად, აღნიშნავდა უხუცეს ან ყველაზე გამორჩეულ სენატორს, რომლის სახელიც პირველი იწერებოდა სენატორთა ნუსხაში, თუმცა, ავგუსტუსის შემთხვევაში, ის თითქმის სამეფო ტიტულად იქცა ლიდერისათვის.[119] პრინცეპსი, აგრეთვე, წარმოადგენდა რესპუბლიკურ ტიტულს, რომელიც მათ ენიჭებოდათ, ვინც სახელმწიფოს კარგად ემსახურებოდა; მაგალითად, ამ ტიტულს ფლობდა პომპეუსი.

ავგუსტუსი, აგრეთვე, საკუთარ თავს უწოდებდა იმპერატორ კეისარ დივი ფილიუსს („სარდალი კეისარი, ღვთაებრივის ძე“).[117] ამ ტიტულით, იგი წინ სწევდა მის ოჯახურ კავშირს გაღმერთებულ იულიუს კეისართან, ხოლო იმპერატორის გამოყენებით კი გამოარჩევდა მტკიცე კავშირს გამარჯვების რომაული ტრადიციასთან.[117] სიტყვა კეისარი მხოლოდ იულიანური ოჯახის ერთი შტოს მეტსახელი იყო, თუმცა ავგუსტუსმა კეისარი ახალ ოჯახურ ხაზად აქცია, რომელიც მისიდან იწყებოდა.[117]

ავგუსტუსს მიენიჭა უფლება მუხის ფოთლებისაგან დამზადებული corona civica მისი კარის თავზე დაეკიდა, ხოლო კარის წირთხლები დაფნით შეემკო.[116] როგორც წესი, ეს გვირგვინი ტრიუმფისას რომაელი გენერლის თავს ზემოთ ეკავათ და ინდივიდუალურად მიჩენილი პიროვნება, რომელსაც ის ეჭირა, გამუდმებით უმეორებდა გენერალს „memento mori“ („არ დაივიწყო, რომ მოკვდავი ხარ“). გარდა ამისა, დაფნის ფოთლები რამდენიმე ცერემონიის მნიშვნელოვან ატრიბუტებს წარმოადგენდნენ. დაფნის ფოთლების გვირგვინით აჯილდოებდნენ ათლეტური, რბოლური და დრამატული ჩემპიონატების გამარჯვებულებს. ამასთანავე, როგორც დაფნა, ასევე, მუხა რომაული რელიგიისა და სახლმწიფოს მართვის განუყოფელი სიმბოლოები იყო, ამდენად, მათი განთავსება ავგუსტუსის კარის წირთხლებზე, მისი სახლის დედაქალაქად გამოცხადების ტოლფასი იყო.

ავგუსტუსმა უარი თქვა ძალაუფლების გამომსახველ ისეთ ინსიგნიებზე, როგორიცაა სკიპტრის პყრობა, დიადემის ან ოქროს გვირგვინისა და მეწამული ტოგის ტარება მისი წინამორბედის, იულიუს კეისრის მსგავსად[120] და თუმცა მან უარი თქვა ამ ატრიბუტების გამოყენებით მისი ძალაუფლების სიმბოლიზებაზე, სენატმა მაინც დააჯილდოვა იგი ოქროს ფარით, რომელიც კურიის დარბაზში იყო გამოფენილი და ჰქონდა წარწერა: virtus, pietas, clementia, iustitia — „ვაჟკაცობა, ღვთისმოსაობა, მოწყალება და სამართლიანობა.“[116][121]

მეორე შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსის პორტრეტი, რომელიც იმპერატორს იდეალიზებულად წარმოაჩენს.

ძვ. წ. 23 წლისათვის ძვ. წ. 27 წლის შეთანხმების ზოგიერთი არარესპუბლიკური შედეგი აშკარა გახდა. ყოველწლიური კონსულობის ფლობის ავგუსტუსისეული პოლიტიკა ხაზს უსვამდა მის დომინირებას რომის პოლიტიკურ სისტემაზე და ამავდროულად, ანახევრებდა სხვების საშუალებას დაეკავებინათ ის თანამდებობა, რომელიც ჯერ კიდევ ითვლებოდა რომის სახელმწიფოს მეთაურად.[122] გარდა ამისა, იგი იწვევდა პოლიტიკურ პრობლემებს იმის სურვილით, რომ თავისი დისშვილი, მარკუს კლავდიუს მარცელუსი მიჰყოლოდა მის გზას და საბოლოოდ, გამხდარიყო პრინცეპსი,[კომ. 8] რითაც შორდებოდა თავის სამ უდიდეს მხარდამჭერს — აგრიპას, მეცენატსა და ლივიას.[123] საკუთარი მიმდევრების ბირთვის მხრიდან ზეწოლის გამო, ავგუსტუსმა დახმარებისათვის სენატს მიმართა.

ძვ. წ. 23 წელს, მან ცნობილი რესპუბლიკელი კალპურნიუს პისო თანაკონსულად დანიშნა, მას შემდეგ, რაც მისი რჩეული აულუს ტერენტიუს ვარონ მურენა მარკუს პრიმუსის საქმის გამო სიკვდილით დასაჯეს,[124] რითაც ცდილობდა იქ მისი მხარდაჭერის გაძლიერებას, განსაკუთრებით, რესპუბლიკელებით (მურენა იულიუს კეისრის წინააღმდეგ იბრძოდა და კასიუსსა და ბრუტუსს უჭერდა მხარს[125]).

გვიან გაზაფხულზე, ავგუსტუსი მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა. თავისი სავარაუდო სიკვდილის წინ მან გარკვეული ღონისძიებები გაატარა, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ პრინციპატის გაგრძელება რაღაც ფორმით[126] და ამავდროულად, სადავო გახადა სენატორთა ეჭვები მის ანტირესპუბლიკელობასთან დაკავშირებით.[127][128] ავგუსტუსი მოემზადა თავისი საბეჭდავი ბეჭდის თავისივე ფავორიტი გენერლის, აგრიპასათვის გადასაცემად.[127][128] თუმცა ყველა თავისი ოფიციალური დოკუმენტი (საჯარო ფინანსების ანგარიში, უფლებამოსილება ჩამოთვლილ ჯარებზე პროვინციებში) თანაკონსულ პისოს გადასცა, ხოლო თავისი დისშვილი მარცელუსი, რომელსაც ავგუსტუსის ფავორიტად მიიჩნევდნენ, ხელცარიელი დარჩა.[127][128] ეს მოულოდნელი გამოდგა ბევრისათვის, რომლებიც მოელოდნენ, რომ ავგუსტუსი თავისი არაოფიციალური იმპერატორის სტატუსის მემკვიდრეს დაასახელებდა.[129]

ავგუსტუსმა თავისი მემკვიდრეები მხოლოდ ქონებით დაასაჩუქრა, რამდენადაც იმპერიული მემკვიდრეობის გადაცემის აშკარა გამოხატვას შეიძლება მონარქიის მოშიშ რესპუბლიკურად მოაზროვნე რომაელებში წინააღმდეგობისა და მტრობის პროვოცირება მოეხდინა.[105] რაც შეეხება პრინციპატს, ავგუსტუსისათვის აშკარა გახდა, რომ მარცელუსი არ იყო მზად მისი პოზიციის დასაკავებლად;[130] თუმცა, აგრიპასათვის თავისი საბეჭდავი ბეჭდის გადაცემით ავგუსტუსმა მიანიშნა ლეგიონებს, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო მისი მემკვიდრე და არ ჰქონდა მნიშვნელობა რას იტყოდა კანონი, ისინი კვლავ აგრიპას უნდა დამორჩილებოდნენ.[131]

ბლაკას კამეა ავგუსტუსის გამოსახულებით

დაავადების უკან დახევიდან მცირე ხნის შემდეგ, ავგუსტუსმა დათმო თავისი ყოველწლიური კონსულობა.[128] ამ თანამდებას იგი კვლავ მხოლოდ ძვ. წ. 5 და 2 წლებში იკავებდა,[128][132] ორივეჯერ თავისი შვილიშვილების საჯარო ცხოვრებისათვის წარსადგენად.[125] ავგუსტუსის მხრიდან ეს ჭკვიანური სვლა იყო. ორი კონსულიდან ერთ-ერთად მუდმავად ყოფნის დათმობით მან გზა გაუხსნა სენატორთა მისწრაფებას შეევსოთ ეს თანამდებობა, როდესაც, ამავდროულად, ავგუსტუსს შეეძლო უფრო ფართო პატრონაჟი გაეწია სენატორთა კლასისათვის.[133] მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტუსი გადადგა კონსულის პოსტიდან, მას სურდა შეენარჩუნებინა თავისი კონსულის უზენაესი ძალაუფლება არა მხოლოდ საკუთარ პროვინციებში, არამედ მთელს იმპერიაში. ამ სურვილმა მარკუს პრიმუსის საქმესთან ერთად ბიძგი მისცა მეორე კომპრომისს მასა და სენატს შორის, რაც მეორე შეთანხმების სახელითაა ცნობილი.[134]

მეორე შეთანხმების უმთავრესი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე შეთანხმების უმთავრესი მიზეზები შემდეგში მდგომარეობდა: უპირველეს ყოვლისა, მას შემდეგ, რაც ავგუსტუსმა ყოველწლიური კონსულობა დათმო, მას უკვე აღარ გააჩნდა სახელმწიფოს მართვის ოფიციალური ძალაუფლება, თუმცა კვლავ ინარჩუნებდა დომინანტურ მდგომარეობას თავის „საიმპერატორო“ პროვინციებში, სადაც იგი ისევ პროკონსული იყო.[128][135] როდესაც იგი ყოველწლიურად იკავებდა კონსულის თანამდებობას, მას გააჩნდა ძალაუფლება ჩარეულიყო სენატის მიერ დანიშნული სხვა პროვინციათა პროკონსულების საქმეებში მთელი იმპერიის მასშტაბით, მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიდა.[136] როდესაც დათმო ყოველწლიური კონსულობა, მან, სამართლებრივად, დაკარგა ეს ძალაუფლება, რადგანაც მისი პროკონსულის უფლებები მხოლოდ თავის საიმპერატორო პროვინციებში მოქმედებდა. ავგუსტუსს ამ ძალაუფლების შენარჩუნება სურდა.

მეორე პრობლემა მოგვიანებით წამოიჭრა და მეორე შეთანხმების საჭიროება გამოავლინა „მარკუს პრიმუსის საქმის“ სახელით ცნობილ საკითხში.[137] ძვ. წ. 24 წლის ბოლოს ან 23 წლის დასაწყისში, მაკედონიის ყოფილ პროკონსულს (გუბერნატორს), მარკუს პრიმუსს, ბრალი დასდეს სენატის წინასწარი ნებართვის გარეშე თრაკიის სამეფოს ოდრისელი მეფის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში, რომელიც რომის მოკავშირე იყო.[138] მისი დამცველი იყო ლუციუს ლუცინიუს ვარონ მურენა, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ავგუსტუსისაგან სპეციალური მითითებები მიიღო, რომელიც მას ვასალ სახელმწიფოზე თავდასხმას უბრძანებდა.[139] მოგვიანებით, პრიმუსმა, თავის ჩვენებაში, განაცხადა, რომ ბრძანება მან ახლად გარდაცვლილი მარცელუსისაგან მიიღო.[140] ასეთ ბრძანებების გაცემა იქნებოდა სენატის პრეროგატივების წინასწარი განზრახვით დარღვევა, რომლებიც მან ძვ. წ. 27 წლის შეთანხმებითა და მისი შემდგომი მოვლენებით მიიღო, მაშასადამე, მანამ, სანამ ავგუსტუსი უზენაეს პროკონსულის ძალაუფლებას მიიღებდა, რამდენადაც, მაკედონია სენატის პროვინცია იყო მისივე იურისდიქციის ქვეშ და არა საიმპერატორო პროვინცია, რომელზეც ავგუსტუსს უფლებამოსილება გააჩნდა. ასეთ ქმედებას შეეძლო გაექარწყლებინა ავგუსტუსის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკის აღდგენის ილუზია და გამოევლინა მისი სიცრუე, თითქოს იგი მხოლოდ პირველი მოქალაქე იყო, პირველი თანასწორთა შორის.[139] კიდევ უფრო უარესი, მარცელუსის ჩართულობა იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ავგუსტუსის პოლიტიკა, რომელმაც თავისი, როგორც პრინცეპსის ადგილი დაიკავა, აყალიბებდა მონარქიის ფორმას, რის შესახებაც ადრე უკვე გამოთქმული იყო ბრალდებები.[130]

სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა, რომ ავგუსტუსი პირადად გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ყოფილა მოწმის სახით გამოძახებული. მან ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ მსგავსი ბრძანება არ გაუცია.[141] მურენამ არ დაუჯერა ავგუსტუსის ჩვენებას და აღაშფოთა მისმა მცდელობებმა ზიანი მიეყენებინა პროცესისათვის თავისი ავტორიტეტის გამოყენებით. მან უხეშად მოითხოვა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გამოჩნდა ავგუსტუსი პროცესზე, როდესაც იგი არავის გამოუძახებია, რაზეც პრინცეპსმა უპასუხა, რომ ის აქ საზოგადოებრივმა ინტერესებმა მოიყვანეს.[142] მიუხედავად ამისა, თუმცა ზოგიერთმა ნაფიცმა მსაჯულმა მის გამართლებას მისცა ხმა, პრიმუსი დამნაშავედ ცნეს, რაც ნიშნავდა, რომ ავგუსტუსის ჩვენების ყველას არ სჯეროდა.[143]

მეორე სამართლებრივი შეთანხმება გაფორმდა დაბნეულობის დასაძლევად და ავგუსტუსის კანონიერი ძალაუფლების ლეგალიზებისათვის ჩარეულიყო სენატის პროვინციების საქმეებში. სენატმა პრინცეპსს პროკონსულის საერთო ძალაუფლება მიანიჭა, რომელიც დაშვებული იყო არა მხოლოდ მის პროვინციებში, არამედ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, სენატმა ეს უფლებამოსილება პროკონსულის უზენაეს ძალაუფლებამდე გაზარდა, რომ ავგუსტუსის ძალაუფლება სხვა პროკონსულებისაზე აღმატებული გახდა. პრაქტიკულად, ამ ქმედებებმა ავგუსტუსს მიანიჭა იმპერიის ყველა სხვა პროკონსულის ზემდგომობის სამართლებრივი უფლებამოსილება.[134] პროცესის განახლებისას ავგუსტუსი რომში დარჩა და ვეტერანთა გულუხვი დასაჩუქრებით უზრუნველყო მათი მხარდაჭერა ძვ. წ. 13 წელს მისი პროკონსულის უზენაესი ძალაუფლების განახლების საკითხში.[132]

დამატებითი ძალაუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე შეთანხმების განმავლობაში, ავგუსტუსმა სახალხო ტრიბუნის ძალაუფლებაც (tribunicia potestas) მიიღო სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა ტრიბუნის ოფიციალური ტიტული არ ჰქონია.[134] რაღაც დროის განმავლობაში, ავგუსტუსი დაჯილდოებული იყო tribunicia sacrosanctitas-ით, ფიზიკური თავდასხმებისაგან იმუნიტეტით. ამჯერად, მან გადაწყვიტა სამუდამოდ მიეღო მაგისტრატის მთელი ძალაუფლება. სამართლებრივად, ეს აკრძალული იყო პატრიციებისათვის, ავგუსტუსი კი პატრიცია რამდენიმე წლის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც ის იულიუს კეისარმა იშვილა.[133] ეს ძალაუფლება მას საშუალებას აძლევდა საკუთარი ნების მიხედვით მოეწვია სენატი და ხალხი და მათ წინაშე საკითხები წარედგინა; ვეტო დაედო როგორც კრების, ისე სენატის ქმედებებისათვის; გაძღოლოდა არჩევნებს და ნებისმიერ შეხვედრაზე პირველი გამოსულიყო სიტყვით.[132][144] აგრეთვე, ავგუსტუსის ტრიბუნალური უფლებამოსილება ისეთი ძალაუფლებასაც მოიცავდა, რომელიც, ჩვეულებრივ, ცენზორს ეკუთვნოდა; მის შემადგენლობაში შედიოდა უფლებები, რომლებიც მას შესაძლებლობას აძლევდა, ყოფილიყო სახალხო მორალის უმაღლესი ზედამხედველი და შეესწავლა კანონები, რათა უზრუნველეყო მათი თანხვედრა საჯარო ინტერესებთან, ასევე, ჩაეტარებინა აღწერები და განესაზღვრა სენატის წევრები.[145]

ცენზორის ძალაუფლების გამოყენებით, ავგუსტუსმა რომაული პატრიოტიზმის ღირსებებს მიმართა, როდესაც ფორუმში კლასიკური ტოგის გარდა სხვა სამოსით შესვლა აკრძალა.[146] რომაული მმართველობის სისტემაში მანამდე არ არსებულა იმის პრეცედენტი, რომ ტრიბუნისა და ცენზორის უფლებამოსილებები ერთი პიროვნების ხელში გაერთიანებულიყო, ამასთანავე, ავგუსტუსი არც არასდროს აურჩევიათ ცენზორის თანამდებობაზე.[147] მსგავსი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა იულიუს კეისარსაც, როდესაც იგი სახელმწიფოს მორალის უმაღლეს ზედამხედველად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობის ძალაუფლება არ ვრცელდებოდა ცენზორის შესაძლებლობებამდე მოეწყო აღწერა და განესაზღვრა სენატის სია. ავგუსტუსის მიერ ტრიბუნალური ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, სახალხო ტრიბუნის თანამდებობამ პრესტიჟი დაკარგა. მისი მნიშვნელობის აღსადგენად, ოქტავიანემ ეს თანამდებობა პრეტორობის მსურველი ყოველი პლებეისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა.[148]

ვია ლაბიკანა ავგუსტუსი — ავგუსტუსი, როგორც პონტიფექს მაქსიმუსი.

ავგუსტუსს მიენიჭა ერთპიროვნული უზენაესი ძალაუფლება საკუთრივ ქალაქ რომში და დამატებით მიიღო პროკონსულისა და ტრიბუნის ძალაუფლება და უფლებამოსილება სიცოცხლის ბოლომდე. ტრადიციულად, პროკონსულები (რომის პროვინციათა გუბერნატორები) კარგავდნენ თავიანთ უზენაეს ძალაუფლებას მას შემდეგ, რაც გადაკვეთდნენ პომერიუმს, რომის წმინდა საზღვარს და ქალაქში შევიდოდნენ. ამ სიტუაციაში, ავგუსტუსს ექნებოდა ძალაუფლება, როგორც მისი ტრიბუნალური უფლებამოსილების ნაწილი, თუმცა პომერიუმის შიგნით, მისი სამართლებრივი ძალაუფლება მოქმედი კონსულებისაზე მცირე იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ყოფნისას, იგი, შესაძლოა, არ ყოფილიყო სამართლებრივი მაგისტრატი უმაღლესი ძალაუფლებით. მისი ავტორიტეტის პრესტიჟის წყალობით, მისი სურვილები, როგორც წესი, სრულდებოდა, თუმცა, შესაძლოა, მაინც წარმოქმნილიყო გარკვეული სირთულეები. უფლებამოსილების ამ ვაკუუმის ამოსავსებად, სენატმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ ავგუსტუსის უმაღლესი პროკონსულარული ძალაუფლება არ უნდა შემცირებულიყო მისი ქალაქის კედლებს შიგნით ყოფნისას. ქალაქის ყველა შეიარაღებული ძალა, სამართლებრივად, საქალაქო პრეტორისა და კონსულების კონტროლქვეშ იყო, თუმცა არსებულმა სიტუაციამ ისინი ავგუსტუსის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ მოაქცია.[149]

გარდა ამისა, რომაული არმიის მიერ მოპოვებული თითოეული შემდეგი გამარჯვებისათვის, ჯილდოს ავგუსტუსი მიიღებდა, რამდენადაც, რომის ჯარების უმეტესობა მის კონტროლქვეშ მყოფ საიმპერატორო პროვინციებში იყო განთავსებული და მათ ავგუსტუსი ლეგატების საშუალებით მართავდა, რომლებიც პრინცეპსს პროვინციებში წარმოადგენდნენ.[150] უფრო მეტიც, თუ სენატის პროვინციაში ბრძოლა გაიმართებოდა, პროკონსულის უზენაესი ძალაუფლება მას უფლებას აძლევდა მფლობელობაში მიეღო ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება, რაც ნიშნავდა, რომ ავგუსტუსი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ტრიუმფის გამართვის უფლება ეძლეოდა, რისი ტრადიციაც ჯერ კიდევ რომულუსისაგან, რომის პირველი მეფისა და პირველი ტრიუმფატორი სარდლისაგან იღებდა სათავეს.[150] ლუციუს კორნელიუს ბალბუსი იყო უკანასკნელი პიროვნება ავგუსტუსის ოჯახის გარეთ, რომელმაც ეს პატივი მიიღო ძვ. წ. 19 წელს.[150] ტიბერიუსი, ავგუსტუსის უფროსი გერი, იყო ერთადერთი სხვა სარდალი, რომელმაც ტრიუმფი მიიღო ძვ. წ. 7 წელს გერმანიაში მოპოვებული გამარჯვებისათვის.[151]

კონსპირაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჩანს, პლებსმა, რომელიც ავგუსტუსის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და კლიენტი იყო, მეორე შეთანხმების მრავალი პოლიტიკური ნიუანსის გააზრება ვერ შეძლო, რის გამოც ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ავგუსტუსს ზოგჯერ მონაწილეობა მიეღო საიმპერიო საქმეებში. ავგუსტუსმა ვერ შეძლო ძვ. წ. 22 წელს კონსული გამხდარიყო და კიდევ ერთხელ გაჩნდა არისტოკრატიული სენატის მიერ მისი ძალაუფლებისაგან ჩამოშორების შიში. საპასუხოდ, ძვ. წ. 22, 21 და 19 წლებში ხალხმა ამბოხება მოაწყო და ამ წლებში მხოლოდ ერთი კონსულის არჩევის საშუალება მისცეს, რითაც მეორე პოზიცია, თვალნათლივ, ავგუსტუსისათვის დატოვეს ღია.[152] აგრეთვე, ძვ. წ. 22 წელს რომში საკვების ნაკლებობა იყო, რომლის დროსაც ქალაქის მკვიდრი მრავალი პლებეი ავგუსტუსს დიქტატორის ძალაუფლების აღებისაკენ მოუწოდებდა, რათა პირადად გაეკონტროლებინა კრიზისი.[132][153] სენატის წინაშე თეატრალური უარის თქმის შემდეგ, ავგუსტუსი, საბოლოოდ, დათანხმდა რომისათვის მარცვლეულის მიწოდების უფლებამოსილებაზე „მისი პროკონსულის უფლებამოსილების ძალით“ და თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულა კრიზისი.[132] ამ სახის სასურსათო კრიზისი ახ. წ. 8 წლამდე არ ყოფილა, ამ უკანასკნელმა კი ავგუსტუსის ბიძგი მისცა, რომ შეექმნა სპეციალური თანამდებობა (praefectus annonae) და დაენიშნა მუდმივმოქმედი პრეფექტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო რომისათვის მისაწოდებელი საკვების შესყიდვებზე.[154]

მჯდომარე ავგუსტუსის კოლოსალური ქანდაკება დაფნის გვირგვინით.

მიუხედავად ამისა, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც შეაშფოთა მეორე შეთანხმებით ავგუსტუსისათვის გადაცემული ძალაუფლების გაფართოებამ. ეს განწყობილება ფანიუს კაეპიოს გამომჟღავნებული შეთქმულებით დაგვირგვინდა.[137] ძვ. წ. 22 წლის 1 სექტემბრამდე მცირე ხნით ადრე, ვინმე კასტრიციუსმა ავგუსტუსს მიაწოდა ინფორმაცია ფანიუს კაეპიოს მეთაურობით მოწყობილი შეთქმულების შესახებ.[155] შეთქმულთა შორის სახელდებოდა ლუციუს ლუცინიუს ვარონ მურენა, გულწრფელი კონსული, რომელიც მარკუს პრიმუსის საქმეზე პრიმუსის დამცველი იყო. ისინი დაუსწრებლად გაასამართლეს პროცესზე, სადაც ბრალმდებლის ფუნქციას ტიბერიუსი ასრულებდა. მსაჯულთა კოლეგიამ შეთქმულები დამნაშავეებად ცნო, თუმცა ეს განაჩენი ერთსულოვანი არ ყოფილა.[156] ყველა ბრალდებულს სიკვდილი მიესაჯა სახელმწიფო ღალატისათვის. განაჩენი უნდა აღსრულებულიყო მათი შეპყრობისთანავე, თავის გასამართლებელი ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის საშუალების მიცემის გარეშე.[157] მომხდარი მოვლენების ეფექტური მიჩქმალვით ავგუსტუსმა უზრუნველყო რესპუბლიკური მთავრობის ფასადის შენარჩუნება.[158]

ძვ. წ. 19 წელს სენატმა ავგუსტუსს კონსულის საერთო ძალაუფლება მიანიჭა, ძვ. წ. 23 წელს მიღებული პროკონსულის ძალაუფლების მსგავსად. მისი ტრიბუნალური ავტორიტეტის მსგავსად, კონსულის ძალაუფლებაც წარმოადგენდა კიდევ ერთ საშუალებას იმ თანამდებობათა გასაკონტროლებლად, რომელთაც იგი რეალურად არ ფლობდა.[159] გარდა ამისა, ავგუსტუსს ნება დართეს კონსულის ინსიგნია ეტარებინა საჯაროდ და სენატის წინაშეც,[149] აგრეთვე, მჯდარიყო სიმბოლურ სკამზე ორ კონსულს შორის და სჭეროდა ფასცები, კონსულის ავტორიტეტის სიმბოლო.[159] როგორც ჩანს, ეს ხალხის დასაშოშმინებლად იყო გაკეთებული. მიუხედავად იმისა, იქნებოდა ავგუსტუსი კონსული თუ არა, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი ეს ორივე მდგომარეობა ხალხისათვის ერთი და იგივე იყო და რომ აუცილებლობის შემთხვევაში მას კონსულის ძალაუფლების გამოყენება შეეძლო. ძვ. წ. 12 წლის 6 მარტს, ლეპიდუსის გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტუსმა დამატებით მიიღო პონტიფექს მაქსიმუსის სტატუსი, რითაც გახდა პონტიფების კოლეგიის უმაღლესი ქურუმი და დაიკავა უმნიშვნელოვანესი ადგილი რომაულ რელიგიაში.[160][161][162] ძვ. წ. 2 წლის 5 თებერვალს ავგუსტუსმა მიიღო pater patriae-ის, „სამშობლოს მამის“ ტიტული.[163][164][162]

სტაბილურობა და ძალაუფლების შენარჩუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე შეთანხმების საბოლოო მიზეზი იყო პრინციპატისათვის სამართლებრივი სტაბილურობის მინიჭება და ძალაუფლების შენარჩუნება მისთვის იმ შემთხვევაში, თუ პრინცეპს ავგუსტუსს რაიმე შეემთხვეოდა. მისმა ავადმყოფობამ ძვ. წ. 23 წლის დასაწყისში და კაეპიოს შეთქმულებამ აჩვენა, რომ რეჟიმის არსებობა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი კაცის, ავგუსტუსის, სიცოცხლეზე იყო დამოკიდებული, რომელიც თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე მძიმე და საშიში დაავადებით იტანჯებოდა.[165] თუ იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლებოდა ან მკვლელობის მსხვერპლი გახდებოდა, რომი, შესაძლოა, კიდევ ერთ სამოქალაქო ომში ჩაძირულიყო. ფარსალოსის, 15 მარტის, პროსკრიფციების, ფილიპისა და აქციუმის თითქმის ოცდახუთწლიანი დაშორების მოვლენათა მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ მრავალი მოქალაქის გონებაში. ამ სამართლებრივი სტაბილურობის სრულყოფისათვის აგრიპას, ავგუსტუსის ძალაუფლების მსგავსად, პროკონსულის ძალაუფლება მიენიჭა ხუთი წლის ვადით. უფლებამოსილების ამ მინიჭების ზუსტი ბუნება გაურკვეველია, თუმცა, სავარაუდოდ, იგი გავრცელდებოდა ავგუსტუსის პროვინციებზე აღმოსავლეთსა და დასავლეთში და არ ექნებოდა გავლენა სენატის პროვინციებზე. ეს მოგვიანებით მოხდა, ისევე, როგორც, მზრუნველურად დაცული ტრიბუნალური ძალაუფლება.[166]

ახლა უკვე ავგუსტუსის ძალაუფლება სრულყოფილი იყო. ფაქტობრივად, თავად იგი მისი მმართველობის დასაწყისად მეორე შეთანხმების დაგვირგვინების თარიღს, ძვ. წ. 23 წლის 1 ივლისს მიიჩნევდა.[167] თითქმის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ პრინციპატმა სამართლებრივი სტაბილურობა შეიძინა. რომის მომდევნო იმპერატორები, ძირითადად, იმ ძალაუფლებითა და ტიტულებით შემოიფარგლებოდნენ, რომლებიც თავდაპირველად ავგუსტუსმა მიიღო, თუმცა, ხშირად ახლადდამტკიცებული იმპერატორები უარს ამბობდნენ ავგუსტუსისათვის გადაცემულ ერთ ან მეტ ტიტულზე, რითაც თავმდაბლობის გამოხატვა სურდათ. ასევე ხშირად, რამდენადაც მათი მმართველობა ვითარდებოდა, იმპერატორები ყველა ამ ტიტულს ისაკუთრებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სენატს ისინი უკვე გადაცემული ჰქონდა მათთვის. შემდეგი იმპერატორები იღებდნენ სამოქალაქო გვირგვინს (კონსულის ინსიგნია) და ტრიუმფატორი გენერლის მეწამულ მანტიას (toga picta), რომელიც საიმპერიო ინსიგნიის სტატუსს წარმატებით ინარჩუნებდა ბიზანტიის ეპოქაშიც.

ომი და ექსპანსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიის გაფართოება ავგუსტუსის მმართველობისას. ყვითელი ფერი აღნიშნავს რესპუბლიკის გაფართოებას ძვ. წ. 31 წლისათვის, მწვანე — ავგუსტუსის მმართველობისას თანდათანობით დაპყრობილ ტერიტორიებს, ხოლო ვარდისფერი — ვასალ სახელმწიფოებს, თუმცა, აქ ნაჩვენები რომის კონტროლირებადი ტერიტორიები, განსაკუთრებით, გერმანიაში, იცვლებოდნენ თვით ავგუსტუსის მმართველობისასაც კი.

იმპერატორ კეისარ დივი ფილიუს ავგუსტუსმა მის პირველ სახელად იმპერატორი („გამარჯვებული სარდალი“) აირჩია, რითაც სურდა ეჩვენებინა პირდაპირი კავშირი მასა და გამარჯვების ცნებას შორის.[168] 13 წლისათვის, ავგუსტუსი იკვეხნიდა 21 შემთხვევით, როდესაც მისმა ჯარებმა მის ტიტულად „იმპერატორი“ გამოაცხადეს წარმატებული ბრძოლის შემდეგ.[168] საჯაროდ გამოქვეყნებული მისი მიღწევების მემუარების თითქმის მთელი მეოთხე ნაწილი მის სამხედრო გამარჯვებებსა და პატივებს ეძღვნება.[168]

ავგუსტუსმა, აგრეთვე, ხელი შეუწყო უმაღლესი რომაული ცივილიზაციის იდეალის დამკვიდრებას, რომელსაც მსოფლიოს მართვის მისია ჰქონდა დაკისრებული, განწყობას, რომელიც გამოხატულია სიტყვებში, რომელთაც ოქტავიანეს თანამედროვე პოეტი, ვირგილიუსი იმპერატორის ლეგენდარულ წინაპარს მიაწერს: tu regere imperio populos, Romane, memento — „რომაელებო გახსოვდეთ თქვენი ძალა რომ მართოთ დედამიწის ხალხები!“[146] ექსპანსიისაკენ მისწრაფებას, რომელიც აშკარად ჩანდა რომის ყველა კლასში, ღვთაებრივ დასტურს აძლევს იუპიტერი ვირგილიუსის ენეიდის პირველ წიგნში, სადაც იგი რომის იმპერიას ჰპირდება „უმაღლეს ძალაუფლებას დასასრულის გარეშე“ (imperium sine fine).[169]

მისი მმართველობის დასასრულისათვის, ავგუსტუსის ჯარებს დაპყრობილი ჰქონდათ ჩრდილოეთი ესპანეთი (დღევანდელი ესპანეთი და პორტუგალია)[170] და რეციისა და ნორიკუმის ალპური რეგიონები (დღევანდელი შვეიცარია, ბავარია, ავსტრია, სლოვენია),[170] ილირიკუმი და პანონია (დღევანდელი ალბანეთი, ხორვატია, უნგრეთი, სერბეთი და ა. შ.),[170] ხოლო აფრიკის პროვინციის საზღვრები აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით გაფართოვდა.[170]

ტიბერიუსის ბიუსტი. იგი ავგუსტუსის წარმატებული სამხედრო მეთაური იყო, სანამ მის მემკვიდრედ და შემცვლელად გამოცხადდებოდა.

რომის ვასალი მეფის, ჰეროდე დიდის მემკვიდრის, ჰეროდე არქელაუსის გადაყენების შემდეგ, რომის სირიის პროვინციას იუდეაც დაემატა.[170][171] სირია (ისევე, როგორც ეგვიპტე ანტონიუსის შემდეგ) ავგუსტუსის პროკონსულის ან ლეგატის ნაცვლად, იმართებოდა მხედართა კლასის წარმომადგენელი უმაღლესი პრეფექტის მიერ.[170]

საჭირო არ გახდა რაიმე სამხედრო ძალისხმევა ძვ. წ. 25 წელს გალატიის (დღევანდელი თურქეთი) რომის პროვინციად გადაქცევისათვის ამინტას გალატიელის სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ,[171] რომელიც ჰომონადის მოკლული პრინცის ქვრივმა შურისძიების მიზნით მოკლა.[170] დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ასტურიისა და კანტაბრიის მეამბოხე ტომები ძვ. წ. 19 წელს საბოლოოდ დაიმორჩილეს და მათი ტერიტორია რომის ესპანეთისა და ლუზიტანიის პროვინციების შემადგენლობაში შევიდა.[172] ამ რეგიონმა დაამტკიცა, რომ იგი შეასრულებდა უმთავრეს როლს ავგუსტუსის მომავალი სამხედრო კამპანიების დაფინანსების საქმეში, რამდენადაც, მდიდარი იყო მინერალური წიაღისეულით, რასაც შეეძლო ხელი შეეწყო რომაელების სამომპოვებლო პროექტებისათვის. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ლას-მედულასის უმდიდრესი ოქროს საბადო.[172]

ძვ. წ. 16 წელს ალპების ხალხების დაპყრობა რომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგანაც ამ ფაქტით შეიქმნა დიდი ტერიტორიული ბუფერი იტალიაში მცხოვრებ რომის მოქალაქეებსა და რომის მტრებს შორის ჩრდილოეთით, გერმანიაში.[173] ჰორაციუსმა ამ გამარჯვებას ოდა მიუძღვნა, ხოლო მონაკოს მახლობლად აიგო ავგუსტუსის ნადავლის მონუმენტი, რომელიც ამ მოვლენის პატივსაცემად შეიქმნა.[174] ალპების რეგიონის დაპყრობა დაეხმარა ძვ. წ. 12 წელს მოწყობილ ახალ კამპანიებს, როდესაც ტიბერიუსმა შეტევა წამოიწყო ილირიკუმის პანონიანური ტომების წინააღმდეგ, ხოლო მისმა ძმამ, ნერონ კლავდიუს დრუზუსმა, აღმოსავლეთ რაინლანდში გერმანული ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა.[175] ორივე კამპანია წარმატებული აღმოჩნდა. ძვ. წ. 9 წლისათვის დრუზუსის ჯარებმა მდინარე ელბასაც კი მიაღწიეს, თუმცა თავად ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.[175][176] აღწერილია, რომ ღვთისმოშიში ტიბერიუსი რომისაკენ მთელი გზის განმავლობაში, ძმის ცხედარს ფეხით მოუძღოდა წინ.[177]

მუზირისი სამხრეთ ინდოეთის ჩერას სამეფოში, როგორც ნაჩვენებია ტაბულა პოიტინგერიანაში, „ავგუსტუსის ტაძრის“ ("Templum Augusti") გამოსახულებასთან ერთად. იმ პერიოდის რომაულ-ინდური ურთიერთობების ილუსტრაცია.

რომის აღმოსავლეთი ტერიტორიების პართიის იმპერიისაგან დასაცავად, ავგუსტუსი აღმოსავლეთის ვასალ სახელმწიფოებს ეყრდნობოდა, რდგანაც ისინი წარმოადგენდნენ ტერიტორიულ ბუფერს და ამასთან, თავადვე შეეძლოთ ჯარის გამოყვანა თავდაცვისათვის.[178] აღმოსავლეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ავგუსტუსმა სირიაში რომის არმია განალაგა, მისმა ნიჭიერმა გერმა, ტიბერიუსმა, კი პართიასთან მოლაპარაკებები დაიწყო, როგორც რომის დიპლომატმა აღმოსავლეთში.[178] სწორედ ტიბერიუსი იყო პასუხისმგებელი სომხეთის ტახტზე ტიგრან V-ის აღდგენაზე.[177][179]

მის უდიდეს დიპლომატიურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ძვ. წ. 20 წელს პართიის მეფე ფრაატ IV-სთან (ძვ. წ. 37-2 წწ.) წარმოებული მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, რომაელებს დაუბრუნდათ კარეს ბრძოლაში კრასუსის მიერ დაკარგული საბრძოლო შტანდარტები, რაც სიმბოლურ გამარჯვებას წარმოადგენდა და დიდად აამაღლა რომის მორალური მდგომარეობა.[177][178][180][179] მიუხედავად ამისა, უორნერ ეკი აცხადებს, რომ ეს ფაქტი რომაელებისათვის დიდი იმედგაცრუება იყო, რადგანაც მათ კრასუსის დამარცხებისათვის სამხედრო გზით სურდათ შურისძიება.[181] თუმცა, მარია ბროსიუსი ამას იმით ხსნის, რომ ავგუსტუსმა შტანდარტების დაბრუნება პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოიყენა და სიმბოლურად, რომისადმი პართიის მორჩილებას გაუსვა ხაზი. ეს ფაქტი ხელოვნებაშიც აისახა პრიმა პორტას ავგუსტუსის ქანდაკების ჯავშნის დიზაინისა და შტანდარტების განსათავსებლად აგებული მარს ულტორის („შურისმაძიებელი მარსის“) ტაძრის სახით.[182]

პართია ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს რომისათვის აღმოსავლეთიდან, თუმცა რეალური ფრონტის ხაზი მდინარეების, რაინისა და დუნაის გასწვრივ გადიოდა.[178] ანტონიუსთან საბოლოო ბრძოლამდე, ოქტავიანემ დალმაციის ტომების წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც დუნაის რეგიონში რომის სამფლობელოების გაფართოებისათვის გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა.[183] ბრძოლებში გამარჯვება ყოველთვის არ იყო მუდმივი წარმატების საწინდარი, რამდენადაც, გერმანიაში ახლადდაპყრობილ ტერიტორიებს გამუდმებით უკან იბრუნებდნენ რომის მტრები.[178]

რომის მარცხის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს ტევტობურგის ტყის ბრძოლა ახ. წ. 9 წელს, როდესაც მთელი სამი ლეგიონი პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის მეთაურობით, მთლიანად გაანადგურა არმინიუსმა, ხერუსკების ბელადმა და რომის მოჩვენებითმა მოკავშირემ.[184][185] ამ ტრაგედიამ თავზარი დასცა რომს და დიდად იმოქმედა თავად ავგუსტუსზეც. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი გადმოგვცემს, რომ ამ ამბის გაგებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, „არც თმა შეუჭრია და არც წვერი გაუპარსავს, ის კი არა, ხშირად თავს კარის ძელს ურტყავდა და ყვიროდა: „კვინტილიუს ვარუსო, დამიბრუნე ლეგიონები!“ დამარცხების დღეს კი ყოველ წელს გლოვითა და დიდი მწუხარებით აღნიშნავდა.“[186] ავგუსტუსმა შურისძიებისათვის ტიბერიუსი და დრუზუსი რაინლანდში გაგზავნა წესრიგის აღსადგენად, რომელთაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა ახ. წ. 9 წლის ბრძოლამ, წერტილი დაუსვა რომის ექსპანსიას გერმანიაში.[187][185] რომაელმა სარდალმა გერმანიკუსმა ისარგებლა არმინიუსსა და სეგესტესს შორის მიმდინარე ხერუსკების სამოქალაქო ომით და არმინიუსი დაამარცხა, რომელიც ბრძოლიდან გაიქცა, თუმცა, მოგვიანებით, 21 წელს, იგი მუხანათურად მოკლეს.[188]

ავგუსტუსი ბრიტანეთში გალაშქრებასაც ფიქრობდა, მაგრამ კონტინენტური ევროპის სხვა ხალხების ხშირი და სახიფათო მოძრაობების გამო, ამ განზრახვის განხორციელება ვერ მოახერხა. იგი იმით დაკმაყოფილდა, რომ ბრიტანელმა ბელადებმა პირადად მას და იუპიტერ კაპიტოლიუმელს ძღვენი მიართვეს.[185]

აღმოსავლეთში ახალი დაპყრობის ერთადერთი ცდა იყო შეტევა არაბეთის მიმართულებით. ამ ლაშქრობას ეგვიპტის პრეფექტი, გაიუს ელიუს გალუსი, ხელმძღვანელობდა, თუმცა, ექსპედიცია სრული წარუმატებლობითა და დიდი მსხვერპლით დასრულდა.[189]

სიკვდილი და მემკვიდრეობის უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 23 წელს ავგუსტუსის ავადმყოფობამ წამოჭრა მისი პოლიტიკური და საჯარო მემკვიდრეობის საკითხი. სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საჭირო იყო დაენიშნა მემკვიდრე მის უნიკალურ თანამდებობაზე რომაულ საზოგადოებასა და მთავრობაში, თუმცა, ეს იმგვარად უნდა მომხდარიყო, რომ სენატორებს მონარქიის შიში არ გაღვივებოდათ.[190] თუ ვინმეს უნდა დაეკავებინა ავგუსტუსის ძალაუფლების არაოფიციალური მდგომარეობა, მას ეს საჯაროდ დამტკიცებული პირადი ღირსებებით უნდა მოეპოვებინა.[190]

ავგუსტუსის ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მისი დისშვილის, მარცელუსის, სასარგებლოდ მეტყველებდა, რომელიც მალევე დაქორწინდა ავგუსტუსის ქალიშვილ იულია უფროსზე.[191] სხვა ისტორიკოსები ამ საკითხზე დავობენ, რადგან როდესაც ავგუსტუსის მძიმე ავადმყოფობის გამო, ძვ. წ. 23 წელს სენატში მისი ანდერძი ხმამაღლა წაიკითხეს,[192] იგი მარკუს აგრიპას ასახელებდა, რომელიც ავგუსტუსის მარჯვენა ხელი იყო და სავარაუდოდ, ერთადერთი მის ახლობელთაგან, რომელსაც შეეძლო ლეგიონების გაკონტროლება და მთელი იმპერიის პყრობა.[193]

ძვ. წ. 23 წელს მარცელუსის გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტუსმა თავისი ქალიშვილი აგრიპას მიათხოვა. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ხუთი ბავშვი, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი: გაიუს კეისარი, ლუციუს კეისარი, ვისპასიან იულია, აგრიპა უფროსი და აგრიპა პოსტუმუსი, რომელსაც ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ მარკუს აგრიპას გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. მეორე შეთანხმებიდან მცირე ხნის შემდეგ, აგრიპას იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილის ხუთწლიანი მმართველობის ვადა მიენიჭა პროკონსულის უფლებამოსილებისა და ავგუსტუსის მსგავსი ტრიბუნალური ძალაუფლებითურთ. მისი მმართველობის ცენტრი მდებარეობდა კუნძულ სამოსზე, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.[193][194] ძალაუფლების გადაცემა აგრიპასადმი ავგუსტუსის კეთილგანწყობის ნიშანი იყო, თუმცა, ამას გარდა, იგი, ასევე, კეისრის პარტიის წევრთა სიამოვნების საშუალებაც იყო ერთ-ერთი მათგანისათვის საყურადღებო ოდენობის ძალაუფლების გაზიარებით.[194]

ავგუსტუსის მავზოლეუმი

ავგუსტუსის განზრახვა გაიუს და ლუციუს კეისრები მის მემკვიდრეებად ექცია აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც ისინი საკუთარ შვილებად გამოაცხადა.[195] ძვ. წ. 5 და 2 წლებში მან კონსულობა მიიღო, ასე რომ, მას შეეძლო პირადად შეეწყო ხელი მათი პოლიტიკური კარიერისათვის,[196] მართლაც, ისინი ახ. წ. 1 და 4 წლებში კონსულობის კანდიდატებად წარადგინეს.[197] ავგუსტუსმა კეთილგანწყობა გამოავლინა მისი გერების, ლივიას შვილების მისი პირველი ქორწინებიდან ნერონ კლავდიუს დრუზუს გერმანიკუსისა (ამიერიდან, მოხსენიებული იქნება, როგორც დრუზუსი) და ტიბერიუს კლავდიუსის (ამიერიდან ტიბერიუსი) მიმართაც, რომელთაც სამხედრო მეთაურებისა და საჯარო თანამდებობები უბოძა, თუმცა, როგორც ჩანდა, დრუზუსს უფრო სწყალობდა. ძვ. წ. 12 წელს, აგრიპას გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტუსმა ტიბერიუსს უბრძანა, გაყროდა ცოლს, ვიპსანიას და დაქორწინებულიყო აგრიპას ქვრივზე, ავგუსტუსის ქალიშვილ იულიაზე, როგორც კი აგრიპას გლოვის პერიოდი გაივლიდა.[198] დრუზუსის ქორწინება ანტონიასთან გადაწყვეტილ საქმედ ითვლებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიპსანია „მხოლოდ“ აგრიპას ქალიშვილი იყო მისი პირველი ქორწინებიდა.[198]

ტიბერიუსმა გაინაწილა ავგუსტუსის ტრიბუნის ძალაუფლება ძვ. წ. 6 წლისათვის, თუმცა მალევე სამსახურიდან გადადგა.[199] გავრცელებული ხმების თანახმად, მას აღარ სურდა რაიმე სახის როლის თამაში პოლიტიკაში და როდოსში გადასახლდა.[151][200] მისი გამგზავრების რაიმე კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ეს, შესაძლოა, ყოფილიყო სხვადასხვა მიზეზის ნაკრები, როგორიცაა არშემდგარი ქორწინება იულიასთან,[151][200] ისევე, როგორც, შურის გრძნობა ავგუსტუსის მიერ აშკარა უპირატესობამინიჭებულ გაიუსსა და ლუციუსზე, იმპერატორის შვილიშვილებზე, რომლებიც ოქტავიანემ იშვილა კიდეც (გაიუსი და ლუციუსი, რომლებიც ადრეულ ასაკში შეუერთდნენ ღვთისმსახურთა კოლეგიას, საზოგადოებას ბევრად უფრო ხელსაყრელ და კეთილმოსურნე ფონზე წარუდგინეს, არმიას კი გალიაში გააცნეს).[201][202]

ლუციუსისა და გაიუსის ადრეული გარდაცვალებისა (შესაბამისად, ახ. წ. 2 და 4 წლებში) და ძმის, დრუზუსის სიკვდილის (ძვ. წ. 9 წ.) შემდეგ, ახ. წ. 4 წლის ივნისში, ტიბერიუსი რომში გამოიძახეს, სადაც იგი ავგუსტუსმა იშვილა იმ პირობით, რომ სანაცვლოდ, ის იშვილებდა თავის ძმისშვილ გერმანიკუსს.[203] ამით გაგრძელდა, სულ ცოტა, ორი თაობის მემკვიდრის წარდგენის ტრადიცია.[198] იმავე წელს, ტიბერიუსს მიენიჭა ტრიბუნისა და პროკონსულის ძალაუფლებები. სხვა ქვეყნების მეფეთა ემისრებს ევალებოდათ მის მიმართ პატივისცემა გამოეხატათ. ახ. წ. 13 წელს, ტიბერიუსმა მისი მეორე ტრიუმფი აღნიშნა და მიიღო ავგუსტუსის თანასწორი აბსოლუტური ძალაუფლება.[204]

გაღმერთებული ავგუსტუსი ლივლივებს ტიბერიუსისა და იულიუს-კლავდიუსების ოჯახის სხვა წევრების თავზე. გამოსახულება საფრანგეთის დიდ კამეაზე.

მემკვიდრეობის ერთადერთი სხვა კანდიდატი იყო პოსტუმუს აგრიპა, რომელიც ახ. წ. 7 წელს ავგუსტუსმა გადაასახლა. მისი გაძევება სენატის დეკრეტით სამუდამო გახდა და იმპერატორმა ოფიციალურად უარყო იგი.[205] მან, რა თქმა უნდა, დაკარგა ავგუსტუსის კეთილმოსურნეობა, როგორც მისი მემკვიდრისა. ისტორიკოსი ერიხ გრუენი აღნიშნავს მრავალ თანამედროვე წყაროს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოსტუმუს აგრიპა იყო „ვულგარული ახალგაზრდა კაცი, გარყვნილი ხასიათის, სასტიკი და ულმობელი“.[205] იგი გადასახლებაში მოკლეს ავგუსტუსის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ან შემდეგ.

ახ. წ. 14 წლის 19 აგვისტოს ნოლაში ვიზიტისას ავგუსტუსი გარდაიცვალა, იქ სადაც მამამისი მოკვდა. ტაციტუსი და დიონ კასიუსი წერენ, რომ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ლივიამ მოკლა ავგუსტუსი მოწამლული ახალი ლეღვის გამოყენებით.[206][207] ეს ელემენტი ფიგურირებს მრავალ თანამედროვე ისტორიული რეალობის ნამუშევარში, რომლებიც ავგუსტუსის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი ამას უყურებს, როგორც პოსტუმუს აგრიპას, როგორც მემკვიდრის კანდიდატურის მხარდამჭერთა ან ტიბერიუსის პოლიტიკური მტრების გაკეთებულ ფაბრიკაციას. ლივია დიდი ხნის განმავლობაში იყო მსგავსი ხმების სამიზნე, რომ მან მოწამლა ადამიანები შვილის სასარგებლოდ, თუმცა მათი უმეტესობა ან საერთოდაც, ყველა მათგანი ნაკლებად სავარაუდოა სიმართლე ყოფილიყო.[208]

ამას გარდა, შესაძლებელია, რომ ლივიამ ნამდვილად მიაწოდა მოწამლული ლეღვი (იგი თავად ამუშავებდა ლეღვის სხვადასხვა სახეობას, რაზეც ავგუსტუსმა თქვა, რომ მას მოსწონდა), მაგრამ მისი ეს ქმედება თვითმკვლელობაში დახმარებას წარმოადგენდა და არა მკვლელობას. ავგუსტუსის ჯანმრთელობა უარესდებოდა უშუალოდ მისი გარდაცვალების წინა თვეებში. მან თადარიგი დაიჭირა ტიბერიუსისათვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისათვის, რომელიც, საბოლოოდ, უხალისოდ აირჩია მის მემკვიდრედ.[209] სავარაუდოდ, ავგუსტუსი არ მოელოდა, რომ ნოლადან ცოცხალი დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, იქ ყოფნისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერჯერადად გაუმჯობესდა. სწორედ ამიტომ, არსებობდა სპეკულაციები, რომ ავგუსტუსმა და ლივიამ ერთგვარი „შეთქმულება“ მოაწყვეს მის მოსაკლავად წინასწარ განსაზღვრულ დროს, როდესაც მოგვარებული იყო ყველა პოლიტიკური პროცესი ტიბერიუსის მისაღებად, რათა საფრთხეში არ ჩაეგდო ძალაუფლების გადაცემის პროცესი.[208]

ავგუსტუსის ცნობილი უკანასკნელი სიტყვები იყო: „კარგად შევასრულე ჩემი როლი? მაშ ტაში დამიკარით, რადგან გავდივარ“,[210] რითაც მიანიშნა იმ მოჩვენებით-მსახიობურ და რეალურ სამეფო ძალაუფლებაზე, რომელიც მას, როგორც იმპერატორს გააჩნდა; თუმცა, საჯაროდ, მისი ბოლო სიტყვები იყო: „აჰა, იხილეთ, მე ჩავიბარე აგურის რომი და მარმარილოსას გიტოვებთ.“ ჭირისუფალთა გრანდიოზულმა პროცესიამ ავგუსტუსის ცხედარი ნოლადან რომში გადაასვენა. მისი დაკრძალვის დღეს ყველა საჯარო და კერძო საქმიანობა ერთი დღით აიკრძალა.[209] ტიბერიუსმა და მისმა ვაჟმა, დრუზუსმა ტრიბუნებიდან სახოტბო სიტყვები წარმოთქვეს.[211] ავგუსტუსის სხეული კუბოში ჩაასვენეს და მის მავზოლეუმთან ახლოს სამგლოვიარო კოცონზე დაწვეს. გამოცხადდა, რომ იგი ღმერთებს შეუერთდა, როგორც რომის პანთეონის წევრი.[211] 410 წელს, რომის დარბევისას, მავზოლეუმი გუთებმა გაძარცვეს და იმპერატორის ფერფლი გაიფანტა.

ისტორიკოსი დ. კ. ა. შუტერი აცხადებს, რომ ავგუსტუსის მიერ იულიუსების ოჯახის მფარველობას კლავდიუსების ხარჯზე, შესაძლოა ტიბერიუსისათვის საკმარისი მიზეზები მიეცა, რომ ავგუსტუსის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ღიად გამოეხატა, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, თუმცა, პირიქით, ტიბერიუსი საყვედურს არ უგვიანებდა მას, ვინც ავგუსტუსს აკრიტიკებდა.[212] შუტერი ვარაუდობს, რომ ავგუსტუსის გაღმერთება ტიბერიუსს ავალდებულებდა აღეკვეთა შეურაცხყოფისა და უკმაყოფილების რაიმე სახით ღიად გამოხატვა, რომელიც მას შესაძლოა, ფარულად ჰქონოდა, ამასთან, აღსანიშნავია ტიბერიუსის „უკიდურესად კონსერვატიული“ დამოკიდებულება რელიგიის მიმართ.[213]

აგრეთვე, ისტორიკოსი რ. შოუ-სმითი აღნიშნავს ტიბერიუსისადმი მიწერილ ავგუსტუსის წერილებს, რომლებიც წარმოაჩენენ ტიბერიუსის მიმართ გამოჩენილ მღელვარებასა და მისი სამხედრო მიღწევების დიდად დაფასებას.[214] შუტერი აცხადებს, რომ ტიბერიუსმა თავისი სიბრაზე და კრიტიკა გაიუს ასინიუს გალუსისა (ვიპსანიას ცოლად შერთვის გამო, მას შემდეგ, რაც ავგუსტუსმა მასთან გაყრა აიძულა) და ორი ახალგაზრდა კეისრის, გაიუსისა და ლუციუსის მხარეს მიმართა, ნაცვლად ავგუსტუსისა, მისი განქორწინებისა და იმპერიული დაქვეითების რეალური არქიტექტორისა.[213]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობელი ყრმით, წინასწარმეტყველი ტივოლის სიბილა (დაბლა, მარცხნივ) და იმპერატორი ავგუსტუსი (დაბლა, მარჯვნივ), მინიატურა ბერის ჰერცოგის დიდი ჟამნიდან.
ავგუსტუსის კამეა შუა საუკუნეების ლოთარის ჯვრის ცენტრში.

ავგუსტუსის მმართველობამ საფუძველი ჩაუყარა რეჟიმს, რომელმაც იგივე ან სხვა ფორმით თითქმის 1 500 წელი იარსება დასავლეთ რომის იმპერიის საბოლოო დაცემამდე და 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემამდე. როგორც მისი შვილად აყვანის შემდეგ მიღებული სახელი, კეისარი, აგრეთვე, ტიტული — ავგუსტუსი რომის იმპერიის მმართველთა მუდმივ ტიტულებად იქცნენ მისი გარდაცვალების შემდეგ 14 საუკუნის განმავლობაში და გამოიყენებოდა როგორც ძველ, ისე ახალ რომში. მრავალ ენაში, კეისარი იმპერატორის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა, როგორიცაა გერმანული კაიზერი და ბულგარული (შემდგომში უკვე რუსულიც) ცარი. ღვთაებრივი ავგუსტუსის (Divus Augustus) კულტმა 391 წელს თეოდოსიუს I-ის მიერ იმპერიის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებამდე იარსება. შესაბამისად, არსებობს პირველი იმპერატორის მრავალი შესანიშნავი ქანდაკება და ბიუსტი. ავგუსტუსმა შეადგინა მისი მიღწევების ანგარიში — Res Gestae Divi Augusti (ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმენი), რათა ის ბრინჯაოზე ამოეკვეთათ მისი მავზოლეუმის წინ.[215] მისი გარდაცვალებისას მთელი იმპერიის მასშტაბით მოხდა ამ ტექსტის ასლების ჩაწერა.[216] ლათინური წარწერები და მისი გამორჩეული ბერძნული თარგმანიც მრავალ საჯარო შენობაზე განათავსეს, რომელთაგან აღსანიშნავია ანკარის ტაძრის Monumentum Ancyranum (ანკარის მონუმენტი), რომელსაც თეოდორ მომზენმა „წარწერათა დედოფალი“ უწოდა.[217]

შემორჩენილია ავგუსტუსის რამდენიმე ცნობილი წერილობითი ნამუშევარი, როგორებიცაა მისი პოემები სიცილია, ეპიფანუსი და აიაქსი, ცამეტწიგნიანი ავტობიოგრაფია, ფილოსოფიური ტრაქტატი და ბრუტუსის კატონის ხოტბის წერილობითი უარყოფა.[218] ისტორიკოსებს აქვთ შესაძლებლობა ანალიზი გაუკეთონ ავგუსტუსის მიერ სხვათათვის მიწერილ წერილებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ დამატებითი ფაქტების ან მინიშნებების გამოსავლენად.[214][219]

ავგუსტუსს ბევრი რომის უდიდეს იმპერატორად მიიჩნევს. მისმა პოლიტიკამ მართლაც გაახანგრძლივა იმპერიის სიცოცხლის ხანგრძლივობა და დაამკვიდრა პაქს რომანა ან პაქს ავგუსტა. რომის სენატი მომდევნო იმპერატორებს უსურვებდა, რომ „ყოფილიყვნენ ავგუსტუსზე ბედნიერები და ტრაიანეზე უკეთესები“. ავგუსტუსი ჭკვიანი, გამბედავი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო, თუმცა, შესაძლოა, არა ისეთი ქარიზმატული, როგორიც იულიუს კეისარი და ზოგიერთ გარემოებაში თავისი მესამე ცოლის, ლივიას გავლენასაც განიცდიდა (ზოგჯერ უარესობისკენ). მიუხედავად ამისა, მისი მემკვიდრეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ქალაქი რომი მისი მმართველობისას განსაკუთრებულად გარდაიქმნა: ჩამოყალიბდა რომის პირველი საპოლიციო ძალები, სახანძრო სამსახური და დაფუძნდა მუნიციპალური პრეფექტის მუდმივი თანამდებობა.[220] საპოლიციო ძალები იყოფოდა კოჰორტებად, რომელთაგან თითოეულში 500 კაცი იყო, ხოლო მეხანძრეები 7 ერთეულად იყოფოდნენ, რომელთაგან თითოეულში 500-დან 1000 კაცამდე შედიოდა და ემსახურებოდნენ 14-ად დაყოფილ ქალაქის სექტორებს.[220] რომის მეხანძრეთა ბრიგადებისა და პოლიციის (ვიგილიები) ზედამხედველად განწესდა praefectus vigilum (მეთვალყურეთა პრეფექტი).[221]

რადგანაც სამოქალაქო ომი დასრულდა, ავგუსტუსმა შეძლო რომის იმპერიისათვის რეგულარული არმია შეექმნა, რომლის ზომაც 28 ლეგიონით განისაზღვრა და დაახლოებით, 170 000 ჯარისკაცს მოითვლიდა.[222] მას მხარს უჭერდა დამხმარე მოკავშირე ჯარების უამრავი დანაყოფი, რომელთაგან თითოეული 500 ჯარისკაცისაგან შედგებოდა და ხშირად, ახლადდაპყრობილი ტერიტორიებიდან აჰყავდათ.[223][224]

იტალიის გზების მოვლის ფინანსური უზრუნველყოფის შემდეგ, ავგუსტუსმა, აგრეთვე, დააფუძნა გადამცემ სადგურთა ოფიციალური საშიკრიკო სისტემა, რომელსაც ზედამხედველობას praefectus vehiculorum-ის სახელით ცნობილი სამხედრო ოფიცერი უწევდა.[225] გარდა ამისა, სწრაფი კომუნიკაციისათვის მთელი იტალიის მასშტაბით გზების ფართო მშენებლობამ რომის არმიას საშუალება მისცა უფრო სწრაფად და მანამდე უპრეცენდენტო ტემპით გადაადგილებულიყო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.[226] 6 წელს ავგუსტუსმა დააარსა აერარიუმ მილიტარე (სამხედრო ხაზინა) და მას 170 მილიონი სესტერცი შესწირა, რომელიც გათვალისწინებული იყო როგორც მოქმედი, ასევე, გადამდგარი ჯარისკაცებისთვის.[227]

ავგუსტუსის მიერ დაარსებული ინსტიტუტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გამოდგა პრეტორიანელთა გვარდია, რომელიც მან ძვ. წ. 27 წელს დააფუძნა. იგი, თავდაპირველად, პირადი დაცვის ერთეული იყო ბრძოლის ველზე, თუმცა, მოგვიანებით, საიმპერიო გვარდიად და მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა რომში.[228] პრეტორიანელებს საკმარისი ძალა გააჩნდათ, რომ დაეშინებინათ სენატი, დაენიშნათ ახალი და დაემხოთ არასასურველი იმპერატორი. უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ მაქსენციუსი იყო. IV საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე I-მა დაშალა პრეტორიანელთა გვარდია და გაანადგურა მათი ყაზარმები კასტრა პრეტორია.[229]

ავგუსტუსის ეგვიპტური სტილის გამოსახულება კალაბშის ტაძარზე ნუბიაში.

მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერიის ყველაზე ძლევამოსილ პიროვნებას წარმოადგენდა, ავგუსტუსს სურდა განესახიერებინა რესპუბლიკური ღირსებებისა და ნორმების სული. მას, აგრეთვე, უნდოდა ყოფილიყო დაკავშირებული და შეხება ჰქონოდა პლებსის ინტერესებსა და პრობლემებთან. მან ამას ხელგაშლილობის მრავალი ფორმით მიაღწია, თუმცა გადამეტებული მფლანგველობისაგან თავს იკავებდა. ძვ. წ. 29 წელს ავგუსტუსმა 250 000 მოქალაქიდან თითოეულს 400 სესტერცი გადაუხადა, 1 000 სესტერცი — კოლონიებში მცხოვრებ 120 000 ვეტერანიდან თითოეულს და დახარჯა 700 მილიონი სესტერცი თავისი ჯარისკაცების დასასახლებლად საჭირო მიწების შესაძენად.[230] მან, ასევე, აღადგინა 82 ტაძარი იმის წარმოსაჩენად, რომ ზრუნავდა ღმერთების რომაულ პანთეონზე.[230] ძვ. წ. 28 წელს ავგუსტუსმა გადაადნობინა მის პატივსაცემად აღმართული 80 ვერცხლის ქანდაკება, რომლებიც მას გამოსახავდნენ, რითაც სცადა უფრო მომჭირნე და თავმდაბალი გამოჩენილიყო.[230]

შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს ავგუსტუსის მმართველობის ხანგრძლივობა და მისი მემკვიდრეობა რომაული სამყაროსადმი, როგორც მისი წარმატების უმთავრესი ფაქტორი. როგორც ტაციტუსი წერს, ახ. წ. 14 წლისათვის მცხოვრებმა ახალმა თაობამ პრინციპატის გარდა მმართველობის სხვა ფორმის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.[231] ავგუსტუსი რომ ადრე გარდაცვლილიყო (მაგალითად, ძვ. წ. 23 წელს), შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. სამოქალაქო ომებით ძველი რესპუბლიკური ოლიგარქიის დაუძლურება და ავგუსტუსის დღეგრძელობა ამ წლებში რომის სახელმწიფოს დე ფაქტო მონარქიად გარდაქმნის გამომწვევ უმთავრეს ფაქტორებად უნდა იქნას მიჩნეული. ავგუსტუსის პირადმა გამოცდილებამ, მოთმინების უნარმა, ტაქტიანობამ და პოლიტიკურმა შორსმჭვრეტელობამაც თავისი როლი ითამაშა. მან მიმართულება მისცა იმპერიის მომავალს მრავალი მტკიცე გზის საშუალებით, როგორებიც იყო საზღვრებთან პროფესიონალური, მუდმივი არმიის დგომა, საიმპერატორო მემკვიდრეობის გადაცემაში ასე ხშირად გამოყენებული დინასტიური პრინციპი და დედაქალაქის გალამაზება იმპერატორის ხარჯით. ავგუსტუსის უპირველეს მემკვიდრეობას მაინც მშვიდობა და კეთილდღეობა წარმოადგენს, რომლებითაც იმპერია მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში მის მიერვე დაფუძნებული სისტემის ქვეშ სარგებლობდა. მისი ხსოვნა სათუთად შემოინახა იმპერიული ხანის პოლიტიკურ სულში, როგორც კარგი იმპერატორის მაგალითი. რომის ყოველი მომდევნო იმპერატორი იღებდა მის სახელს — კეისარ ავგუსტუსს, რომელმაც, თანდათანობით, დაკარგა პიროვნულობა და საბოლოოდ, ტიტულად ჩამოყალიბდა.[211] ავგუსტუსის ეპოქის პოეტები ვირგილიუსი და ჰორაციუსი განადიდებდნენ მას, როგორც რომის მფარველს, მორალური სამართლიანობის დამცველსა და ინდივიდს, რომელმაც იმპერიაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღო.[232]

თუმცაღა, რომზე მბრძანელობისა და პრინციპატის დაფუძნების გამო ავგუსტუსი საუკუნეთა განმავლობაში იყო კრიტიკის ობიექტი. მისი თანამედროვე რომაელი იურისტი მარკუს ანტისტიუს ლაბეო (გ. ახ. წ. 10/11 წ.), რომელსაც უყვარდა ავგუსტუსამდელი რესპუბლიკური თავისუფლება, რომლის პერიოდშიც დაიბადა, ღიად აკრიტიკებდა ავგუსტუსის რეჟიმს.[233] თავისი ანალების დასაწყისში, რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი (56-117 წწ.) წერს, რომ ავგუსტუსმა რესპუბლიკურ რომს ვერაგულად დაადგა მონობის უღელი.[233] იგი იმასაც ამბობს, რომ ავგუსტუსის გარდაცვალებითა და ტიბერიუსისათვის ერთგულების ფიცის მიცემით რომაელმა ხალხმა მხოლოდ ერთი მონათმფლობელი შეიცვალა მეორით.[233] აღსანიშნავია, რომ ტაციტუსს ჩაწერილი აქვს ორი მართალია ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ გავრცელებული შეხედულება ავგუსტუსზე:

ავგუსტუსის ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკების ფრაგმენტი, ახ. წ. I ს., ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.
ვიკიციტატა
„Intelligent people praised or criticized him in varying ways. One opinion was as follows. Filial duty and a national emergency, in which there was no place for law-abiding conduct, had driven him to civil war—and this can neither be initiated nor maintained by decent methods. He had made many concessions to Anthony and to Lepidus for the sake of vengeance on his father's murderers. When Lepidus grew old and lazy, and Anthony's self-indulgence got the better of him, the only possible cure for the distracted country had been government by one man. However, Augustus had put the state in order not by making himself king or dictator, but by creating the Principate. The Empire's frontiers were on the ocean, or distant rivers. Armies, provinces, fleets, the whole system was interrelated. Roman citizens were protected by the law. Provincials were decently treated. Rome itself had been lavishly beautified. Force had been sparingly used—merely to preserve peace for the majority.[234]

According to the second opposing opinion:

ვიკიციტატა
„filial duty and national crisis had been merely pretexts. In actual fact, the motive of Octavian, the future Augustus, was lust for power ... There had certainly been peace, but it was a blood-stained peace of disasters and assassinations.[235]

In a recent biography on Augustus, Anthony Everitt asserts that through the centuries, judgments on Augustus' reign have oscillated between these two extremes but stresses that:

ვიკიციტატა
„"Opposites do not have to be mutually exclusive, and we are not obliged to choose one or the other. The story of his career shows that Augustus was indeed ruthless, cruel, and ambitious for himself. This was only in part a personal trait, for upper-class Romans were educated to compete with one another and to excel. However, he combined an overriding concern for his personal interests with a deep-seated patriotism, based on a nostalgia of Rome's antique virtues. In his capacity as princeps, selfishness and selflessness coexisted in his mind. While fighting for dominance, he paid little attention to legality or to the normal civilities of political life. He was devious, untrustworthy, and bloodthirsty. But once he had established his authority, he governed efficiently and justly, generally allowed freedom of speech, and promoted the rule of law. He was immensely hardworking and tried as hard as any democratic parliamentarian to treat his senatorial colleagues with respect and sensitivity. He suffered from no delusions of grandeur."[236]
ვირგილიუსი ავგუსტუსსა და ოქტავიას ენეიდას უკითხვას. ჟან-ჟოზეფ ტელაზონი, 1787 წ.

ტაციტუსის შეხედულებით, ნერვამ (მმართველობა 96-98 წწ.) წარმატებით „დაუკავშირა ერთმანეთს მანამდე უცხო ორი იდეა — პრინციპატი და თავისუფლება“.[237] მესამე საუკუნეში მცხოვრები ისტორიკოსი დიონ კასიუსი ავგუსტუსს რბილ, ზომიერ მმართველად აღიარებს, თუმცა ისტორიკოსთა უმეტესობის მსგავსად, ავგუსტუსის გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელს კასიუსიც თვითმპყრობლად მიიჩნევდა.[233] პოეტი მარკუს ანეიუს ლუკანუსი (ახ. წ. 39-65) იზიარებდა იმ პოზიციას, რომ კეისრის გამარჯვებით პომპეუსზე და მარკუს პორციუს კატონის (უმცროსი) (ძვ. წ. 95-46) დაცემით აღინიშნა ტრადიციული თავისუფლების დასასრული რომში. ისტორიკოსი ჩესტერ სტარი ავგუსტუსის კრიტიკის არიდებისას წერს, რომ „შესაძლოა, ავგუსტუსი ზედმეტად წმინდა ფიგურა იყო პირდაპირ დასადანაშაულებლად.“[237]

ანგლო-ირლანდიელი მწერალი ჯონათან სვიფტი (1667-1745 წწ.), თავის ნაშრომში მსჯელობა მეტოქეობასა და უთანხმოებაზე ათენსა და რომში, ავგუსტუსს აკრიტიკებს რომში ტირანიის დამყარების გამო და მსგავსებას ხედავს დიდი ბრიტანეთის სათნო კონსტიტუციურ მონარქიასა და ძვ. წ. II საუკუნის რომის მორალურ რესპუბლიკას შორის.[238] ავგუსტუსის კრიტიკისას, ადმირალი და ისტორიკოსი თომას გორდონი მას პურიტან ტირანს, ოლივერ კრომველს (1658-1741 წწ.) ადარებს.[238] როგორც თომას გორდონი, ასევე, ფრანგი პოლიტიკის ფილოსოფოსი მონტესკიე (1689-1755 წწ.) აღნიშნავს, რომ ავგუსტუსი ბრძოლაში მშიშარა იყო.[239] თავის ავგუსტუსის სასამართლოს მოგონებებში, შოტლანდიელი სწავლული თომას ბლექვილი (1701-1757 წწ.) ავგუსტუსს მაკიაველიანელ მმართველად, „სისხლმოწყურებელ დამსჯელ უზურპატორად“, „ბოროტად და უსაარგებლოდ“, „ძუნწ სულად“ და „ტირანად“ მიიჩნევს.[239]

ფინანსური რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუდუკოტაის განძში ნაპოვნი ავგუსტუსის მონეტა ძველტამილური პანდიის სამეფოდან (დღევანდელი ტამილნადუ, ინდოეთი). ბრიტანეთის მუზეუმი.

ავგუსტუსის საჯარო შემოსავლების რეფორმებმა დიდი გავლენა მოახდინეს იმპერიის შემდგომ წარმატებებზე. მან იმპერიის გაფართოებული მიწის რესურსების უდიდესი ნაწილი მდგრად, პირდაპირ დაბეგვრაზე აიყვანა რომიდან, ნაცვლად თითოეული პროვინციიდან მერყევი, წყვეტილი და რამდენადმე, თვითნებური ხარკის აკრეფისა, როგორც მისი წინამორბედები იქცეოდნენ.[240] ამ რეფორმამ მნიშვნელოვნად გაზარდა რომის წმინდა შემოსავალი მისი ტერიტორიული შენაძენებიდან, დაასტაბილურა მისი ნაკადი და დაარეგულირა ფინანსური ურთიერთობა რომსა და მის პროვინციებს შორის, ნაცვლად ხარკის ყოველი თვითნებური აკრეფისას უკმაყოფილების პროვოცირებისა.[240]

საგადასახადო საზომები ავგუსტუსის მმართველობისას დამოკიდებული იყო მოსახლეობის აღწერაზე, ფიქსირებული კვოტებით თითოეული პროვინციისათვის.[241] რომის მოქალაქეები და იტალია გადასახადებს არაპირდაპირი წესით იხდიდნენ, ხოლო პროვინციებს პირდაპირი გადახდა მოეთხოვებოდათ.[241] არაპირდაპირ გადასახადებში შედიოდა მონების ფასის 4%, აუქციონებზე გაყიდული საქონლის 1% და სამემკვიდრეო გადასახადის 5%, რაც 100 000 სესტერცს შეადგენდა იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უახლოესი ნათესავი არ იყო.[241]

An equally important reform was the abolition of private tax farming, which was replaced by salaried civil service tax collectors. Private contractors that raised taxes had been the norm in the Republican era, and some had grown powerful enough to influence the amount of votes for politicians in Rome.[240] The tax farmers had gained great infamy for their depredations, as well as great private wealth, by winning the right to tax local areas.[240]

Rome's revenue was the amount of the successful bids, and the tax farmers' profits consisted of any additional amounts they could forcibly wring from the populace with Rome's blessing. Lack of effective supervision, combined with tax farmers' desire to maximize their profits, had produced a system of arbitrary exactions that was often barbarously cruel to taxpayers, widely (and accurately) perceived as unfair, and very harmful to investment and the economy.

არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე ჰიმიარიტების სამეფოს მონეტა, რომელიც ავგუსტუსის მონეტის მინაბაძს წარმოადგენს. I საუკუნე

ავგუსტუსის მიერ ეგვიპტის დაპყრობამ და ადგილობრივი მთავრობის რომაულით ჩანაცვლებამ რომს საშუალება მისცა გამოეყენებინა ქვეყნის მიწების უზარმაზარი გადასახადით მიღებული შემოსავლები იმპერიის ოპერაციების დასაფინანსებლად.[242] რამდენადაც ეგვიპტე იმპერიის პროვინციის ნაცვლად ავგუსტუსის პირად საკუთრებად ითვლებოდა, იგი თითოეული მომდევნო იმპერატორის მემკვიდრეობის ნაწილად იქცა.[243] ლეგატის ან პროკონსულის ნაცვლად, ავგუსტუსმა ეგვიპტის სამართავად და მისი მომგებიანი საზღვაო პორტების მოსავლელად მხედართა კლასის წარმომადგენელი პრეფექტი დანიშნა. ამ თანამდებობის დაკავება მხედართა კლასის ნებისმიერი წარმომადგენლისათვის უმაღლეს პოლიტიკურ მიღწევად იქცა, თუ არ ჩავთვლით პრეტორიელთა გვარდიის პრეფექტის პოსტს.[244] ეგვიპტის მაღალპროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო მიწა უზარმაზარ შემოსავალს იძლეოდა, რაც ავგუსტუსსა და მის მემკვიდრეებს საშუალებას აძლევდა დაეფინანსებინათ საჯარო სამუშაოები და სამხედრო ექსპედიციები,[242] აგრეთვე, „პური და სანახაობა“ რომის მოსახლეობისათვის.

მისი მმართველობისას, საცირკო თამაშებზე 3 500 სპილო იქნა მოკლული.[245]

ავგუსტუსის თვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგვისტოს თვემ (ლათ. Augustus) თავისი სახელი ავგუსტუსის პატივსაცემად მიიღო, მანამდე მას სექსტილისი ერქვა, რადგანაც თავდაპირველი რომაული კალენდრის მეექვსე თვე იყო, ექვსი კი ლათინურად გამოითქმის, როგორც sex (სექს). ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ, თითქოს, აგვისტოს 31 დღე იმიტომ აქვს, რომ ავგუსტუსს სურდა მისი თვე სიგრძეში არ ჩამორჩენოდა იულიუს კეისრის ივლისს, თუმცა ეს მითი XIII საუკუნეში შეიქმნა სწავლულის, იოჰან დე საკრობოსკოს მიერ. რეალურად, სექსტილუსს 31 დღე ჰქონდა სახელის გადარქმევამდეც და ის მისი სიგრძის გამო არ აურჩევიათ (იხილეთ იულიუსის კალენდარი). სენატის გადაწყვეტილების თანახმად, რომლის ციტირებასაც მაკრობიუსი აკეთებს, ავგუსტუსის პატივსაცემად მისი სახელის დასარქმევად სექსტილუსი იმიტომ შეირჩა, რომ მისი აღზევების რამდენიმე ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა, რაც ალექსანდრიის დაცემით დაგვირგინდა, სწორედ ამ თვეში მოხდა.[246]

სამშენებლო პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშვიდობის საკურთხევლის გამოქანდაკებული დეტალის ახლო ხედი, ძვ. წ. 13-9 წწ.

სასიკვდილო სარეცელზე ავგუსტუსმა გარშემომყოფთ ამ სიტყვებით მიმართა: „მე ჩავიბარე აგურის რომი და მარმარილოსას გიტოვებთ.“ მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებში პირდაპირი მნიშვნელობითაცაა გარკვეული სიმართლე, დიონ კასიუსი აცხადებს, რომ ეს იმპერიის სიძლიერის ამსახველი მეტაფორა იყო.[247] მარმარილო რომის შენობებში ავგუსტუსამდეც გამოიყენებოდა, თუმცა ძირითად სამშენებლო მასალად სწორედ მისი მმართველობის დაწყების შემდეგ იქცა.[248]

მიუხედავად ამისა, ეს არ შეხებია სუბურის ჯურღმულებს, რომლებიც ისეთივე არამტკიცე და ცეცხლსაშიშები იყვნენ, როგორც ყოველთვის. მან თავისი კვალი ცენტრისა და მარსის ველის მონუმენტალურ ტოპოგრაფიაზე დატოვა მშვიდობის საკურთხევლითა და მონუმენტური მზის საათით, რომლის ცენტრალურ გნომონსაც ეგვიპტიდან წამოღებული ობელისკი წარმოადგენდა.[249] მშვიდობის საკურთხევლის დამამშვენებელი რელიეფური ქანდაკებები ვიზუალურად განადიდებდნენ ავგუსტუსის რეს-გესტაეს ტრიუმფების წერილობით ჩანაწერს.[250] მის რელიეფებზე გამოსახულნი არიან პრეტორიული საიმპერატორო პროცესიები, ვესტას ქურუმები და რომის მოქალაქეები.[250]

მან, აგრეთვე, ააგო კეისრის ტაძარი, აგრიპას აბანოები და ავგუსტუსის ფორუმი მარს ულტორის ტაძრითურთ.[251] სხვა პროექტები ან მისი მხარდაჭერით ხორციელდებოდა (მაგალითად, ბალბუსის თეატრი და აგრიპას მიერ პანთეონის მშენებლობა) ან მის მიერ ფინანსდებოდა სხვების, ხშირად ახლობლების სახელით (მაგალითად, ოქტავიას პორტიკი და მარცელუსის თეატრი). ავგუსტუსის მავზოლეუმიც კი მის გარდაცვალებამდე აიგო პრინცეპსის ოჯახის წევრთა განსასვენებლად.[252]

აქციუმის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად, ძვ. წ. 29 წელს დიოსკურების ტაძრის შესასვლელის მახლობლად აიგო ავგუსტუსის თაღი, რომელიც ძვ. წ. 19 წელს გაფართოვდა და სამმაგი თაღის ფორმა მიიღო.[248] ქალაქ რომის გარეთაც მრავალი შენობაა, რომლებიც ავგუსტუსის სახელთან არიან დაკავშირებულები და მისი მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენენ. მათ შორისაა მერიდის თეატრი დღევანდელ ესპანეთში, ნიმთან აგებული მეზონ კარე დღევანდელ სამხრეთ საფრანგეთში, აგრეთვე, მონაკოს მახლობლად, ლა-ტიურბთან მდებარე ალპების ტროფეი.

ავგუსტუსისა და ლივიას ტაძარი ვიენში, საფრანგეთი. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო.

ძვ. წ. 12 წელს, აგრიპას გარდაცვალების შემდეგ, საჭირო გახდა გამოსავლის მოძებნა რომის წყლით მომარაგების სისტემის შესანარჩუნებლად, რადგანაც ედილის თანამდებობაზე ყოფნისას მასზე ზედამხედველობა აგრიპას ეკისრებოდა, ეს უკანასკნელი კი, როგორც კერძო მოქალაქე, მას საკუთარი სახსრებით აფინანსებდა.[220] ამ წელს ავგუსტუსმა წესრიგში მოიყვანა სისტემა, სენატმა კი თავისი სამი წევრი წყალმომარაგების უმაღლეს ზედამხედველებად დანიშნა. მათ მოვალეობაში შედიოდა, აგრეთვე, რომის აკვედუკებზე ზრუნვაც, რათა ისინი მწობრიდან არ გამოსულიყვნენ.[220]

ავგუსტუსის მმართველობის ბოლო პერიოდში, შეიქმნა ხუთი სენატორისაგან შემდგარი კომისია, რომლის წევრებსაც საჯარო ქონების ზედამხედველებს უწოდებდნენ. მათ ევალებოდათ საჯარო შენობებისა და სახელმწიფო კულტის ტაძრების დაცვა.[220] ავგუსტუსმა შექმნა გზების ზედამხედველ სენატორთა ჯგუფი, რომელთაც გზების მოვლა ევალებოდათ. სენატორთა ეს კომისია ადგილობრივ მოხელეებსა და კონტრაქტორებთან ერთად მუშაობდა გზების რეგულარული შეკეთების ორგანიზებაზე.[225]

არქიტექტურული სტილის ძველბერძნული წარმოშობის კორინთული ორდერი ავგუსტუსის პერიოდში და რომის იმპერიულ ეტაპზე დომინინატ არქიტექტურულ სტილს წარმოადგენდა.[248] სვეტონიუსი ერთგან აღნიშნავს, რომ რომი არ იყო მისი იმპერიული დედაქალაქის სტატუსის ღირსი, თუმცა ავგუსტუსი და აგრიპა სწორედ იმისათვის იყვნენ, რომ ეს განწყობილება შეეცვალათ რომის გარეგნობის კლასიკური ბერძნული მოდელის მიხედვით გარდაქმნით.[248]

ფიზიკური გარეგნობა და ოფიციალური გამოსახულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ბიოგრაფი სვეტონიუსი, რომელიც ავგუსტუსის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, საუკუნის შემდეგ წერდა, ამგვარად აღწერს მის გარეგნობას:

ვიკიციტატა
„შესახედავად ლამაზი იყო და ყველა ასაკში ინარჩუნებდა სანდომიანობას, თუმც არ კოხტაობდა და არ კოპწიაობდა. თმებზე იმდენად ცოტას ზრუნავდა, რომ სისწრაფისათვის ერთდროულად რამდენიმე დალაქს ავარცხნინებდა თავს, ხოლო როცა წვერს იჭრიდა ან იპარსავდა, თან რაღაცას კითხულობდა ან წერდა. ლაპარაკობდა თუ ჩუმად იყო, სახე ყოველთვის მშვიდი და ნათელი ჰქონდა. აკი გალების ერთი ბელადი თავისიანებს გამოუტყდა, რომ სწორედ ამან შეაყოვნა და შეაჩერა, როცა ალპების გადალახვისას, დალაპარაკების საბაბით მასთან მიახლოებულს, ავგუსტუსის უფსკრულში გადაჩეხვა უნდოდა. ნათელი და მოელვარე თვალები ჰქონდა, უყვარდა, როცა მათში რაღაც ღვთაებრივ ძალას ხედავდნენ და კმაყოფილი იყო, თუ მისი დაჟინებული მზერით მონუსხული თანამოსაუბრე თვალებს დახრიდა, თითქოს მზის კაშკაშს მოერიდაო. თუმცა, სიბერეში მარცხენა თვალით ცუდად ხედავდა. კბილები მეჩხერი ჰქონდა, წვრილი, არათანაბარი, თმები — ჟღალი და ოდნავ დატალღული; წარბები — გადაბმული; ყურები — პატარა; ცხვირი — კეხიანი და წაწვეტებული; კანის ფერი — შავგვრემანსა და თეთრს შორის. მაღალი არ იყო, თუმცაღა აზატი იულიუს მარატი, რომელიც მის ჩანაწერებს აწარმოებდა, გვამცნობს, რომ ხუთი და სამი მეოთხედი ფუტი იყო სიმაღლეში.[კომ. 9] თანაზომიერი და მწყობრი აღნაგობა შეუმჩნეველს ხდიდა მის ტანდაბლობას, მხოლოდ მასზე უფრო მაღალი ხალხის გვერდით თუ შენიშნავდა ამას ვინმე. ამბობენ, სხეული მკერდსა და მუცელზე ხალებით ჰქონდაო დაფარული, რომელთა განლაგება დიდი დათვის თანავარსკვლავედს მოგაგონებდათ. კანი ბევრ ადგილზე გაუხეშებული ჰქონია და მუდმივი ქავილისა და სახეხის ხშირი ხმარებისაგან ალაგ-ალაგ ფუფხის მსგავსი გამკვრივებები გასჩენია. მარცხენა ფეხის თეძო და წვივი სუსტი ჰქონია, ხშირად კოჭლობდა კიდეც, ამ სატკივარს ცხელი ქვიშა და ლერწმის არტახი შველოდა. ხანდახან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითიც არ ემორჩილებოდა, სიცივეში ისე ეკრუნჩხებოდა, რომ წერას მხოლოდ რქის სათითით თუ ახერხებდა. საშარდე ბუშტის ტკივილსაც უჩიოდა, რომელიც მხოლოდ მაშინ უამდებოდა, როცა კენჭები შარდთან ერთად გამოვიდოდა.[253]

მისი ოფიციალური გამოსახულებები უმკაცრესად კონტროლდებოდა და იდეალიზდებოდა. ისინი უფრო მეტად ელინისტური სამეფო პორტრეტების მსგავსად იქმნებოდა, ვიდრე ტრადიციული რომაული რეალისტური პორტრეტის სტილში. იგი პირველად მონეტებზე ჩნდება 19 წლის ასაკში და დაახლოებით, ძვ. წ. 29 წლიდან „ავგუსტუსის პორტრეტთა რაოდენობის აფეთქება ადასტურებს მიზანმიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ყველა მიმართულებით: სამოქალაქო, რელიგიურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო სფეროში ავგუსტუსის პიროვნების დომინირებას“.[254] ადრეული გამოსახულებები ნამდვილად წარმოაჩენენ ახალგაზრდა კაცს და მიუხედავად მათში შეტანილი გარკვეული ცვლილებებისა, მისი პორტრეტები მაინც რჩებოდა ახალგაზრდული გარეგნობის 75 წლის ასაკში მის გარდაცვალებამდე, რა დროისთვისაც, მათ ჰქონდათ „მისი უბერებელი უდიდებულესობის დაშორებული იერი“.[255] მის მრავალ შემორჩენილ პორტრეტთაგან ყველაზე ცნობილთა შორისაა პრიმა პორტას ავგუსტუსი, გამოსახულება არა პაცისზე და ვია ლაბიკანა ავგუსტუსი, რომელიც მას ქურუმად წარმოაჩენს. ასევე, რამდენიმე კამეური პორტრეტი, მათ შორის ბლაკას კამეა და გემა აუგუსტა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 119, თბ., 1975 წელი.
  • სანიკიძე, ლევან (1984). რომის იმპერია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 
  • სანიკიძე, ლევან (1976). კვერთხი ეშმაკთა.... თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 
  • გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (2011). თორმეტი კეისრის ცხოვრება. მთარგმნელი — მარინა გიორგაძე. თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. ISBN 978-9941-9190-9-1. 
  • Allen, William Sidney [1965] (1978). Vox Latina—a Guide to the Pronunciation of Classical Latin, 2nd, Cambridge University Press. ISBN 0-521-37936-9. 
  • Ando, Clifford, Imperial ideology and provincial loyalty in the Roman Empire, University of California Press, 2000.
  • Bivar, A. D. H. (1983). "The Political History of Iran Under the Arsacids", in The Cambridge History of Iran (Vol 3:1), 21–99. Edited by Ehsan Yarshater. London, New York, New Rochelle, Melbourne, and Sydney: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-20092-9.
  • Blackburn, Bonnie and Holford-Strevens, Leofranc. (1999). The Oxford Companion to the Year. Oxford University Press. Reprinted with corrections 2003.
  • Bourne, Ella. "Augustus as a Letter-Writer", Transactions and Proceedings of the American Philological Association (Volume 49, 1918): 53–66.
  • Bowersock, G. W. (1990). "The Pontificate of Augustus", რედ. Kurt A. Raaflaub and Mark Toher (eds.): Between Republic and Empire: Interpretations of Augustus and his Principate. Berkeley: University of California Press, გვ. 380–394. ISBN 978-0-520-08447-6. 
  • Brosius, Maria. (2006). The Persians: An Introduction. London & New York: Routledge. ISBN 978-0-415-32089-4 (hbk).
  • Bunson, Matthew. (1994). Encyclopedia of the Roman Empire. New York: Facts on File Inc. ISBN 978-0-8160-3182-5
  • Chisholm, Kitty and John Ferguson. (1981). Rome: The Augustan Age; A Source Book. Oxford: Oxford University Press, in association with the Open University Press. ISBN 978-0-19-872108-6
  • Dio, Cassius. (1987) The Roman History: The Reign of Augustus. Translated by Ian Scott-Kilvert. London: Penguin Books. ISBN 978-0-14-044448-3.
  • Davies, Mark; Swain, Hilary; Davies, Mark Everson, Aspects of Roman history, 82 BC-AD 14: a source-based approach, Taylor & Francis e-Library, 2010.
  • Eck, Werner; translated by Deborah Lucas Schneider; new material by Sarolta A. Takács. (2003) The Age of Augustus. Oxford: Blackwell Publishing (hardcover, ISBN 978-0-631-22957-5; paperback, ISBN 978-0-631-22958-2).
  • Eder, Walter. (2005). "Augustus and the Power of Tradition", in The Cambridge Companion to the Age of Augustus (Cambridge Companions to the Ancient World), ed. Karl Galinsky, 13–32. Cambridge, MA; New York: Cambridge University Press (hardcover, ISBN 978-0-521-80796-8; paperback, ISBN 978-0-521-00393-3).
  • Everitt, Anthony (2006) Augustus: The Life of Rome's First Emperor. Random House Books. ISBN 1-4000-6128-8.
  • Green, Peter (1990). Alexander to Actium: The Historical Evolution of the Hellenistic Age, Hellenistic Culture and Society. Berkeley, CA; Los Angeles; London: University of California Press. ISBN 0-520-05611-6. 
  • Gruen, Erich S. (2005). "Augustus and the Making of the Principate", in The Cambridge Companion to the Age of Augustus (Cambridge Companions to the Ancient World), ed. Karl Galinsky, 33–51. Cambridge, MA; New York: Cambridge University Press (hardcover, ISBN 978-0-521-80796-8; paperback, ISBN 978-0-521-00393-3).
  • Holland, Richard, Augustus, Godfather of Europe, Sutton Publishing, 2005.
  • Kelsall, Malcolm. "Augustus and Pope", The Huntington Library Quarterly (Volume 39, Number 2, 1976): 117–131.
  • Mackay, Christopher S. (2004). Ancient Rome: A Military and Political History. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-80918-4. 
  • Raaflaub, Kurt A.; Toher, Mark, Between republic and empire: interpretations of Augustus and his principate, University of California Press, 1993.
  • Rowell, Henry Thompson. (1962). The Centers of Civilization Series: Volume 5; Rome in the Augustan Age. Norman: University of Oklahoma Press. ISBN 978-0-8061-0956-5
  • Scott, Kenneth. "The Political Propaganda of 44–30 B.C." Memoirs of the American Academy in Rome, Vol. 11, (1933), pp. 7–49.
  • Scullard, H. H. [1959] (1982). From the Gracchi to Nero: A History of Rome from 133 B.C. to A.D. 68, 5th, London; New York: Routledge. ISBN 978-0-415-02527-0. 
  • Shaw-Smith, R. "A Letter from Augustus to Tiberius", Greece & Rome (Volume 18, Number 2, 1971): 213–214.
  • Shotter, D. C. A. "Tiberius and the Spirit of Augustus", Greece & Rome (Volume 13, Number 2, 1966): 207–212.
  • Smith, R. R. R., "The Public Image of Licinius I: Portrait Sculpture and Imperial Ideology in the Early Fourth Century", The Journal of Roman Studies, Vol. 87, (1997), pp. 170–202, JSTOR
  • Southern, Pat. (1998). Augustus. London: Routledge. ISBN 978-0-415-16631-7.
  • Starr, Chester G., Jr. "The Perfect Democracy of the Roman Empire", The American Historical Review (Volume 58, Number 1, 1952): 1–16.
  • Syme, Ronald (1939). The Roman Revolution. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-280320-4. 
  • Walker, Susan, and Burnett, Andrew, The Image of Augustus, 1981, British Museum Publications, ISBN 0-7141-1270-4
  • Wells, Colin Michael, The Roman Empire, Harvard University Press, 2004.

რეკომენდებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bleicken, Jochen. (1998). Augustus. Eine Biographie. Berlin.
  • Buchan, John (1937). Augustus. Boston: Houghton Mifflin Co. 
  • Everitt, Anthony. The First Emperor: Caesar Augustus and the Triumph of Rome. London: John Murray, 2007. ISBN 978-0-7195-5495-7.
  • Galinsky, Karl. Augustan Culture. Princeton, NJ: Princeton University Press, 1998 (paperback, ISBN 978-0-691-05890-0).
  • Galinsky, Karl (2012). Augustus: Introduction to the Life of an Emperor. Cambridge University Press, გვ. 300. ISBN 978-0-521-74442-3. 
  • Grant, Michael (1985). The Roman Emperors: A Biographical Guide to the Rulers of Imperial Rome, 31 BC — AD 476. New York: Charles Scribner's Sons. 
  • Levick, Barbara. Augustus: Image and Substance. London: Longman, 2010. ISBN 978-0-582-89421-1.
  • Lewis, P. R. and G. D. B. Jones, Roman gold-mining in north-west Spain, Journal of Roman Studies 60 (1970): 169–85
  • Jones, R. F. J. and Bird, D. G., Roman gold-mining in north-west Spain, II: Workings on the Rio Duerna, Journal of Roman Studies 62 (1972): 59–74.
  • Jones, A. H. M. "The Imperium of Augustus", The Journal of Roman Studies, Vol. 41, Parts 1 and 2. (1951), pp. 112–119.
  • Jones, A. H. M. Augustus. London: Chatto & Windus, 1970 (paperback, ISBN 978-0-7011-1626-2).
  • Massie, Allan (1984). The Caesars. New York: Franklin Watts. 
  • Osgood, Josiah. Caesar's Legacy: Civil War and the Emergence of the Roman Empire. New York: Cambridge University Press (USA), 2006 (hardback, ISBN 978-0-521-85582-2; paperback, ISBN 978-0-521-67177-4).
  • Raaflaub, Kurt A. and Toher, Mark (eds.). Between Republic and Empire: Interpretations of Augustus and His Principate. Berkeley; Los Angeles: University of California Press, 1993 (paperback, ISBN 978-0-520-08447-6).
  • Reinhold, Meyer. The Golden Age of Augustus (Aspects of Antiquity). Toronto, ON: Univ. of Toronto Press, 1978 (hardcover, ISBN 978-0-89522-007-3; paperback, ISBN 978-0-89522-008-0).
  • Roebuck, C. (1966). The World of Ancient Times. New York: Charles Scribner's Sons.
  • Shotter, D. C. A. (1991). Augustus Caesar, Lancaster Pamphlets. London: Routledge. 
  • Southern, Pat. Augustus (Roman Imperial Biographies). New York: Routledge, 1998 (hardcover, ISBN 978-0-415-16631-7); 2001 (paperback, ISBN 978-0-415-25855-5).
  • Zanker, Paul. The Power of Images in the Age of Augustus (Thomas Spencer Jerome Lectures). Ann Arbor, MI: University of Michigan Press, 1989 (hardcover, ISBN 978-0-472-10101-6); 1990 (paperback, ISBN 978-0-472-08124-0).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ავგუსტუსის სახელების კლასიკური ლათინური და რეკონსტრუირებული კლასიკური ლათინური პუნქტუაციით მართლწერა:
    1. GAIVS OCTAVIVS
      IPA: [ˈɡaː.i.ʊs ɔkˈtaː.wi.ʊs] (გაიუს ოქტავიუსი)
    2. GAIVS IVLIVS CAESAR OCTAVIANVS
      IPA: [ˈɡaː.i.ʊs ˈjuː.li.ʊs ˈkae̯.sar ɔk.taː.wiˈaː.nʊs] (გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანუსი)
    3. IMPERATOR CAESAR DIVI F[ILIVS] AVGVSTVS
      IPA: [ɪm.pɛˈraː.tɔr ˈkae̯.sar ˈdiː.wiː ˈfiː.li.ʊs au̯ˈgʊs.tʊs] (იმპერატორ კეისარი დივი ფილიუს გაიუს აუგუსტუსი)
    ორთოგრაფიული ფორმა AGVSTVS, რომელიც აგუსტუსს აღნიშნავს, ხელნაწერებში გვხვდება (Allen 1965, გვ. 61).
  2. 2.0 2.1 ავგუსტუსის უკანასკნელი სახელი, ლათ. Imperator Caesar Divi Filius Augustus, ნიშნავს „სარდალი კეისარი, ღვთაებრივის ძე, პატივსაცემი“.
  3. მისი მმართველობის თარიღები თანამედროვე კალენდრითაა განსაზღვრული; ავგუსტუსი სიცოცხლეში გამოიყენებოდა ორი კალენდარი: რომის რესპუბლიკური (ძვ. წ. 45 წლამდე) და იულიანური (ძვ. წ. 45 წლიდან). იულიუს კეისრის გეგმების ჩაშლის გამო, ავგუსტუსმა ახ. წ. 4 წლის მარტში დაასრულა იულიანური კალენდრის აღდგენა. შესაბამისობა ნაადრევ იულიანურ კალენდარსა და ძვ. წ. 8 წლიდან რომში დაკვირვებად კალენდარს შორის გაურკვეველია (Blackburn & Holford-Strevens 2003: 670–1).
  4. როგორც ტრიუმვირატის წევრი, ოქტავიანე მართავდა აღმოსავლეთ პროვინციებს, ანტონიუსი — დასავლეთს, ხოლო ლეპიდუსი — აფრიკას.
  5. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი The "Marcus Octavius" vetoing the agrarian law suggested by Tiberius Gracchus in 133 BC may have been his ancestor. 1–4.
  6. მისი ქალიშვილი იულია ძვ. წ. 54 წელს გარდაიცვალა, ვაჟს, კესარიონს კი, რომელიც კლეოპატრასაგან ჰყავდა, რომაული სამართალი არ ცნობდა, ამიტომაც იგი ანდერძში არ მოუხსენიებია.[16]
  7. ალექსანდრე ჰელიოსი, კლეოპატრა სელენე II და პტოლემე ფილადელფუსი
  8. თუ ვენდობით მარკუს პრიმუსის ჩვენებას, რომელიც მან თრაკიის წინააღმდეგ უკანონოდ წამოწყებული ომის ბრალდებით გამართულ სასამართლო პროცესზე მისცა, სადაც ამტკიცებდა, რომ იგი მარცელუსისა და ავგუსტუსის ბრძანებებით მოქმედებდა. იხილეთ Southern, გვ. 108 და Eck (2003), გვ. 55
  9. ავგუსტუსის სიმაღლე, დაახლოებით, 170-175 სანტიმეტრი იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქსე, ტ. 1, გვ. 119
  2. ჯო-ანა შელტონი, როგორც რომაელები აკეთებდნენ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998), 58.
  3. პლინიუს უფროსი, ბუნების ისტორია, 2.93–94
  4. (სვეტონიუსი 2013, §5, შენიშვნა) რომაული კალენდარი.
  5. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 7
  6. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 5–6.
  7. Rowell (1962), 14.
  8. Chisholm (1981), 23.
  9. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 4–8; ნიკოლოზ დამასკელი, ავგუსტუსი 3. თარგი:WebCite
  10. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 8.1; Quintilian, 12.6.1.
  11. 11.0 11.1 სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 8.1
  12. ნიკოლოზ დამასკელი, ავგუსტუსი 4. თარგი:WebCite
  13. 13.0 13.1 13.2 Rowell (1962), 16.
  14. ნიკოლოზ დამასკელი, ავგუსტუსი 6. თარგი:WebCite
  15. ველეიუს პატერკულუსი 2.59.3.
  16. 16.0 16.1 სვეტონიუსი, ღვთაებრივი იულიუსი 83.
  17. 17.0 17.1 17.2 Eck (2003), 9.
  18. Rowell (1962), 15.
  19. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 68, 71.
  20. აპიანე, სამოქალაქო ომები 3.9–11.
  21. მაგ., Cicero Letters to Atticus. Perseus Digital Library, გვ. 16:14. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2015. 
  22. მაკკეი (2004), 160.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 Eck (2003), 10.
  24. Southern, Augustus გვ. 20-21
  25. Southern, Augustus გვ. 21
  26. 26.0 26.1 Eck (2003), 9–10.
  27. 27.0 27.1 Rowell (1962), 19.
  28. Rowell (1962), 18.
  29. Eder (2005), 18.
  30. აპიანე, სამოქალაქო ომები 3.11–12.
  31. Chisholm (1981), 24.
  32. Chisholm (1981), 27.
  33. Rowell (1962), 20.
  34. Eck (2003), 11.
  35. Syme (1939), 114–120.
  36. Chisholm (1981), 26.
  37. Rowell (1962), 30.
  38. Eck (2003), 11–12.
  39. Rowell (1962), 21.
  40. Syme (1939), 123–126.
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 Eck (2003), 12.
  42. 42.0 42.1 42.2 Rowell (1962), 23.
  43. Rowell (1962), 24.
  44. Chisholm (1981), 29.
  45. Syme (1939), 167.
  46. Syme (1939), 173–174
  47. Scullard (1982), 157.
  48. Rowell (1962), 26–27.
  49. 49.0 49.1 49.2 Rowell (1962), 27.
  50. Chisholm (1981), 32–33.
  51. Eck (2003), 14.
  52. Rowell (1962), 28.
  53. Syme (1939), 176-186.
  54. Sear, David R. Common Legend Abbreviations On Roman Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან 30 July 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 24 August 2007.
  55. 55.0 55.1 Eck (2003), 15.
  56. 56.0 56.1 სანიკიძე, (1976), გვ. 43
  57. 57.0 57.1 Scullard (1982), 163.
  58. 58.0 58.1 Eck (2003), 16.
  59. Southern (1998), 52-53.
  60. 60.0 60.1 Scullard (1982), 164.
  61. 61.0 61.1 Scott (1933), 19-20.
  62. 62.0 62.1 62.2 Scott (1933), 19.
  63. Scott (1933), 20.
  64. Syme (1939), 202.
  65. Eck (2003), 17.
  66. 66.0 66.1 Eck (2003), 17–18.
  67. 67.0 67.1 67.2 სანიკიძე, (1984), გვ. 6
  68. 68.0 68.1 Eck (2003), 18.
  69. Eck (2003), 18–19.
  70. 70.0 70.1 70.2 70.3 Eck (2003), 19.
  71. 71.0 71.1 Rowell (1962), 32.
  72. 72.0 72.1 72.2 72.3 72.4 Eck (2003), 20.
  73. Scullard (1982), 162
  74. 74.0 74.1 74.2 74.3 Eck (2003) 21.
  75. 75.0 75.1 75.2 75.3 Eder (2005), 19.
  76. 76.0 76.1 Eck (2003), 22.
  77. Eck (2003), 23.
  78. 78.0 78.1 Eck (2003), 24.
  79. 79.0 79.1 Eck (2003), 25.
  80. Eck (2003), 25–26.
  81. 81.0 81.1 81.2 81.3 81.4 Eck (2003), 26.
  82. Eck (2003), 26-27.
  83. Eck (2003), 27–28.
  84. Eck (2003), 29.
  85. Eck (2003), 29–30.
  86. 86.0 86.1 Eck (2003), 30.
  87. Eder (2005), 20.
  88. Eck (2003), 31.
  89. Eck (2003), 32–34.
  90. Eck (2003), 34.
  91. Eck (2003), 34–35
  92. Eder (2005), 21–22.
  93. Eck (2003), 35.
  94. Eder (2005), 22.
  95. 95.0 95.1 95.2 Eck (2003), 37.
  96. Eck (2003), 38.
  97. Eck (2003), 38–39.
  98. Eck (2003), 39.
  99. სანიკიძე, (1984), გვ. 8
  100. Green (1990), 697.
  101. Scullard (1982), 171.
  102. 102.0 102.1 102.2 102.3 Eck (2003), 49.
  103. Gruen (2005), 34–35.
  104. 104.0 104.1 104.2 104.3 CCAA, 24–25.
  105. 105.0 105.1 Gruen (2005), 38–39.
  106. 106.0 106.1 106.2 106.3 106.4 Eck (2003), 45.
  107. Eck (2003), 44–45.
  108. 108.0 108.1 სანიკიძე, (1984), გვ. 10
  109. Eck (2003), 113.
  110. 110.0 110.1 Eck (2003), 80.
  111. 111.0 111.1 Scullard (1982), 211.
  112. 112.0 112.1 Eck (2003), 46.
  113. Scullard (1982), 210.
  114. 114.0 114.1 Gruen (2005), 34.
  115. 115.0 115.1 115.2 Eck (2003), 47.
  116. 116.0 116.1 116.2 116.3 Eder (2005), 24.
  117. 117.0 117.1 117.2 117.3 Eck (2003), 50.
  118. Eck (2003), 149
  119. Eck (2003), 3, 149.
  120. Eder (2005), 13.
  121. Eck (2003), 3.
  122. Wells, გვ. 51
  123. Holland, გვ. 294
  124. Ando, გვ. 140; Raaflaub, გვ. 426; Wells, გვ. 53
  125. 125.0 125.1 Davies, გვ. 259
  126. Southern, გვ. 108; Holland, გვ. 295
  127. 127.0 127.1 127.2 Eder (2005), 25.
  128. 128.0 128.1 128.2 128.3 128.4 128.5 Eck (2003), 56.
  129. Gruen (2005), 38.
  130. 130.0 130.1 Stern, Gaius, Women, children, and senators on the Ara Pacis Augustae: A study of Augustus' vision of a new world order in 13 BC, გვ. 23
  131. Holland, pp. 294–295; Southern, გვ. 108
  132. 132.0 132.1 132.2 132.3 132.4 Eder (2005), 26.
  133. 133.0 133.1 Gruen (2005), 36.
  134. 134.0 134.1 134.2 Eck (2003), 57.
  135. Gruen (2005), 37.
  136. Eck (2003), 56–57.
  137. 137.0 137.1 Southern, გვ. 109; Holland, გვ. 299
  138. Wells, გვ. 53
  139. 139.0 139.1 Southern, გვ. 108
  140. Holland, გვ. 300
  141. Syme, გვ. 333
  142. Syme, გვ. 333; Holland, გვ. 300; Southern, გვ, 108
  143. Wells, გვ. 53; Raaflaub, გვ. 426
  144. Eck (2003), 57–58.
  145. Eck (2003), 59.
  146. 146.0 146.1 Eder (2005), 30.
  147. Bunson (1994), 80.
  148. Bunson (1994), 427.
  149. 149.0 149.1 Eck (2003), 60.
  150. 150.0 150.1 150.2 Eck (2003), 61.
  151. 151.0 151.1 151.2 Eck (2003), 117.
  152. Dio 54.1, 6, 10.
  153. სანიკიძე, (1984), გვ. 16
  154. Eck (2003), 78.
  155. Swan, გვ. 241; Syme, გვ. 483
  156. Wells, გვ. 53; Holland, გვ. 301
  157. Davies, გვ. 260; Holland, გვ. 301
  158. Holland, გვ. 301
  159. 159.0 159.1 Gruen (2005), 43.
  160. Bowersock (1990), გვ. 380. The date is provided by inscribed calendars; see also Augustus, Res Gestae 10.2. Dio 27.2 reports this under 13 BC, probably as the year in which Lepidus died (Bowersock (1990), გვ. 383).
  161. Eder (2005), 28.
  162. 162.0 162.1 სანიკიძე, (1984), გვ. 11
  163. Mackay (2004), 186.
  164. Eck (2003), 129.
  165. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 81.
  166. Syme (1939), 337–338.
  167. Everett (2006), 217.
  168. 168.0 168.1 168.2 Eck (2003), 93.
  169. Eck (2003), 95.
  170. 170.0 170.1 170.2 170.3 170.4 170.5 170.6 Eck (2003), 94.
  171. 171.0 171.1 სანიკიძე, (1984), გვ. 21
  172. 172.0 172.1 Eck (2003), 97.
  173. Eck (2003), 98.
  174. Eck (2003), 98-99.
  175. 175.0 175.1 Eck (2003), 99.
  176. სანიკიძე, (1984), გვ. 19
  177. 177.0 177.1 177.2 Bunson (1994), 416.
  178. 178.0 178.1 178.2 178.3 178.4 Eck (2003), 96.
  179. 179.0 179.1 სანიკიძე, (1984), გვ. 22
  180. Brosius (2006), 96–97, 136–138.
  181. Eck (2003), 95-96.
  182. ბროსიუსი (2006), 97; იხილეთ, აგრეთვე, ბივარი (1983), 66-67.
  183. Rowell (1962), 13.
  184. Eck (2003), 101–102.
  185. 185.0 185.1 185.2 სანიკიძე, (1984), გვ. 20
  186. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 23
  187. Bunson (1994), 417.
  188. Bunson (1994), 31.
  189. სანიკიძე, (1984), გვ. 23
  190. 190.0 190.1 Gruen (2005), 50.
  191. Eck (2003), 114-115.
  192. Eck (2003), 115.
  193. 193.0 193.1 Gruen (2005), 44.
  194. 194.0 194.1 Eck (2003), 58.
  195. Syme (1939), 416–417.
  196. Scullard (1982), 217.
  197. Syme (1939), 417.
  198. 198.0 198.1 198.2 Eck (2003), 116.
  199. სანიკიძე, (1984), გვ. 24
  200. 200.0 200.1 Gruen (2005), 46.
  201. Eck (2003), 117–118.
  202. Gruen (2005), 46–47.
  203. Eck (2003), 119.
  204. Eck (2003), 119-120.
  205. 205.0 205.1 Gruen (2005), 49.
  206. Tacitus Annals 1.5
  207. Cassius Dio 55.22.2; 56.30
  208. 208.0 208.1 Everitt, Anthony (2006). Agustus: The Life of rome's First Emperor. New York: Random House, გვ. 312–320. ISBN 978-0-8129-7058-6. 
  209. 209.0 209.1 Eck (2003), 123.
  210. სანიკიძე, (1984), გვ. 25
  211. 211.0 211.1 211.2 Eck (2003), 124.
  212. Shotter (1966), 210–212.
  213. 213.0 213.1 Shotter (1966), 211.
  214. 214.0 214.1 Shaw-Smith (1971), 213.
  215. სვეტონიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი 101.4.
  216. Eck (2003), 1–2
  217. Eck (2003), 2.
  218. Bunson (1994), 47.
  219. Bourne (1918), 53–66.
  220. 220.0 220.1 220.2 220.3 220.4 Eck (2003), 79.
  221. Bunson (1994), 345.
  222. Eck (2003), 85–87.
  223. Eck (2003), 86.
  224. სანიკიძე, (1984), გვ. 17
  225. 225.0 225.1 Eck (2003), 81.
  226. Chisholm (1981), 122.
  227. Bunson (1994), 6.
  228. Bunson (1994), 341.
  229. Bunson (1994), 341–342.
  230. 230.0 230.1 230.2 Eder (2005), 23.
  231. ტაციტუსი, ანალები I.3
  232. Kelsall (1976), 120.
  233. 233.0 233.1 233.2 233.3 Starr (1952), 5.
  234. Tacitus, The Annals, I 9
  235. Tacitus, The Annals, I 10
  236. Everitt (2006), 324–325.
  237. 237.0 237.1 Starr (1952), 6.
  238. 238.0 238.1 Kelsall (1976), 118.
  239. 239.0 239.1 Kelsall (1976), 119.
  240. 240.0 240.1 240.2 240.3 Eck (2003), 83–84.
  241. 241.0 241.1 241.2 Bunson (1994), 404.
  242. 242.0 242.1 Bunson (1994), 144.
  243. Bunson (1994), 144–145.
  244. Bunson (1994), 145.
  245. Greg Woolf (2007). Ancient civilizations: the illustrated guide to belief, mythology, and art. Barnes & Noble, გვ. 397. ISBN 978-1-4351-0121-0. 
  246. Macrobius, Saturnalia 1.12.35.
  247. Dio 56.30.3
  248. 248.0 248.1 248.2 248.3 Bunson (1994), 34.
  249. Eck (2003), 122.
  250. 250.0 250.1 Bunson (1994), 32.
  251. The Deeds of the Divine Augustus.
  252. Eck (2003), 118–121
  253. Suetonius, Augustus 79, translated by J. C. Rolfe.
  254. Walker and Burnett, pp. 1, 18, 25 (quoted)
  255. Smith, 186
ოქტავიანე ავგუსტუსი
დაიბადა: 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 გარდაიცვალა: 19 აგვისტო, 14
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
   რომის იმპერატორი   
ძვ. წ. 27–ახ. წ. 14
შემდეგი:
ტიბერიუსი


იულიუს-კლავდიუსების დინასტია
იულიუს კეისარი | ოქტავიანე ავგუსტუსი | ტიბერიუსი | კალიგულა | კლავდიუსი | ნერონი