თრდატ III

თრდატ, (ტირდატე) III — სომხეთის მეფე 298-330. გამეფდა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დახმარებით. თრდატ III-მ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში რომის დახმარებით ფაქტობრივად მიაღწია დამოუკიდებლობას, რასაც მოჰყვა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება. 301 წელს სომეხ დიდკაცობასთან ერთად თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მაისურაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699.
|