თეოდოსიუს II (ბიზანტია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდოსიუს II
Flavius Theodosius Junior
Theodosius II Louvre Ma1036.jpg
თეოდოსიუს II-ის ბიუსტი
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 408
მმართ. დასასრული: 450
კორონაცია: 408
წინამორბედი: არკადიუსი
მემკვიდრე: მარკიანე
დაბ. თარიღი: 10 აპრილი 401
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 28 ივლისი 450
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ევდოკია
შვილები: ლიცინია ევდოქსია
დინასტია: ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების
მამა: არკადიუსი
დედა: ევდოქსია
რელიგია: მართლმადიდებლობა

თეოდოსიუს II უმცროსი (ფლავიუს თეოდოსიუს იუნიორი) (401- 450) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 408-450 წლებში. აღმოსავლეთ რომის იმპერატორ არკადიუსის ვაჟი. მამის სიკვდილის შემდეგ 408 წელს 7 წლის ასაკში გახდა აღმოსავლეთ რომის იმპერატორი.
გადმოცემის თანახმად, მომაკვდავმა არკადიუსმა მისი მფარველობა სპარსეთის მეფეს იეზდიგერდს თხოვა. მანაც იმედები არ გაუცრვა არკადიუსს და ომით დაემუქრა ყველას ვინც თეოდოსის აუბუნტდებოდა.
სახელმწიფოს მართვა თავდაპირველად პრეფექტ ანთიმიუსს დაევალა, ხოლო შემდეგ თეოდოსის უფროს დას პულხერიას, რომელიც 16 წლისა იყო და სიბრძნით გამოირჩეოდა. მან სასახლიდან გააძევა მამაკაცები რათა „ნაკლებად ყოფილიყო მზაკვრობა და ხრიკები”, ხოლო თვითონ კი ქალწულების აღთქმა დადო. პულხერია მარჯვედ უძღვებოდა სახელმწიფოს მართვას.
პულხერიამ ძმას მრავალმხრივი განათლება მისცა. ის იმდენად ლამაზად წერდა, რომ მას მეორენაირად „კალიგრაფსაც” უწოდებენ. იგი დის წყალობით, ასევე, ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი იყო.
421 წელს, პულხერიას თაოსნობით, იქორწინა მრავალმხრივ განათლებულ ევდოკიაზე. ევდოკიასა და პულქერიას შორის გარკვეული პერიოდის შემდეგ უთანხმოება ჩამოვარდა და პულხერია საკუთარი ნებით გაერიდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობას. ცოტა ხნის შემდეგ მეუღლისადმი თვითონ დედოფლის ერთგულებაში შეიტანეს ეჭვი. რის შემდეგაც ის საკუთარი ნებით გადასახლდა იერუსალიმში, სადაც აღესრულა კიდეც. ამის შემდეგ თეოდოსიმ დაითანხმა თავისი და სასახლეში დაბრუნებულიყო.
თეოდოსიუსი მმართველობის უდიდესი პერიოდი თუ არ ჩავთვლით მცირე დაპირისპირებას სპარსეთთან, მშვიდობიანობა იყო. ხოლო 447 წელს იმპერიას თავს დაესხა ჰუნების ბელადი ატილა. ბრძოლაში ბიზანტიელები დამარცხდნენ და ზავის სანაცვლოდ თეოდოსიუსი დათანხმდა ხარკის გადახდას.
თეოდოსიუსი დროს კონსტანტინოპოლს შემოავლეს მძლავრი გალავანი, რომელიც ცნობილია „თეოდოსიუსის კედლების” სახელით. 425 წელს გაიხსნა კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი. 438 წელს გამოსცა თეოდოსიუსის კოდექსი, რომელიც მოიცავდა სისხლის, საეკლესიო და სამოქალაქო სამართალს (Codex Thedosianus). თეოდოსიუსი ნადირობის დროს გადმოვარდა ცხენიდან, დაიზიანა ხერხემალი და მეორე დღეს გარდაიცვალა.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია”, , თბილისი, 2006 წელი. გვ. 476
წინამორბედი:
არკადიუსი
ბიზანტიის იმპერატორი
408 - 450
შემდეგი:
მარკიანე