შინაარსზე გადასვლა

ლეონტიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონტიოსი
Λεόντιος

ლეონტიოსის ოქროს სოლიდუსი
ბიზანტიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 695
მმართ. დასასრული: 698
წინამორბედი: იუსტინიანე II
მემკვიდრე: ტიბერიუს III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 676[1]
გარდ. თარიღი: 15 თებერვალი, 706[2]
დინასტია: დინასტიის გარეშე

ლეონტიოსი (ან ლეონტიუსი; ბერძ. Λεόντιος; ლათ. LEONTIVS; დ. 676[1] — გ. 15 თებერვალი, 706[2]) — ბიზანტიის იმპერატორი 695-698 წლებში. ე. წ. „ოცწლიანი ანარქიის” დროს. წარმოშობით ისავრიელი. ანატოლიის ჯარის სტრატეგოსი. გაურკვეველი დანაშაულის გამო იუსტინიანე II-მ სამი წლით ციხეში გამოკეტა. წყაროების თანახმად, მას იმპერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ. 695 წელს, ხალხის მხარდაჭერით, დაამხო იუსტინიანე II. ამ უკანასკნელს, ახალი იმპერატორის ბრძანებით მოაჭრეს ცხვირი, რის შემდეგაც ყირიმში გადაასახლეს. 697 წელს არაბებმა კართაგენი აიღეს და ბიზანტიის მთელი აფრიკული პროვინციები დაიპყრეს. არმიამ მხარი დაუჭირა ერთ-ერთ არქონტს, აფსიმარს. მან ლეონტიოსის დამხობა შეძლო. ყოფილ იმპერატორს ცხვირი მოაჭრეს და მონასტერში გამოკეტეს. ახალი იმპერატორი ტიბერიუს III-ის სახელით გამეფდა. 705 წელს იუსტინიანე II-მ კვლავ დაიბრუნა ტახტი და ლეონტიოსიც და ტიბერიუსიც სიკვდილით დასაჯა.

წინამორბედი:
იუსტინიანე II
ბიზანტიის იმპერატორი
695-698
შემდეგი:
ტიბერიუს III