შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე V (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე V.
კონსტანტინე V
ბერძ. Κωνσταντῖνος Ε΄

ლეონ III და კონსტანტინე V
დაბადების თარიღი 718[1] [2] [3]
დაბადების ადგილი კონსტანტინოპოლი
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 775
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
მამა ლეონ III
დედა Maria, wife of Leo III
მეუღლე/ები Tzitzak, Maria, wife of Constantine V და Eudokia, wife of Constantine V
შვილ(ებ)ი ლეონ IV (ბიზანტია), Anthusa of Constantinople, Nikephoros და Christophoros

კონსტანტინე V, კონსტანტინე სკორე[4] (მისი ლათინური ზედმეტსახელი Kopronymos ან Copronymus შესატყვისია ქართული „სკორე“-სი, რაც ცხოველის განავალს ნიშნავს; დ. 718 — გ. 14 სექტემბერი, 775) — ბიზანტიის იმპერატორი 741-775 წლებში. ისავრიელთა დინასტიის წარმომადგენელი, ბიზანტიის იმპერატორ ლეონ III ისავრიელის ძე. იცავდა პროვინციული არისტოკრატიის ინტერესებს. მის დროს ბიზანტია ძლიერი სამხედრო სახელმწიფო იყო. კონსტანტინე V-მ ბრყინვალე გამარჯვებები მოიპოვა არაბებზე (746 და 752 წწ.), ბულგარელებზე (მარჩელაის ბრძოლა — 759 წ., ანქიალოსის ბრძოლა — 762 წ.). გააუმჯობესა იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა, გაზარდა გადასახადები. 754 წლის საეკლესიო კრებაზე მიაღწია ხატთაყვანისმცემელთა დაგმობას. ებრძოდა ოპოზიციურად განწყობილ ბერ-მონაზვნებს, დახურა მონასტრები და მიითვისა მათი ქონება. შემწყნარებლობას იჩენდა მწვალებლური მოძრაობებისადმი.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119178265 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Faceted Application of Subject Terminology
  3. Find a Grave — 1996.
  4. მოხსენიებულია ეფრემ მცირის წერილში