არდაშირ I
არდაშირ I | |
---|---|
اردشیر بابکان | |
სასანიდური ირანის პირველი შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 226 |
მმართ. დასასრული: | 239 ან 241 |
წინამორბედი: | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე: | შაპურ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 180 |
დაბ. ადგილი: | თირუდა, ფარსი |
გარდ. თარიღი: | 241 |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | რაპაქი |
დედა: | როდჰაქი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
არდაშირ I (სპარს. اردشیر بابکان; დ. დაახლოებით 180 — გ. 22 სექტემბერი, 239, სხვა ცნობებით 241) — სასანიანთა იმპერიიის ფუძემდებელი და მისი პირველი შაჰინშაჰი 226–241 წლებში, მისი პაპა — ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე არტაბან V-ს (209–224) , შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 წლის 28 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ბოლო მოუღო არშაკიდთა პართულ დინასტიას.
არდაშირ I-მა 226 წელს დააარსა სასანიანთა სახელმწიფო და მიიღო შაჰინშაჰის (მეფეთმეფის) ტიტული. შემოიმტკიცა არშაკიდთა იმპერიის თითქმის ყველა სამფლობელო, რომელთაც შემდეგ მიუმატა ხორასანი, სისტანი, მიდია, სომხეთის ნაწილი და სხვა. ომები გადაიხადა რომთან სომხეთისა და მესოპოტამიისათვის. ცდილობდა აღედგინა აქემენიდთა ტრადიციები როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ-სახელმწიფოებრივ სფეროში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 558-559.