ბასილისკოსი (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასილისკოსი
Flavius Basiliscus

ბასილისკოსის გამოსახულება სოლიდუსზე
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 9 იანვარი 475
მმართ. დასასრული: აგვისტო 476
წინამორბედი: ზენონი
მემკვიდრე: ზენონი
გარდ. თარიღი: ზამთარი 476/477
გარდ. ადგილი: კაპადოკია
დინასტია: ლეონიდების (თრაკიული)
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბასილისკოსი (ლათ.: Flavius Basiliscus, უცნ.- ზამთარი 476 / 477) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 475-476 წლებში. ლეონ I-ის ცოლისძმა. ტახტზე ავიდა იმპერატორ ზენონის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ. ტახტზე ასვლაში სავარაუდოდ ეხმარებოდა საკუთარი და, იმპერატორ ლეონ I-ის ქვრივი, ვერინა.

ბასილისკოსი მმართველობამ დასაწყისშივე გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება. რამდენადაც ზენონმა, გაქცევისას, მოახერხა იმპერიის ხაზინის წაღება. ბასილისკოსი იძულებული გახდა გაეზარდა გადასახადები. ამას დაერთო უკმაყოფილება საკუთრი დის ვერინას მხრიდან. როგორც ამბობენ, იმის შიშით, რომ ტახტში არ შეცილებოდა, სიკვდილით დასაჯა მისი საყვარელი.

ხალხის უკმაყოფილება გაამძაფრა, აგრეთვე, იმან, რომ ბასილისკოსმა გამოსცა ედიქტი რითაც გაუქმებულად გამოაცხადა 451 წლის ქალკედონის მე-4 საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები და უფლებებში აღადგინა მონოფიზიტი მღვდელთმთავრები. ყოველივე ამის შედეგად, მმართველობის 20 თვის შემდეგ, ინტრიგებისა და შეთქმულების, ხარჯზე, ჩამოგდებული იქნა ტახტიდან ზენონის მიერ. ოჯახთან ერთად გადაასახლეს და გამოკეტეს კაპადოკიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, სადაც დაიხოცნენ შიმშილისაგან. მისი მმართველობის დროს, 476 წელს, კონსტანტინოპოლის საჯარო ბიბლიოთეკაში (დაარსებული იყო იმპერატორ იულიანე განდგომილის მიერ) გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა 120000-მდე ხელნაწერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წელი. გვ. 479
წინამორბედი:
ზენონი
ბიზანტიის იმპერატორი
474- 475
შემდეგი:
ზენონი