ანდრონიკე I (ბიზანტია)
ანდრონიკე I | |
---|---|
Ανδρόνικος Α’ Κομνηνός | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
კორონაცია: | 24 სექტემბერი 1183 |
მმართ. დასაწყისი: | 24 სექტემბერი 1183 |
მმართ. დასასრული: | 12 სექტემბერი 1185 |
წინამორბედი: | ალექსი II კომნენოსი |
მემკვიდრე: | ისააკ II ანგელოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1118 |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | 12 სექტემბერი 1185 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | ანა |
შვილები: |
მანუელ კომნენოსი იოანე კომნენოსი მარია კომნენოსი ალექსი კომნენოსი ირინა კომნენოსი |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | ისააკ კომნენოსი |
დედა: | კატა |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ანდრონიკე I – (ინგლ. Andronikos; დ. დაახ.1118 – გ. სექტემბერი, 1185, კონსტანტინეპოლი) ბიზანტიის იმპერატორი 1183-1185 ალექსი I კომნენოსის შვილიშვილი. იმპერატორად გამოაცხადეს იმპერატორ მანუელ I-ის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინეპოლში მომხდარი აჯანყების (1181) მონაწილეებმა და წარჩინებულთა ნაწილმა. თავდაპირველად ანდრონიკე ქვეყანას მართავდა როგორც მანუელის ძის, ალექსი II-ის რეგენტი. 1183 ანდრონიკე I-მა მოაკვლევინა ალექსი II. ცოლად შეირთო მისი ქვრივი და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ანდრონიკე I ცდილობდა წინ აღდგომოდა ლათინთა ბატონობას. ანდრონიკე I-ის პოლიტიკამ დიდებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ლათინთა მიერ თესალონიკეში 1185 მოწყობილმა ბერძენთა ჟლეტამ და სიცილიელ ნორმანთა წინააღმდეგ ანდრონიკე I-ის ლაშქრობის წარუმატებლობამ გაამძაფრა უკმაყოფილება იმპერატორის მიმართ. გაბატონებულმა ფენამ კონსტანტინეპოლში აჯანყება მოაწყო. ანდრონიკე I თანამდებობიდან ჩამოაგდეს და წამებით მოკლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოზალიშვილი გ. ქსე, ტ. 1, გვ. 451-452, თბილისი, 1975 წ.