ტიბერიუს III (ბიზანტია)
იერსახე
ტიბერიუს III | |
---|---|
Τιβέριος Γ´ | |
ტიბერიუს III-ის ოქროს სოლიდუსი | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 698 |
მმართ. დასასრული: | 705 |
წინამორბედი: | ლეონტიოსი |
მემკვიდრე: | იუსტინიანე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 677[1] |
გარდ. თარიღი: | 15 თებერვალი, 706 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
დინასტია: | დინასტიის გარეშე |
ტიბერიუს III (ან ტიბერიოს III; ბერძ. Τιβέριος Γ'; დ. 677[1] — გ. 15 თებერვალი, 706) — ბიზანტიის იმპერატორი 698 წლიდან 705 წლის 21 აგვისტომდე.[2] იმპერატორად გამოაცხადეს აჯანყებულმა ჯარისკაცებმა კუნძულ კრეტაზე და ტიბერიუს III უწოდეს. იმ დროს კონსტანტინოპოლში შავი ჭირი მძვინვარებდა, თუმცა, მიუხედავად ამისა იგი მაინც შეიჭრა ქალაქში, დაამხო ლეონტიოსი და ტახტზე ავიდა. 705 წელს იუსტინიანე II-მ ტახტი დაიბრუნა და ტიბერიუსი მის წინამორბედ ლეონტიოსთან ერთად სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასათიანი, ვალერი (2006). ბიზანტიური ცივილიზაცია. თბილისი. ISBN 99940-31-98-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 485
- ↑ Dumbarton Oaks, pg. 624
წინამორბედი: ლეონტიოსი |
ბიზანტიის იმპერატორი 698-705 |
შემდეგი: იუსტინიანე II |