შინაარსზე გადასვლა

თეოდორე II ლასკარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორე II ლასკარისი
Θεόδωρος Β' Λάσκαρης

თეოდორე II-ის პორტრეტი XV საუკუნის მანუსკრიპტიდან
ნიკეის იმპერატორი
(ბიზანტიის იმპერატორი დევნილობაში)
მმართ. დასაწყისი: 1254
მმართ. დასასრული: 1258
წინამორბედი: იოანე III დუკა ვატაცე
მემკვიდრე: იოანე IV ლასკარისი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1221/1222
დაბ. ადგილი: ნიკეა
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1258
გარდ. ადგილი: მაგნეზია[1]
დინასტია: ლასკარისები
მამა: იოანე III დუკა ვატაცე
დედა: ირინა ლასკარინა

თეოდორე II ლასკარისი (ბერძ. Θεόδωρος Β' Λάσκαρης; დ. 1222, ნიკეა — გ. 18 აგვისტო, 1258, მაგნეზია[2]) — ნიკეის იმპერატორი 1254-1258 წლებში.

თეოდორე II იყო იოანე III დუკა ვატაცესა და ირინა ლასკარინას ერთადერთი შვილი. დაიბადა 1221 წლის ბოლოს ან 1222 წლის დასაწყისში, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, იმ დღეს, როდესაც მამამისი ტახტზე ავიდა.

თეოდორემ განათლება მიიღო ნიკიფორე ბლემიდესისაგან და მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაინტერესებული იყო მეცნიერებითა და ხელოვნებით. უწინდელი პრაქტიკისაგან განსხვავებით, თეოდორე არ იყო მამამისის თანამმართველი იმპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ 1241 წლიდან სახელმწიფოს მართვაში ეხმარებოდა. 1254 წლის 4 ნოემბერს, იოანე III-ის გარდაცვალების შემდეგ, თეოდორე აღიარებულ იქნა იმპერატორად არმიისა და სასამართლოს მიერ, თუმცა მისი კორონაცია მოხდა მხოლოდ ახალი პატრიარქის, არსენ აუტორეიანოსის არჩევის შემდეგ 1255 წელს.

წარმატებით ებრძოდა ბულგარელებს, რომელთა წინააღმდეგაც ორი ლაშქრობა მოაწყო. ასევე, იბრძოდა ნიკეის იმპერიის საერთაშორისო ინტერესების დასაცავად. გარდაიცვალა 1258 წლის 18 აგვისტოს ეპილეფსიის გართულების შედეგად.[3] თავის მცირეწლოვან მემკვიდრეს, იოანე IV-ს რეგენტად დაუდგინა გიორგი მოუზალონი.

  • ასათიანი, ვალერი (2006). ბიზანტიური ცივილიზაცია. თბილისი. ISBN 99940-31-98-8. 
  • Акрополит Георгий «Летопись Великого логофета Георгия Акрополита» ВИПДА. СПб, 1863
  • Пахимер Георгий «История о Михаиле и Андронике Палеологах» СПб. 1868
  • Дашков С. Б., «Императоры Византии» М. 1997
  • Рыжов К. В., «Все монархи мира. Древняя Греция. Древний Рим. Византия» М. 2001
  1. Finlay, George, History of the Byzantine and Greek Empires, Vol 2, p. 411
  2. Finlay, George, History of the Byzantine and Greek Empires, Vol 2, p. 411
  3. For this date, see Albert Failler, "Chronologie et composition dans l'Histoire de Georges Pachymère", Revue des études byzantines, 38 (1980), pp. 20-23
წინამორბედი:
იოანე III დუკა ვატაცე
ნიკეის იმპერატორი
1254-1258
შემდეგი:
იოანე IV ლასკარისი