მანიქეიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანიქეველი მოძღვრები, გრაგნილზე წარწერა უიგურის ენაზე.

მანიქეიზმი, მანიქეველობა (სპარს.: آیین مانی Āyin e Māni, მოძღვრების დამფუძნებლის – მანის (216–276), მანექის სახელიდან) — III საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილი რელიგიური მოძღვრება, რომელიც წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური, სპარსული (ზოროასტრიზმი, მაზდეანობა, ფარსიზმი) და ქრისტიანული მითებისა და რიტუალების სინთეზს, რომელიც ფართოდ გავრცელდა სპარსეთიდან ჩინეთამდე. მანი – მქადაგებელი ზეცის მოვლენილად ითვლებოდა, მანვე გადმოიღო ქრისტიანული მესიანიზმის იდეა, საფუძვლად კი გახდა ზოროასტრიზმის დუალიზმი: სამყაროს ორი საწყისი აქვს, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და წყვდიადი, პირველის მეუფეა ღმერთი, მეორის – სატანა, ეშმაკი. მათი ბრძოლა დასრულდება პირველი კატასტროფით: ბოროტება (მატერია) დაიღუპება, სიკეთე (სული) განთავისუფლდება. ეს იქადაგა მანექმა შაპურ I-ის გამეფებისას, ზოროასტრის ქურუმები მტრულად შეხვდნენ, ხოლო ახალმა შაჰმა ბაჰრამ I–მა მანი დილეგში ჩააგდო, 277 წელს კი სიკვდილით დასაჯა. წყვდიადის ძალად ცხადდებოდა მჩაგვრელთა კლასი, ამდენად ეს იყო მებრძოლი, თუმცა მქადაგებლური, პასიური სარწმუნოება, რაც ქრისტიანობამ ერესად გამოაცხადა. ბრძოლა გაგრძელდა V საუკუნის შუახანებამდე, შემდეგ დარჩა დევნილი ერესების სახით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: