ვოროტანი
ვოროტანი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | სომხეთი, აზერბაიჯანი |
სათავე | ყარაბაღის მთიანეთი |
სიგრძე | 178 კმ |
აუზის ფართობი | 5650 კმ² |
![]() |
ვოროტანი (სომხ. Որոտան) — მდინარე სომხეთსა და აზერბაიჯანში (აზერბაიჯანში ეწოდება ბარგუშადი (აზერბ. Bargjušad; Bazarçay), მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ყარაბაღის მთიანეთში. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 5650 კმ2. ზოგან ვიწრო და ღრმა კანიონისებრ ხეობაში მიედინება. იკვებება ძირითადად თოვლისა და მიწისქვეშა წყლით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 457.