გუბადლი
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გუბადლი აზერ. Qubadlı | |||
| |||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | ||
რაიონი | გუბადლი | ||
კოორდინატები | 39°20′38″ ჩ. გ. 46°34′47″ ა. გ. / 39.34389° ჩ. გ. 46.57972° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 477±1 მეტრი | ||
მოსახლეობა |
5 508 (1989), 672 (1912) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
გუბადლი (აზერ. Qubadlı) — ქალაქი აზერბაიჯანში, გუბადლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქალაქ ლაჩინის სამხრეთით, მდინარე ვოროტანის (ბაზარჩაი) ნაპირებზე, ფოთლოვან ტყეებს შორის.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 19 ოქტომბერს წარმოადგინეს ქალაქის გენერალური გეგმა,[1] რომლის მიხედვით, 2042 წლამდე იგეგმება ქალაქის ფართობის 505 ჰექტარამდე გაზრდა.[2] ასევე, დაგეგმილია ბერგიუშადჩაის და ზაბუხჩაის წყალსაცავების აშენება.[1]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის საკავშირო აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 5 508 ადამიანს.[3]
ეროვნული შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | 1939[4] | 1970[5] | 1979[6] |
---|---|---|---|
აზერბაიჯანელები | 856 (84,2%) | 2 645 (99,1%) | 3 369 (99,3%) |
სომხები | 60 (5,9%) | 10 (0,4%) | 5 (0,1%) |
რუსები | 84 (8,3%) | 10 (0,4%) | 8 (0,2%) |
სხვები | 17 (1,6%) | 4 (0,1%) | 10 (0,2%) |
სულ | 1 017 | 2 669 | 3 392 |
გამოჩენილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩინგიზ ილდირიმი — აზერბაიჯანის სსრ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი (1920),[7]
- ვასილ ალიევი — აზერბაიჯანის ეროვნული გმირი,
- ნიამადინ პაშაევი — მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტაეკვონდოში,[8]
- ჰეიდარ მამადალიევი — მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი,
- შუქურ ჰამიდოვი — აზერბაიჯანის ეროვნული გმირი,
- ალიარ ალიევი — აზერბაიჯანის ეროვნული გმირი,
- მაის ბარხუდაროვი — აზერბაიჯანელი ოფიცერი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Ильхам Алиев и первая леди Мехрибан Алиева совершили поездку в Джебраильский и Губадлинский районы » Официальный сайт президента Азербайджанской Республики. ციტირების თარიღი: 2022-12-02
- ↑ Ильхам Алиев и первая леди Мехрибан Алиева ознакомились с Генеральным планом города Губадлы, заложили фундамент комплекса музеев Оккупации и Победы » Официальный сайт президента Азербайджанской Республики. ციტირების თარიღი: 2022-12-03
- ↑ Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей.. www.demoscope.ru. ციტირების თარიღი: 2020-30-10.
- ↑ Этнокавказ. Национальный состав населения Губадлинского района по переписи 1939 года. ციტირების თარიღი: 2020-10-30
- ↑ Этнокавказ. Национальный состав населения Губадлинского района по переписи 1970 года. ციტირების თარიღი: 2020-10-30
- ↑ Этнокавказ. Национальный состав населения Губадлинского района по переписи 1979 года. ციტირების თარიღი: 2020-10-30
- ↑ (1957) Активные борцы за советскую власть в Азербайджане. Азербайджанское гос. изд-во, გვ. 226.
- ↑ TaekwondoData.
|