ბინძური ომი (არგენტინა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბინძური ომი.

ბინძური ომი (ესპ. Guerra Sucia en la Argentina) — არგენტინის ისტორიაში სახელწიფოებრივი ტერორიზმის გამოვლინების პერიოდის (მასობრივი გატაცებები, წამება, გაუსამართლებელი დასჯა) ზოგადი სახელწოდება, რომლის პიკსაც წარმოადგენდა 1976-1983 წლებში მიმდინარე ეროვნული რეორგანიზაციის პროცესი.

1976 წლის 24 მარტს გენერალ ხორხე რაფაელ ვიდელას ხელმძღვანელობით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად დაემხო პრეზიდენტ მარია ესტელა მარტინეს დე პერონის ხელისუფლება. სამხედროების დახმარებით ვიდელამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, წამება და მკვლელობები. ხუნტის მმართველობის პერიოდში ფიზიკურად განადგურდა 10 000 ადამიანი, უგზოუკვლოდ დაიკარგა 30 000 ადამიანი, ხოლო 60 000 ადამიანი პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს და აწამეს. ბინძური ომის ძირითად მსხვერპლს წარმოადგენდნენ მემარცხენე აქტივისტები, სტუდენტები, ჟურნალისტები და პერონისტები.

ხუნტა დაიშალა 1983 წელს, მალევე მას შემდეგ რაც არგენტინა დამარცხდა ფოლკლენდის ომში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრეზიდენტმა რაულ ალფონსინმა შექმნა დაკარგული ადამიანების საქმის შემსწავლელი სპეციალური კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ცნობილი მწერალი ერნესტო საბატო.

2010 წლის 22 დეკემბერს ხორხე ვიდელას (1976–1982 წწ.)[1], ხოლო 2011 წლის 15 აპრილს რეინალდო ბინიონეს (1982–1983 წწ.) მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]