Your Possible Pasts

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Your Possible Pasts“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Final Cut
გამოსვლის თარიღი 1983
ჩაიწერა ივლისი-დეკემბერი 1982
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:26
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი)
Capitol Records (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი
The Final Cutსიმღერები

Your Possible Pasts“ — მეორე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომზე The Final Cut.[1][2]

სიმღერა არასოდეს შესრულებულა ცოცხლად, მაგრამ მისი ნაწყვეტი ჟღერს ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“, სცენაში, სადაც ფილმის გმირი, პინკი (ბობ გელდოფი) ზის საპირფარეშოში და კითხულობს ტექსტებს სიმღერებიდან Your Possible Pasts, 5:11 A.M.- The Moment of Clarity (როჯერ უოტერსის სოლო ალბომიდან „The Pros and Cons of Hitch Hiking“) და „Stop“.

სიმღერა ეფუძნება როჯერ უოტერსის მანამდე გამოუცემელ „Incarceration of a Flower Child“-ს, რომელიც 1968 წელს დაიწერა და 1999 წლის მერიან ფეითფულის მიერ ჩაიწერა.

სიმღერა რეგულარულად ჟღერდა აშშ FM რადიოსადგურების ეთერში, როდესაც იგი გამოიცა პრომო-სინგლის „Selections From the Final Cut“ სახით, 1983 წლის გაზაფხულზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.