ტანკერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუპერტანკერი დოკში.

ტანკერიგემის სახეობა, გამოიყენება თხევადი ტვირთის გადასაზიდად როგორც ოკეეანეებსა და ზღვებში ასევე მდინარეებზე. მათი ძირითადი ტვირთია ნავთობი, თუმცა გამოიყენება ასევე ქიმიური ნაწარმის, თხევადი გაზის, სასმელი წყლისა თუ ღვინის ტრანსპორტირებისათვის. ტანკერების ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და ამ პერიოდში მათ მრავალი ტექნიკური მოდერნიზაცია განიცადეს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდნენ მოცულობაში. თანამედროვე სუპერტანკერის დედვეიტი, პირველი ტანკერისას — დაახლოებით 2200-ჯერ აღემატება.

ტანკერთა კატეგორიები[რედაქტირება]

დედვეიტის მიხედვით განარჩევენ შემდეგი კატეგორიის ტანკერებს:

  • GP General Purpose 10,000–24,999 ტონა:
  • MR Medium Range 25,000–54,999 ტონა:
  • LR1 Long Range 1 55,000–79,999 ტონა:
  • LR2 Long Range 2 80,000–159,999 ტონა:
  • VLCC Very Large Crude Carrier 160,000–319,999 ტონა:
  • ULCC Ultra Large Crude Carrier 320,000–549,999 ტონა:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]