ტროპიკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტროპიკები

ტროპიკები (ბერძნ. tropikоs (kуklos) – მობრუნების წრე) — ეკვატორის პარალელური წარმოსახვის წრეწირები დედამიწის ზედაპირზე, რომლებიც 23° 26′ 22″-ითაა დაშორებული ეკვატორიდან (ჩრდილოეთ ანუ კიჩხიბის ტროპიკი და სამხრეთის ანუ თხის რქის ტროპიკი). დამახასიათებელია ცხელი კლიმატი. ტროპიკებს შორის მდებარე თითოეული პუნქტისათვის მზე წელიწადში ორჯერ გაივლის ზენიტში, ჩრდილოეთ ტროპიკზე კი – ზამთრის მზებუდობისას.

ტროპიკებთანა დაკავშირებული ტროპიკული ოლქი, ტროპიკული სარტყლები, ტროპიკული ტყეები, ტროპიკული ფაუნა და სხვ. ამასთანავე ტროპიკულ სარტყლებში ხშირია ე. წ. ტოპიკული დაავადებანი, რომელსაც განეკუთვნება ინფექციური და პარაზიტული დავადებები.

ტროპიკული ჰავა ყალიბდება მაღალი ატმოსფერული წნევის არეებში და დამახასიათებელია წლის განმავლობაში მშრალი და ნოტიო პერიოდების მონაცვლეობა. ტროპიკებში არსებული ტემპერატურა შეიძლება ადიოდეს 58°C-მდე.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]