ვანილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანილის ყვავილი

ვანილი (Vanilla). ეპიფიტურ მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია. აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები. ცნობილია 100-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ზოგი სახეობის ნაყოფი შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ., ვანილინს) და იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით უფრო მეტად ცნობილია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. ამ მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო-მოთეთრო ყვავილები აქვს. მისი სამშობლოა მექსიკა. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყნებში. ვანილის მოუმწიფებელი და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ-სანელებელია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 292, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე