ლუი XIII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი XIII

ლუი XIII სამართლიანი (ფრანგ. Louis XIII de Bourbon "le Juste; დ. 27 სექტემბერი, 1601, ფონტენბლო, საფრანგეთი — გ. 14 მაისი, 1643, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი) — საფრანგეთის და ნავარის მეფე 1610-1643 წლებში. ანრი IV-ისა და მარი მედიჩის ძე. ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი.

გამეფდა მცირეწლოვანი 1610 წელს. მეურვედ ჰყავდა დედამისი, რომლის რეგენტობაში ძალაუფლება ძლევამოსილი ფავორიტის იტალიელი კონჩინის ხელში მოექცა. 1615 წელს შერთეს ესპანეთის მეფის ასული ანა ავსტრიელი. დიდკაცობის მოთხოვნით 1614-1615 წლებში მოიწვია გენერალური შტატები. 1624 წელს ლუი XIII-მ, დედის შთაგონებით თავის მრჩევლად მიიწვია კარდინალი რიშელიე, რომელიც მალე პირველი მინისტრი და, არსებითად, საფრანგეთის ერთმმართველი გახდა. ლუი XIII მოქმედებდა მისი მითითებით და იცავდა მას შეთქმულებისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ მეფის დედა, ძმა - გასტონ ორლეანელი, ანა ავსტრიელი და მეფის ნათესავები. ლუი XIII-ს კარგად ჰქონდა შესწავლილი სამხედრო საქმე. მისი პირადი სარდლობით მოეწყო რამდენიმე ლაშქრობა. რიშელიეს პოლიტიკის შედეგად განმტკიცდა ფრანგული აბსოლუტიზმი და საფრანგეთმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის სახელმწიფოთა შორის. ამასთან, ლუი XIII-ის მმართველობის ხანა აღინიშნა მძიმე სახელმწიფო გადასახადებით, ხალხის ფართო მასების გაღატაკებით, სახალხო მღელვარებებითა და აჯანყებებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუი_XIII&oldid=2488978“-დან